აღწერა
მარი-ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე იყო შვეიცარელი მოგზაური, სიძველეთა მკვლევარი და გეოლოგი, ნევშატელის აკადემიის პროფესორი. მან 1831- 1834 წლებში შავი ზღვის სანაპიროზე, ყირიმსა და კავკასიაში იმოგზაურა, რომლის შედეგები 1839- 1845 წლებში გამოაქვეყნა, ექვსტომიან ნაშრომში, დიდი ატლასის დართვით.
დიუბუა დე მონპერემ ამ დიდ ატლასში თავი მოუყარა ძვირფას ფაქტობრივ მასალას ქვეყნის ბუნებისა და სიძველეთა შესახებ. იგი იყო საქართველოს გეოლოგიის პირველი მკვლევარი, რომელმაც შენიშნა კავკასიონის კრისტალური სუბსტრატის გამოსავლები დარიალის ხეობასა და აფხაზეთში და შეადგინა საქართველიოს პირველი გეოლოგიური რუკა.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.