Крупные выигрыши и хорошее настроение ждёт в casino Vavada! Для новых клиентов подготовлены специальные бонусы и условия – 100 бездепозитных спинов и 100% к первому депозиту. Заходи на лицензированный портал и поднимай кеш.

Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ზოგიერთ მკვლევარს სურს ააგოს ბარიერები მსოფლიოს
ყველაზე დაუცველი მყინვარების გარშემო, ზღვის დონის
მომატების თავიდან ასაცილებლად.

გრენლანდიის Jakobshavn მყინვარის, ასევე ცნობილი როგორც Ilulissat (გრენლანდიურად: Sermeq
Kujalleq), მყინვარის უკანდახევამ უკვე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ზღვის დონის
მომატებაში.
ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, დედამიწის შემსწავლელი
მეცნიერები შეეჭიდნენ მზის გეოინჟინერიის კონცეფციას: მაგალითად, სწრაფად
დამთბარი პლანეტის გაგრილებას ატმოსფეროში ნაწილაკების შეყვანით, მზის
სინათლის ასარეკლად. ახლა მკვლევარები გვთავაზობენ ახალ გზას კლიმატის
ცვლილების შედეგებთან საბრძოლველად, რაც შეიძლება კიდევ უფრო ძვირი და

საკამათო აღმოჩნდეს: ეს არის მყინვარული გეოინჟინერია, რომელიც შექმნილია
ზღვის დონის მატების შესანელებლად.
მოხსენებაში, რომელიც 11 ივლისს გამოქვეყნდა გლაციოლოგების მიერ,
რომლებმაც 10 თვის განმავლობაში ჩაატარეს სემინარების სერია და
საზოგადოებრივი შეკრებები, მოთხოვნილია, რომ კვლევა გადაიზარდოს
გაბედული გეგმების დასახვაში. აღნიშნული გეგმები ითვალისწინებს ყინულის
ფენების დაცვას მათ გარშემო მოქნილი ბარიერების აშენებით, ან ყინულების
ღრმა ბურღვით, რათა შენელდეს მათი შეცურება ზღვაში.
მაგრამ ეს შეუმოწმებელი იდეები იწვევს ნეგატიურ რეაქციას გლაციოლოგებს
შორის, ზოგიერთი მათგანი მათ არა მხოლოდ უჩვეულოდ ძვირად და
ლოგისტიკურად მცდარად, არამედ ასევე სათბურის გაზების ემისიების
შემცირების პრობლემისგან ყურადღების გადატანად მიიჩნევს. „გულწრფელად
ვგრძნობ, რომ ეს საბოლოოდ სამოქალაქო ომი იქნება საზოგადოებაში“, –
აცხადებს მიჩიგანის უნივერსიტეტის გლაციოლოგი, ჯერემი ბასისი. „მე ვერ
ვხედავ დიდ შესაძლებლობას კომპრომისისთვის.”
კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი ჯგუფის 2021 წლის ანგარიშის
მიხედვით, ამჟამინდელი ტემპებით, გლობალური დათბობა აიძულებს სანაპირო
ქალაქებს 2100 წლისთვის შეებრძოლონ ზღვის დონის დაახლოებით 1 მეტრით
აწევას. მაგრამ ზოგიერთი მკვლევარი უარესს პროგნოზირებს და აფრთხილებს,
რომ გრენლანდიისა და ანტარქტიდის თავზე ყინულის საფარებმა, რომლებიც
ერთობლივად ინახავენ იმდენ წყალს, რომ გამოიწვიონ ზღვის დონის მრავალი
მეტრით გლობალური მატება, უკვე გადალახეს ზღვარი. მაშინაც კი, თუ
კაცობრიობა შეზღუდავს გამონაბოლქვს და დათბობა შენელდება, მათი თქმით,
აღნიშნული ყინულის საფარები მაინც დაიშლება მომავალ საუკუნეებში.
გეოინჟინერიის მომხრეები ამბობენ, რომ უკეთესი იქნება ახლავე დაიწყოს
კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ შეაჩერონ ზღვის დონის აწევა მის საწყისშივე,
ვიდრე – მილიარდობით დოლარის დახარჯვა სანაპირო ქალაქების გალავნებით
შემოღობვაზე. „რაღაც მომენტში უნდა იფიქროთ: კიდევ რამის გაკეთება ხომ არ
შეგვიძლია?“ – კითხულობს გლაციოლოგი ჯონ მური ლაპლანდიის
უნივერსიტეტიდან, მოხსენების ავტორი, რომელიც დაფინანსებული იყო ჩიკაგოს
უნივერსიტეტის (UC) მიერ.
მურის მიერ გამოკვლეული და მოხსენებაში აღნიშნული ერთ-ერთი იდეა არის
ყინულის შრეების და მყინვარების კიდეების მიღმა ზღვის ფსკერზე
დამაგრებული ელვარე „ფარდების“ აშენება, რაც დაბლოკავს თბილი წყლის
ბუნებრივ ნაკადებს, რომლებიც ყინულის ფენებს ქვემოდან ანადგურებენ.

