Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ანიმაციის კურსი

 ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკისა და ანიმაციის განვითარების ფონდის ერთობლივი ინიციატივით, იწყება მიღება ანიმაციის სასწავლო სტუდიაში!

📌 ჩვენ ვეძებთ კრეატიულ, შემოქმედებით ახალგაზრდებს, რომლებსაც უყვართ ანიმაცია და აქვთ სურვილი ისწავლონ ანიმაციის კეთება. სასწავლო სტუდიაში სწავლება გაგრძელდება 3 თვის განმავლობაში კვირაში ორჯერ, ჯგუფის ჩამოყალიბების თანავე განვიხილავთ გაკვეთილების ჩატარების დღეებსა და დროს.

გაკვეთილები ჩატარდება ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბაზაზე.

👉 დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ აღნიშნული ფორმა, რის შემდეგაც ჩვენ აუცილებლად დაგიკავშირდებით და მოგიწვევთ პირველ შეხვედრაზე, სადაც კონკრეტული დავალებებისა და გასაუბრების შედეგად შეირჩევიან მოსწავლეები.

📣 სწავლება იქნება უფასო!

სასწავლო სტუდიაში მიიღებიან 12-დან 16 წლამდე ასაკის მოსწავლეები.

🤩 მოუთმენლად ველოდებით თქვენთან შეხვედრას!

აპლიკაციები მიიღება 25 სექტემბრის ჩათვლით!

აპლიკაციის ფორმა იხილეთ ბმულზე:

https://forms.gle/XxD8y59EmgxMEnv2A