Крупные выигрыши и хорошее настроение ждёт в casino Vavada! Для новых клиентов подготовлены специальные бонусы и условия – 100 бездепозитных спинов и 100% к первому депозиту. Заходи на лицензированный портал и поднимай кеш.

Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ბავშვები, რომლებიც სიამოვნებისთვის იწყებენ კითხვას ადრეულ ასაკში,
როგორც წესი, უკეთესად ასრულებენ კოგნიტურ ტესტებს და აქვთ უკეთესი
ფსიქიკური ჯანმრთელობა მოზარდობის ასაკში, აჩვენა კვლევამ, რომელშიც
10000-ზე მეტი ახალგაზრდა მოზარდი მონაწილეობდა აშშ-ში.
კვლევაში, რომელიც ეხლახანს გამოქვეყნდა Psychological Medicine-ში,
მკვლევარებმა დიდ ბრიტანეთში და ჩინეთში დაადგინეს, რომ კვირაში 12 საათი
კითხვისთვის ოპტიმალური რაოდენობაა და ეს დაკავშირებულია ტვინის
სტრუქტურის გაუმჯობესებასთან, რაც შეიძლება დაეხმაროს აღმოჩენების ახსნას.
სიამოვნებისთვის კითხვა შეიძლება წარმოადგენდეს მნიშვნელოვან და
სასიამოვნო საბავშვო აქტივობას. მოსმენისა და სალაპარაკო ენისგან
განსხვავებით, რომლებიც მცირეწლოვან ბავშვებში სწრაფად და მარტივად
ვითარდება, კითხვა არის უნარი, რომელიც შეისწავლება და ამ უნარის შეძენა და
განვითარება ხდება დროთა განმავლობაში სწორი სწავლის შედეგად.
ბავშვობისა და მოზარდობის პერიოდში ჩვენი ტვინი ვითარდება, ამიტომ ეს დრო
მნიშვნელოვანი პერიოდია, რადგან ფორმირდება ქცევები, რომელიც ხელს
უწყობს ჩვენი კოგნიტური უნარებისა და ტვინის უკეთეს განვითარებას. თუმცა,
ამ დრომდე გაურკვეველი იყო, თუ რა გავლენას მოახდენს ბავშვებში კითხვის
წახალისება ადრეული ასაკიდანვე მათ ტვინის განვითარებაზე, შემეცნებასა და
ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
ამის გამოსაკვლევად, მკვლევარებმა დიდი ბრიტანეთის კემბრიჯისა და
უორვიკის უნივერსიტეტებიდან და ჩინეთის ფუდანის უნივერსიტეტიდან
შეისწავლეს მოზარდთა ჯგუფის ტვინისა და კოგნიტური განვითარების (ABCD)
მონაცემები აშშ-ში, სადაც 10000-ზე მეტი ახალგაზრდა მოზარდი მონაწილეობდა.
ჯგუფმა გააანალიზა მონაცემების ფართო სპექტრი, მათ შორის კლინიკური
ინტერვიუებიდან, კოგნიტური ტესტებიდან, გონებრივი და ქცევითი
შეფასებებიდან და ტვინის სკანირებიდან, შეადარა ახალგაზრდები, რომლებმაც

