Крупные выигрыши и хорошее настроение ждёт в casino Vavada! Для новых клиентов подготовлены специальные бонусы и условия – 100 бездепозитных спинов и 100% к первому депозиту. Заходи на лицензированный портал и поднимай кеш.

Skip to content Skip to sidebar Skip to footer

მეცნიერები კრეატიული მიდგომით ცდილობენ გამოიკვლიონ, თუ რამ გამოიწვია
მასობრივი გადაშენება
.
დინოზავრების ბატონობა, როგორიცაა Parasaurolophus walkeri (ილუსტრირებული) მოულოდნელად დასრულდა 66 მილიონი წლის წინ. ახალი კომპიუტერული სიმულაციები მხარს უჭერს ჰიპოთეზას, რომ სწორედ ვულკანურმა აირებმა მოახდინეს სასიკვდილო დარტყმა.

ათწლეულების განმავლობაში მეცნიერები აქტიურად კამათობდნენ,
ასტეროიდის დარტყმამ, თუ ვულკანების მასიურმა ამოფრქვევამ დაასრულა
დინოზავრების მეფობა 66 მილიონი წლის წინ. იმ დროს დედამიწაზე არსებული
ცოცხალი ორგანიზმების დაახლოებით სამი მეოთხედი განადგურდა, მათ შორის

ყველა არაფრინველი დინოზავრი გადაშენდა, რამაც დრამატულად დაასრულა
ცარცული პერიოდი.
ამჟამად, მკვლევარებმა შეიმუშავეს ახალი გზა ნამდვილი დინოზავრების
მკვლელის ამოსაცნობად: საშუალება მივცეთ კომპიუტერებს, გაერკვნენ ამ
საკითხებში.
ამ გამოთვლითი კვლევის შედეგად სავარაუდოა, რომ მხოლოდ დეკანის
ვულკანის ამოფრქვევით წარმოქმნილი გაზის მასიურ აფეთქებას შეეძლო
გადაშენების მოვლენის გამოწვევა, ასეთი მოხსენება გააკეთა გუნდმა 29
სექტემბერს Science-ში. ამ ამოფრქვევების შედეგად, რომლებიც დაახლოებით
მილიონი წელი გაგრძელდა, აირის ლავის მასიური რაოდენობის გამოფრქვევა
მოხდა დღევანდელ დასავლეთ ინდოეთში.
იმის ნაცვლად, რომ შემდეგნაირად განგვეხილა: „დაგვებრალებინა
ვულკანებისთვის და აგვეხსნა რატომ“, ან „დაგვებრალებინა ასტეროიდებისთვის
და აგვეხსნა რატომ“, მიზანს წარმოადგენდა, რაც შეიძლება ნაკლები ყოფილიყო
ადამიანის მონაწილეობა ან მიკერძოება ამ პროცესში, ამბობს დართმუზის
გეოლოგი ალექსანდრე კოქსი.
იდეა იყო უკუმიმართულებით მოქმედება დანაშაულის ადგილიდან
მტკიცებულებების გამოყენებით. მეცნიერებს აქვთ უტყუარი მტკიცებულება:
ღრმა ოკეანის ნალექებში გაბურღული ბირთვები შეიცავს გეოლოგიურ
მონაცემებს, რომლებიც მიუთითებენ ატმოსფეროში გაზის სასიკვდილო
აფეთქებებზე, განსაკუთრებით პლანეტების გამათბობელ ნახშირბადის
დიოქსიდზე და გოგირდის დიოქსიდზე, რომელიც ოკეანის მჟავიანობას იწვევს.
,,მაგრამ ასეთი აირები შეიძლება გამოწვეული იყოს ასტეროიდის დარტყმის
შედეგად, რადგან ის წვავდა ქანებს პლანეტის ზედაპირზე, ან დეკანის
ვულკანების ამოფრქვევის შედეგად”, ამბობს კოქსი,
აირების წყაროს გასაგებად წინა მცდელობები ფოკუსირებული იყო დროზე,
დეკანის ვულკანების ამოფრქვევის დროს ლავის გავრცელების იმპულსების
შესწავლაზე, ამბობს კოქსი (SN: 2/21/19). მაგრამ „ჩვენ მხოლოდ საუკეთესო
ვარაუდები გვაქვს იმის შესახებ, თუ რა რაოდენობით იყო საწყისი გაზი [ლავაში]“.
ნახშირორჟანგის სავარაუდო კონცენტრაცია ლავაში, მაგალითად, განსხვავდება
სიდიდის მიხედვით, აცხადებს იგი. ”ამიტომ, ჩვენ ამ საკითხს მივუდექით გაზის
ემისიის და არა ლავის ნაკადის თვალსაზრისით.”

