Skip to content Skip to sidebar Skip to footer

საზაფხულო სახელოსნოები

719099868 1405773604916309 5780249423946437432 n

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ცხელი ზაფხულის ნაყოფიერად გამოყენებას გირჩევთ და ივლისში საინტერესო სიახლით გელოდებათ:

3D მოდელირება და ბეჭდვა

თანამედროვე სამყაროში ფანტაზიასა და რეალობას შორის გასავლელ გზას სულ უფრო ამცირებს, ამიტომ რასაც დღეს ეკრანზე ხედავთ, ხვალ შეიძლება ხელითაც შეეხოთ.

ამ სახელოსნოში სამგანზომილებიანი მოდელების შექმნით, ციფრული დიზაინის პრინციპების შესწავლითა და 3D ბეჭდვის ტექნოლოგიებით ჩანაფიქრიდან ნივთის შექმნამდე მანძილს ხალისით გაივლით.

🖇️ რეგისტრაციის ლინკი: https://forms.gle/Rp8zndXvHdMPCy5g8

გასაუბრების შემდეგ, აირჩევა 9 მონაწილე

ავიამოდელირება

კაცობრიობის ყველაზე ძველი და რომანტიკული ოცნების ასასრულებლად, იმის ცოდნაც საჭიროა, რომ ,,გონება აღძრავს ქმედებას, პლიუს-მინუს, mc² , f, ფუძე“ !

ამგვარად, ყველა გაფრენის მცდელობას გამოთვლა, ბალანსი და ზუსტი კონსტრუქცია სჭირდება.

ავიამოდელირების კურსზე მონაწილეები გაეცნობიან აეროდინამიკის საფუძვლებს, შექმნიან მინი მოდელებს და თავად გამოცდიან, როგორ იქცევა იდეა მფრინავ ობიექტად.

🖇️ რეგისტრაციის ლინკი: https://forms.gle/orBj3o8iyGpKn48F6

გასაუბრების შემდეგ, აირჩევა 10 მონაწილე

Stop motion ანიმაცია

ამ სახელოსნოში უძრავი სამყაროდან მოძრაობის დაბადებას ნახავ. ამიტომ, თუ ოდესმე უსულო ნივთების ჩვენგან დამალულ, საიდუმლო ცხოვრებაზე გიფიქრია, ახლა ის დროა, გამოგონილი ამბები კადრებად და შემდეგ ანიმაციად აქციო.

Stop Motion-ის სახელოსნოში ისწავლი, როგორ აქციო იდეები მოძრავ ისტორიებად და შექმნა ანიმაცია, სადაც თითოეულ მოძრაობას შემოქმედების ნიჭი, მარჯვე ხელი და მდიდარი ფანტაზია მართავს

🖇️ რეგისტრაციის ლინკი: https://forms.gle/xZGWu9PvUXyRmzVJ9

გასაუბრების შემდეგ, აირჩევა 5 მონაწილე

ივლისის განმავლობაში ბიბლიოთეკის სივრცე დაეთმობა მათ, ვისაც სამყაროს მზა ვერსია არ აკმაყოფილებს და ახლის ძიებაშია.

გელით!

📍 გასაუბრებები 24 და 25 ივნისს

📆 დაწყების თარიღი: 1 ივლისი (1 თვის განმავლობაში)

☘️ მოსწავლის ასაკი : 11-14 წელი