
- This event has passed.
სტუმრად ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა
აპრილი 3

3 აპრილს, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას ეწვივნენ ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის წარმომადგენლები, ქალბატონი რიტა წაქაძის ხელმძღვანელობით.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც უკავშირდება ბიბლიოთეკების ციფრულ ტრანსფორმაციას, მათ შორის:
–ციფრული რეპოზიტორიუმის შექმნისა და ფუნქციონირების საკითხები
-ელექტრონული კატალოგის განვითარების საკითხები
ვიმედოვნებთ, რომ ეს შეხვედრა ნაყოფიერი და სასარგებლო აღმოჩნდა ჩვენი სტუმრებისთვის და ხელს შეუწყობს ჩვენს ბიბლიოთეკებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.