უზარმაზარი გამაგრებული ლავის ნაკადები, რომლებიც ცნობილია როგორც დეკანის ვულკანები, ფარავს
დღევანდელი დასავლეთ ინდოეთის დიდ ნაწილს. აღნიშნული ლავა არის დაახლოებით 66 მილიონი წლის
წინანდელი მასიური ვულკანური ამოფრქვევის ნარჩენი. ახალი კომპიუტერული ანალიზი ვარაუდობს, რომ
ამ მოვლენის დროს გამოშვებული აირები საკმარისი იყო დედამიწის ტემპერატურის შესაცვლელად და
შესაძლოა გამოეწვია არაფრინველი დინოზავრების დაღუპვა.
თითოეული პოტენციური დამნაშავის შესაბამისი წვლილის გამოსავლენად,
კოქსმა და დარტმუთის გეოლოგმა C. Brenhin Keller-მა გამოიყენეს
სტატისტიკური მოდელი, სახელწოდებით ,,მარკოვის ჯაჭვის“ მეთოდით
მიდგომა. ეს მიდგომა სისტემატურად ითვალისწინებს სხვადასხვა წყაროდან
მიღებული გაზის გამონაბოლქვის სხვადასხვა სცენარის ალბათობას, რაც
ემთხვევა შესაძლო ახსნებს, რადგან სიმულაციების შედეგები უფრო და უფრო
უახლოვდება გეოლოგიურ დაკვირვებებს.
კოქსის თქმით, მკვლევარების მიდგომას განსაკუთრებით ძლიერს ხდის ის, რომ
მათ გამოიყენეს 128 სხვადასხვა პროცესორი, სცენარების პარალელურად
სამუშაოდ. „ყველა მოდელის გაშვების ბოლოს თითოეულმა პროცესორმა შეადარა
საკუთარი შედეგები, ისევე როგორც კლასელები ადარებენ პასუხებს“.
პარალელურმა კვლევებმა ცხადყო, რომ გამოთვლებს, რომლებისთვისაც
სხვაგვარად ერთი წელი იქნებოდა საჭირო, მხოლოდ რამდენიმე დღე დასჭირდა.
დაკვირვებისთვის კოქსმა და კელერმა გამოიყენეს მონაცემები, რომლებიც
შეგროვდა ღრმა ზღვის ნალექებში გაბურღული სამი ბირთვიდან, თითოეული

წარმოქმნილი იყო 67-დან 65 მილიონამდე წლის წინ. ამ ნალექებში არის
ფორამინიფერები, ოკეანეში მცხოვრები მიკროორგანიზმები, რომელთა
კარბონატული გარსი შეიცავს ნახშირბადის და ჟანგბადის სხვადასხვა
იზოტოპებს ან ფორმებს. ნიჟარების ქიმიური სტრუქტურა აფიქსირებს ოკეანის
ქიმიურ შემადგენლობას მათი წარმოქმნის დროს და, შესაბამისად, შეიძლება
გამოყენებულ იქნას, როგორც მტკიცებულება წარსული გლობალური
ტემპერატურის დასადგენად, ასევე რამდენი არსება ხარობდა ოკეანეებში და
რამდენი ნახშირბადი მოძრაობდა ატმოსფეროს, ოკეანესა და მიწას შორის (SN:
1/16/20).
კომპიუტერულმა სიმულაციებმა დაადგინა, რომ მხოლოდ ვულკანებიდან
ატმოსფეროში გამოფრქვეული გაზის რაოდენობა საკმარისი იყო ტემპერატურისა
და ნახშირბადის ციკლის ცვლილებების ასახსნელად, რომელიც განისაზღვრა
ბურღილის ბირთვებში არსებული ფორამინიფერების მონაცემებით.
რაც შეეხება ასტეროიდის დარტყმას, რომელმაც ჩამოაყალიბა მასიური
ჩიქსულუბის კრატერი ახლანდელ მექსიკაში, მას სავარაუდოდ არ წარმოუქმნია
ნახშირორჟანგის ან გოგირდის დიოქსიდის დიდი ნაკადი, როგორც ანალიზმა
დაადგინა (SN: 1/25/17).
მაგრამ ბევრი მეცნიერი არ არის დარწმუნებული, რომ ეს აღმოჩენები იძლევა
საბოლოო პასუხს ამ გრძელვადიან, რთულ კითხვაზე. „ეს არის დახვეწილი გზა ამ
პრობლემის გადასაჭრელად“, აცხადებს სიერა პეტერსენი, გეოქიმიკოსი მიჩიგანის
უნივერსიტეტიდან ენ არბორში. ამ გზით მოდელირება „თავისუფლებას
გვანიჭებს ვიპოვოთ კონსენსუსი მრავალი პროქსი-ჩანაწერის გათვალისწინებით.
თუმცა, როგორც ნებისმიერ მოდელშია, შედეგი დამოკიდებულია შეტანილ
მონაცემზე (რესურსზე).”
პეტერსენი აღნიშნავს, რომ ფორამიფერას ნიჟარები არ წარმოადგენს უძველესი
ტემპერატურის იდეალურ მაჩვენებელს: ჟანგბადის იზოტოპის კოეფიციენტები
ფორამინიფერების ნიჟარებში შეიძლება შეიცვალოს არა მხოლოდ
ტემპერატურის, არამედ ზღვის წყლის შემადგენლობის გამო. პიტერსენის
თქმით, ტემპერატურის სხვადასხვა მაჩვენებელი სავარაუდოდ გამოიწვევს
მოდელებში გაზის გამოყოფის სხვადასხვა ნიმუშს.
რაც შეეხება მასობრივ გადაშენებაში დამნაშავეს, იგი დასძენს, რომ ,,თქმა იმისა,
რომ აღნიშნული კვლევის მიხედვით კრატერის ზემოქმედებამ არ გამოიწვია
გადაშენება, ნაჩქარევი იქნება. ვფიქრობ, რასაც კვლევები აჩვენებენ არის ის, რომ
ზემოქმედება სავარაუდოდ არ იყო დაკავშირებული [გაზის] დიდ გამოყოფასთან“.
თუმცა ასტეროიდს, მისი თქმით, მაინც შეეძლო სხვა მომაკვდინებელი გავლენის
მოხდენა პლანეტის გარემოზე.

