აღწერა
საქართველოზე ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ერთ-ერთი სატრანსპორტო მარშრუტი – შუა დერეფანი გადის. მიჩნეულია, რომ ქვეყანა ადრიდანვე იყო „აბრეშუმის გზის“ ნაწილი, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში კავკასიაზე გამავალი მარშრუტი ბევრად ნაკლებ ტვირთს ატარებდა, ვიდრე ჩრდილოეთის მარშრუტი, რომელიც ჩინეთს ევროპასთან რუსეთის მეშვეობით აკავშირებს. მოგეხსენებათ, უკრაინაში რუსეთის შეჭრამ საერთაშორისო გადაზიდვის სისტემაშიც დაიწყო ძირეული ცვლილებები. რუსეთ-უკრაინის ომი გავლენას ახდენს ევროპა-ჩინეთის დერეფნების განვითარებაზე.
ეს წიგნი აღწერს შუა სატრანსპორტო დერეფნის მახასიათებლებს, გამოწვევებსა და განვითარების პერსპექტივას. აქ დახასიათებულია ამ სატრანსპორტო დერეფნის ისტორიული მნიშვნელობა და მისი სივრცითი საჭიროება. იგი აუცილბელად დააინტერესებს ნებისმიერი ინტერესის მკითხველს, განსაკუთრებით კი-ეკონომისტებსა და პოლიტოლოგებს.