სიამოვნებისთვის კითხვა დაიწყეს შედარებით ადრეულ ასაკში (ორიდან ცხრა
წლამდე) მათთან, ვინც კითხვა დაიწყო მოგვიანებით ან საერთოდ არა. ანალიზი
ითვალისწინებდა ბევრ მნიშვნელოვან ფაქტორს, მათ შორის სოციალურ-
ეკონომიკურ მდგომარეობას.
შესწავლილი 10243 მონაწილედან მხოლოდ ნახევარს (48%) ჰქონდა
სიამოვნებისთვის კითხვის მცირე გამოცდილება ან გვიანობამდე არ დაუწყია.
დანარჩენმა ნახევარმა სამიდან ათ წლამდე გაატარა სიამოვნებისთვის კითხვაში.
ჯგუფმა აღმოაჩინა ძლიერი კავშირი ადრეულ ასაკში სიამოვნებისთვის კითხვასა
და მოზარდობის პერიოდში კოგნიტურ ტესტებში პოზიტიურ შედეგებს შორის,
რომლებიც აფასებდნენ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ვერბალური სწავლა,
მეხსიერება და მეტყველების განვითარება და აკადემიური მოსწრება სკოლაში.
ამ ბავშვებს ასევე ჰქონდათ უკეთესი ფსიქიკური მდგომარეობა, რაც
შეფასებულია მშობლებისა და მასწავლებლების რამდენიმე კლინიკური
მაჩვენებლებითა და ანგარიშების გამოყენებით. ისინი ავლენდნენ სტრესისა და
დეპრესიის ნაკლებ ნიშნებს, ასევე გაუმჯობესებულ ყურადღებას და ნაკლებ
ქცევით პრობლემებს, როგორიცაა აგრესია და წესების დარღვევა.
ბავშვები, რომლებმაც ადრე დაიწყეს კითხვა სიამოვნებისთვის, მოზარდობის
ასაკში ატარებდნენ ნაკლებ დროს ეკრანთან – მაგალითად, ტელევიზორის
ყურებაში ან სმარტფონის ან პლანშეტის გამოყენებაში – კვირის განმავლობაში და
შაბათ-კვირას, ასევე უფრო მეტხანს იძინებდნენ.
როდესაც მკვლევარებმა შეისწავლეს მოზარდთა ჯგუფის ტვინის სკანირება, მათ
აღმოაჩინეს, რომ იმ მონაწილეებს, რომლებიც ადრეულ ასაკში კითხვას
სიამოვნებისთვის მიჰყვებოდნენ, აჩვენეს ზომიერად უფრო დიდი ტვინის
მთლიანი არეები და მოცულობა, მათ შორის ტვინის ის სფეროები, რომლებიც
მნიშვნელოვან როლს თამაშობენ კოგნიტურ ფუნქციებში. ამ ჯგუფში
განსხვავდებოდა ტვინის სხვა სფეროები, რომლებიც როგორც ადრე იყო
ნაჩვენები, დაკავშირებული იყო გაუმჯობესებულ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან,
ქცევასთან და ყურადღებასთან.
კემბრიჯის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის დეპარტამენტის პროფესორმა ბარბარა
საჰაკიანმა თქვა: „კითხვა არ არის მხოლოდ სასიამოვნო გამოცდილება –
საყოველთაოდ მიღებულია, რომ ის შთააგონებს აზროვნებას და კრეატიულობას,
ზრდის თანაგრძნობას და ამცირებს სტრესს. გარდა ამისა, ჩვენ აღმოვაჩინეთ
მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომ ის დაკავშირებულია განვითარების
მნიშვნელოვან ფაქტორებთან ბავშვებში, მათი შემეცნების, ფსიქიკური
ჯანმრთელობისა და ტვინის სტრუქტურის გაუმჯობესებასთან, რაც არის
ქვაკუთხედი მომავალი სწავლისა და კეთილდღეობისთვის“.

ბავშვობაში სიამოვნებისთვის კითხვის ოპტიმალური რაოდენობა კვირაში
დაახლოებით 12 საათი იყო. დამატებითი დრო არანაირ სარგებელს არ
წარმოადგენდა. ფაქტობრივად, შეინიშნებოდა შემეცნების თანდათანობითი
დაქვეითება, რაც მკვლევარების თქმით, შესაძლოა გამოწვეული იყოს იმის გამო,
რომ ისინი უფრო მეტ დროს ატარებენ მჯდომარე მდგომარეობაში და ნაკლებ
დროს სხვა აქტივობებზე, როგორიც შეიძლება იყოს შემეცნებითი გამდიდრება,
მათ შორის სპორტული და სოციალური აქტივობები.
პროფესორმა ჯიანფენგ ფენგმა შანხაიში, ჩინეთის ფუდანის უნივერსიტეტიდან
და დიდი ბრიტანეთის უორვიკის უნივერსიტეტიდან, განაცხადა: „ჩვენ
მოვუწოდებთ მშობლებს, ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ ადრეულ ასაკში
გაუღვიძონ ბავშვებს კითხვის ხალისი. სწორად თუ წარიმართება, ეს არა
მხოლოდ მათ სიამოვნებას და ხალისს მიანიჭებს, არამედ ხელს შეუწყობს მათ
განვითარებას და წაახალისებს კითხვის ხანგრძლივ ჩვევებს, რაც ასევე შეიძლება
სასარგებლო იყოს ზრდასრულ ცხოვრებაში“.

წყარო: University of Cambridge

Leave a Reply

Как выбрать игровой автомат и играть на Вавада бесплатно. Вэлкомпак за активность, рейтинг лучших турниров. Программа лояльности, партнёрка, приложение для IOS и Android.

Что дает клиентам Вавада официальный Vavada casino. Как пройти регистрацию и вход, получить 100 фриспинов без депозита и выиграть машину. ТОП слотов, описание актуальных бонусов.