(განსაკუთრებით ანტარქტიდაში, ოკეანის წყლის დათბობა უფრო დიდ
საფრთხეს წარმოადგენს მყინვარებისთვის, ვიდრე – ჰაერის დათბობა.)
ადრინდელი პროექტები მოიცავდა პლასტმასის გამოყენებას, ამჟამად კი
განიხილება ბუნებრივი ბოჭკოების გამოყენება, როგორებიცაა ტილო და სიზალი,
დაბინძურების პრობლემების თავიდან ასაცილებლად. მოხსენების მიხედვით,
პირველადი მოდელირების კვლევებმა აჩვენა, რომ მაღალი სიმაღლის ე. წ.
ფარდებმა, რომლებიც მხოლოდ ნაწილობრივ იქნება გადაჭიმული ზღვის
ფსკერიდან დასავლეთ ანტარქტიდის სანაპიროზე, შეიძლება ზოგიერთ ადგილას
10-ჯერ შეამციროს მყინვარების დნობა. კიდევ ერთი ჩარევა, რომელიც ზოგიერთი
მეცნიერის ვარაუდით, შეანელებს ყინულის ფენების ცურვას, არის მათ ძირებზე
ხვრელების გაბურღვა და წყლის, ან სითბოს ამოტუმბვა.
ეს იქნება, რა თქმა უნდა, კაცობრიობის მიერ ოდესმე განხორციელებული
ყველაზე ძვირი მასიური საინჟინრო ძალისხმევა. 2023 წლის ოქტომბერში
კალიფორნიის უნივერსიტეტში გამართულ სემინარზე, მკვლევარებმა
განაცხადეს, რომ ანტარქტიდის მყინვარების გარშემო 80 კილომეტრიანი
ფარდების გადაჭიმვა შესაძლოა 88 მილიარდი დოლარი დაჯდეს. ინტერვენციები
ასევე მოითხოვს საერთაშორისო პოლიტიკურ მხარდაჭერას, რასაც ზოგიერთი
გლაციოლოგი ფასზე უფრო დიდ დაბრკოლებად მიიჩნევს.
ტვილა მუუნი, აშშ-ს თოვლისა და ყინულის მონაცემთა ეროვნული ცენტრის
გლაციოლოგი აცხადებს, რომ ასეთ პროექტებს დასჭირდებათ
ყინულისმტვრევების ფლოტები, გადაზიდვისა და მიწოდების ჯაჭვის ფართო
შესაძლებლობები და მნიშვნელოვანი პერსონალი საბოლოო კონსტრუქციების
ასაშენებლად, შესანარჩუნებლად და დასაცავად ოკეანის პირობებში, რასაც ისინი
უწოდებენ ,,დაუჯერებლად რთულს”. პროექტებს ასევე შეიძლება მოჰყვეს
არასასურველი შედეგები – შესაძლოა პოტენციურად დაირღვეს ოკეანის
ცირკულაცია, ან საფრთხე შეექმნას ველურ ბუნებას. გარდა ამისა, ათწლეულები
დასჭირდება იმის გარკვევას, ეფექტური იყო თუ არა ჩარევები.
ინჟინერია და ლოგისტიკა შესაძლებელი რომც იყოს, ეს მაინც „არ არის პასუხი
კითხვაზე, ღირს თუ არა მისი განხორციელება“, ამბობს მუუნი, რომელიც
კონცეფციების წინასწარ კვლევებსაც კი ეწინააღმდეგება.
როდესაც გასული წლის განმავლობაში იდეები წარედგინა მკვლევარებს,
დისკუსიები ზოგჯერ საკამათო იყო. 2023 წლის დეკემბერში, სტენფორდის
უნივერსიტეტში გამართულ სემინარზე, დამსწრეებს სთხოვეს, აეღოთ ზონრები,
რომლებიც წარმოადგენდა მათ შეხედულებებს მყინვარული გეოინჟინერიის
კვლევის შესახებ: წითელი – მოწინააღმდეგე, ლურჯი – მხარდამჭერი და

მეწამული – ნეიტრალური. ლეი სტერნსი, კანზას უნივერსიტეტის გლაციოლოგი,
ამბობს, რომ თავდაპირველად ის იყო ერთადერთი მონაწილე, რომელმაც წითელი
აირჩია. სემინარის დასასრულს უფრო მეტმა ადამიანმა შეცვალა ზონრები მასთან
გასაერთიანებლად.
მოხსენებაში აღიარებულია ზოგიერთი საერთო არგუმენტი მყინვარული
გეოინჟინერიის წინააღმდეგ, მათ შორის ისიც, რომ მან შეიძლება გამოიწვიოს
ნახშირბადის ემისიების შემცირების სტიმულირება. ანგარიშში, რომელშიც ასევე
ხაზგასმულია ემისიების შემცირების მნიშვნელობა, აღნიშნულია, რომ „არ
ემხრობა ჩარევას; პირიქით, ის მხარს უჭერს კვლევას იმის შესახებ,
სიცოცხლისუნარიანი იქნება თუ არა ეს ჩარევები. ”

Как выбрать игровой автомат и играть на Вавада бесплатно. Вэлкомпак за активность, рейтинг лучших турниров. Программа лояльности, партнёрка, приложение для IOS и Android.

Что дает клиентам Вавада официальный Vavada casino. Как пройти регистрацию и вход, получить 100 фриспинов без депозита и выиграть машину. ТОП слотов, описание актуальных бонусов.