მართლაც, „ჩიქსულუბზე ასტეროიდის ზემოქმედებამ გამოიწვია მრავალი
დამანგრეველი ეფექტი ამ კვლევაში შესწავლილი ნახშირორჟანგისა და
გოგირდის დიოქსიდის ემისიების მიღმა“, ამბობს კლეი ტაბორი, სტორსის
კონექტიკუტის უნივერსიტეტის პალეოკლიმატოლოგი.
მათ შორისაა ჭვარტლისა და მტვრის მასიური ღრუბლები, რომლებიც
წარმოიქმნენ დარტყმის გამო დაფხვნილი ქანებიდან, ამბობს ის. წინა კვლევებმა
აჩვენა, რომ ამ მტვერმა შეიძლება შეამცირა მზის შუქის რაოდენობა, რომელიც
დედამიწამდე აღწევს 20 პროცენტით, რამაც გამოიწვია ცივი ზამთარი, რომელმაც
სწრაფად გაანადგურა მცენარეები და გარემო (SN: 7/17/20).
უფრო მეტიც, ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ ასტეროიდის ზემოქმედებას არ
ჰქონია გრძელვადიანი გავლენა პლანეტის ნახშირბადის ციკლზე, ნახშირბადის
იზოტოპის მონაცემებზე დაყრდნობით, რომლებიც დაფიქსირებულია
ფორამინიფერების ნიჟარებში გადაშენების დროიდან მილიონი წლის
განმავლობაში. მაგრამ ამ ზემოქმედების დროს აღნიშნული არსებების სიმრავლე
მკვეთრად შემცირდა, ამბობს თაბორი. „ცვლილებების სწრაფი ტემპი, რომელიც
ჩიქსულუბის ზეგავლენითაა გამოწვეული, სავარაუდოდ, პასუხისმგებელია
სიცოცხლეზე ზემოქმედებაზე“.
”ბევრი გეოქიმიური ჩანაწერი, რომელიც მოიცავს [გადაშენების მოვლენას], ისევე
როგორც ამ მოდელირების სამუშაოს, სათანადოდ კარგად ვერ აღწერს
ჩიქსულუბის ზემოქმედებასთან დაკავშირებული ცვლილებების ტემპებს,” –
აცხადებს იგი. „შესაძლოა, დარტყმის შედეგად მნიშვნელოვნად ნაკლები CO2 და
SO2 წარმოიქმნა, ვიდრე დეკანის ვულკანების ამოფრქვევის შედეგად, მაგრამ ეს
მოხდა თითქმის მყისიერად“. ასე რომ, მაშინაც კი, თუ ასტეროიდის შეჯახებამ
მთლიანობაში ნაკლები აირები გამოუშვა, თაბორის თქმით, ამ გამოფრქვევის
სისწრაფე შესაძლებელია მაინც დამანგრეველი ყოფილიყო.

ავტორი: ქეროლაინ გრემლინგი
28 სექტემბერი, 2023

Leave a Reply

Как выбрать игровой автомат и играть на Вавада бесплатно. Вэлкомпак за активность, рейтинг лучших турниров. Программа лояльности, партнёрка, приложение для IOS и Android.

Что дает клиентам Вавада официальный Vavada casino. Как пройти регистрацию и вход, получить 100 фриспинов без депозита и выиграть машину. ТОП слотов, описание актуальных бонусов.