აღწერა
1906 წლის ორიგინალური გამოცემა – ,,წიგნი ჩაის შესახებ“ წარმოადგენს ერთ-
ერთ კლასიკურ ტექსტს, რომელიც გვხვდება მხატვრების, პოეტების, ჩაის
მოყვარულებისა და ზენ ბუდისტების მაგიდებზე მთელს მსოფლიოში. წიგნი
ხელახლა შემუშავდა და განევრცო თანამედროვე აუდიტორიისთვის.
თქვენ აღმოაჩენთ ოკაკურა კაკუზოს მომხიბვლელ პერსონაჟს და ისტორიას იმის
შესახებ, თუ როგორ დაწერა მან მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი
წიგნი ხელოვნების, სილამაზისა და სიმარტივის შესახებ – ეს ყველაფერი
მოათავსა მსოფლიოს ე. წ. კომუნალურ ფინჯან ჩაიში. მისმა წარმოუდგენელმა
მოგზაურობამ წაიყვანა იგი იოკოჰამიდან ნიუ-იორკში, პარიზში, ბომბეიში და
ბოსტონში, სადაც მისი ცხოვრება გადაიკვეთა ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიც
არიან რაბინდრანათ თაგორი, ჯონ სინგერ სარჯენტი, ჰენრი ჯეიმსი, ჯონ ლა
ფარჯი, იზაბელა სტიუარტ გარდნერი, ეზრა პაუნდი და ანრი მატისი. მისმა
ნაწერებმა გავლენა მოახდინა ისეთი ცნობილი მხატვრების შემოქმედებაზე,
როგორებიც არიან ფრენკ ლოიდ რაიტი და ჯორჯია ო'კიფი.
ჩაის შესახებ ამერიკელმა მწერალმა ბრიუს რიჩარდსონმა ოკაკურას კლასიკური
ტექსტის ამ განახლებულ გამოცემას ბევრი ისტორიული ფოტო და ილუსტრაცია
დაურთო, ასევე უნიკალური წარმოდგენა შეუქმნა იმის შესახებ, თუ როგორ
განაგრძობს ოკაკურას ფილოსოფია დღევანდელი ჩაის კულტურის შთაგონებას.
გარდა ამისა, რიჩარდსონმა დაურთო სრულიად ახალი თავი იმის შესახებ, თუ
როგორ წყურვილს განიცდიდა ამერიკა იაპონური ჩაის მიმართ 1800-იანი წლების
ბოლოს, რაც ილუსტრირებულია საარქივო ფოტოებით.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.