- This event has passed.
ტრენინგი : Koha-ს გამოყენება და მართვა
თებერვალი 15 @ 00:00
„ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის განვითარების ფონდისა“ და “ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ჩატარდა მორიგი ტრენინგი ელექტრონული საკატალოგე სისტემის Koha-ს გამოყენებისა და მართვის შესახებ, რომელსაც დაესწრნენ თბილისის მედიათეკების თანამშრომლები.
Koha შეიქმნა 1999 წელს და წარმოადგენს მძლავრ, მაღალი კლასის თანამედროვე პროგრამას, რომელიც განკუთვნილია საუნივერსიტეტო, სასკოლო ასოციაციებისა და ორგანიზაციების ბიბლიოთეკებისთვის. მას შეუძლია დაამუშაოს 5 მილიონზე მეტი ბიბლიოგრაფიული ჩანაწერი, ოპერატიულად შეატყობინოს მკითხველებს სიახლეები, დაეხმაროს ლიტერატურის შერჩევაში და სხვა.
ტრენინგს უძღვებოდნენ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის კვალიფიციური თანამშრომლები.
ტრენინგის ფარგლებში მათ განიხილეს შემდეგი თემები:
წიგნის ბიბლიოგრაფიული აღწერილობა (სრული ფორმა);
წიგნის ბიბლიოგრაფიული აღწერილობა (სწრაფი ფორმა), ეგზემპლიარის მიბმა;
რედაქტირება ჩანაწერის, რედაქტირება ეგზემპლიარის, ეგზემპლიარის დართვა;
რედაქტირება როგორც ახალი (დუბლიკატი);
პერიოდიკის აღწერილობა;
ცირკულაცია (მკითხველის რეგისტრაცია, საბიბლიოთეკო ერთეულის გაცემა, დაბრუნება, ვადის გაგრძელება, დაგვიანებები);
სტატისტიკური მონაცემების მოძიება: ყოველთვიური ცირკულაციის ჯამური რაოდენობა, აქტიური წევრების სია და სხვა.