- This event has passed.
კონკურსი „კრეატიული აზროვნება და ინოვაციური იდეების მოფიქრება“
ივნისი 1, 2023 @ 08:00 - 17:00
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ჩატარდა სკოლებს შორის ინოვაციური და კრეატიული იდეების კონკურსი, სახელწოდებით – „კრეატიული აზროვნება და ინოვაციური იდეების მოფიქრება“.
კონკურსში მონაწილეობა მიიღეს 7-10 კლასის სკოლის მოსწავლეებისაგან შემდგარმა გუნდებმა, რომლის კაპიტნებმაც ბიბლიოთეკის სივრცეში გაიარეს 1 თვიანი ტრენინგი კრეატიულ აზროვნებასა და ინოვაციური იდეების მოფიქრებაში.
სკოლის გუნდებმა წარადგინეს ის საკონკურსო პრეზენტაციები რომლებზეც დღის განმავლობაში მუშაობდნენ ჩვენს სივრცეში. მათ ბიბლიოთეკისთვის უნდა მოეფიქრებინათ კრეატიული და ინოვაციური აპლიკაციის იდეა.
ეროვნულმა სამეცნიერო ბიბლიოთეკამ დამატებით თავისი რჩეული გამოავლინა და იდეებს განუხორციელებს 23-ე და ნიუტონის სკოლის მოსწავლეებს
ჟიურის გადაწყვეტილებით გამოვლინდა 3 გამარჯვებული გუნდი:
ადგილი: რობერტ შუმანის ევროპული სასწავლებელი „მოძღვარი“;
ადგილი: წმინდა ბარბარეს სახელობის სკოლა;
ბიბლიოთეკის რჩეული: 45-ე საჯარო სკოლა;