![Loading Events](https://sciencelib.ge/wp-content/plugins/the-events-calendar/src/resources/images/tribe-loading.gif)
- This event has passed.
EBSCO EXPLORA-ს პრეზენტაცია
ნოემბერი 22, 2023 @ 8:00 am - 5:00 pm
![](https://sciencelib.ge/wp-content/uploads/2023/11/404918292_726515686175441_4092145648196101730_n-1.jpg)
21 ნოემბერს, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა ელექტრონული სასკოლო ბაზის, EBSCO EXPLORA-ს პრეზენტაცია.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქალაქ თბილისის საჯარო და კერძო სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
ბაზა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, გაეცნონ და ჩაუღრმავდნენ ისეთი დარგების არსს და დანიშნულებას, როგორიცაა: მეცნიერება, მათემატიკა, ინჟინერია, ტექნოლოგიები,(STEM) და სხვა. ხოლო, პედაგოგებისთვის მოიცავს სწავლების ინოვაციურ მეთოდებს.
ბაზის საცდელი ვერსია ჩართულია და სკოლებს უკვე შეუძლიათ ისარგებლონ ინფორმაციით.
პრეზენტაციის ბოლოს გაიმართა მოწვეული ტრენერების მასტერკლასი შემდეგ თემებზე :
ცვლილებების მართვა და კორპორაციული კომუნიკაცია. ტრენერი – მაკო ჯაოშვილი , მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ პროფესორი, ვიცე-რექტორი.
კრეატიული სტრატეგიები სწავლა-სწავლების პროცესში, ტრენერი – კოტე იანტბელიძე, კრეატიული აზროვნების და ბიზნეს-კრეატივის ლექტორი, კრეატივის სკოლის დამფუძნებელი.