Skip to content Skip to sidebar Skip to footer

საქართველოს მთავრობასა და ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას
(CERN) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შესაბამის დოკუმენტს
ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა
და CERN-ის კვლევისა და ინფორმატიკის დირექტორმა იოახიმ იოსეფ მნიხმა
მოაწერეს.
მემორანდუმის თანახმად, მხარეები განახორციელებენ ერთობლივ გაცვლით
სამეცნიერო-კვლევით პროექტებს ქართველი მეცნიერებისა და მკვლევრებისთვის;
ჩატარდება კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები; ქართველ ინჟინრებს
შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ CERN-ის ექსპერიმენტულ კვლევით
პროექტებში და სხვა.
წყარო: https://mes.gov.ge/content.php?id=13448&lang=geo

Leave a Reply