Skip to content Skip to footer
Loading Events

« All Events

  • This event has passed.

წიგნიერება და დისლექსია

აპრილი 25, 2023 @ 06:00 - 20:30

tamar gagoshidze

ეროვნულმა სამეცნიერო ბიბლიოთეკამ უმასპინძლა თამარ გაგოშიძეს თემით: „წიგნიერება და დისლექსია“.

 

დისლექსია არის კითხვის უნარის დაქვეითება, გამოიხატება კითხვისა და მოსმენილის გაგების სირთულეში. ძირითადად ვლინდება დაწყებით საფეხურზე, როდესაც მოსწავლე იწყებს კითხვის შესწავლას. ამ დროს ბავშვს მეტყველება აქვს საკმარისად განვითარებული, თუმცა ასოებს ურევს ერთმანეთში, მარცვლებს გადააადგილებს, ამიტომ სიტყვის სწორად ამოკითხვა უჭირს.

ეროვნულმა სამეცნიერო ბიბლიოთეკამ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დაიწყო ყოველთვიური ხასიათის უფასო საჯარო ლექციების ციკლის ჩატარება აუტიზმისა და ბავშვთა განვითარების შეფერხებების საკითხებზე. საჯარო ლექციების ციკლს წარუძღვებიან დარგის წამყვანი სპეციალისტები.

ჩვენი საინფორმაციო კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოებაში აღნიშნულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას და მშობელთა მხარდაჭერას.

Details

Date:
აპრილი 25, 2023
Time:
06:00 - 20:30
Event Category: