Крупные выигрыши и хорошее настроение ждёт в casino Vavada! Для новых клиентов подготовлены специальные бонусы и условия – 100 бездепозитных спинов и 100% к первому депозиту. Заходи на лицензированный портал и поднимай кеш.

Skip to content Skip to sidebar Skip to footer

კოსმოსურმა ხომალდებმა მოინახულეს და გადაიღეს მთვარის სხვა შორეული მხარე,
მაგრამ რატომ ვერ ვხედავთ მას დედამიწიდან?

მთვარის მეორე ნაწილში არის უამრავი კრატერი და ნაკლები ბნელი ლაქები, ვიდრე იმ მხარეს,
რომელიც დედამიწისკენ არის მიმართული (NASA’s Scientific Visualization Studio).
ზოგიერთი ადამიანი ხედავს სახის გამოსახულებას მთვარეზე; სხვები ხედავენ
კურდღელს, ან გომბეშოს. მიუხედავად იმისა, თუ რას ხედავთ მთვარის
ზედაპირზე, ჩვენ ყველანი ვუყურებთ ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრის
ერთიდაიგივე მხარეს. მაშ, რატომ ვერ ვხედავთ მთვარის სხვა, მეორე მხარეს?
დედამიწიდან ჩანს, თითქოს მთვარე საერთოდ არ ბრუნავს, მაგრამ
სინამდვილეში ის ტრიალებს საკუთარ ღერძზე, ისევე როგორც დედამიწა.
მიუხედავად ამისა, მთვარე გრავიტაციის ძალით ,,მიბმულია“ ჩვენს
პლანეტასთან და მის გარშემო სინქრონულად მოძრაობს. ეს ნიშნავს, რომ
მთვარის ბრუნვას თავისი ღერძის გარშემო იმდენივე დრო სჭირდება, რამდენიც
მის ბრუნვას დედამიწის გარშემო – დაახლოებით ერთი თვე.

როტაციული პერიოდით ბრუნვა ხდება ორ ციურ სხეულს შორის გრავიტაციული
მიზიდულობის წყალობით. მთვარესა და დედამიწას შორის მიზიდულობა ორივე
სხეულის დეფორმირებას ახდენს და ოდნავ ჭიმავს მათ ერთმანეთისკენ,
ამერიკული ფეხბურთის ბურთის მსგავსად, თქვა NASA-ს გოდარდის კოსმოსური
ფრენის ცენტრის ოკეანოგრაფმა რობერტ ტაილერმა. „ეს იქნებოდა ფორმა,
რომელიც ყველა სითხის და მყარი სხეულის მყისიერად რეაგირების შედეგად
მიიღებოდა“, განუცხადა ტაილერმა Live Science-ს.
მაგრამ სითხეები და მყარი ნივთიერებები, რომლებიც ქმნიან როგორც მთვარეს,
ასევე დედამიწას, არ შეუძლიათ მყისიერად რეაგირება. როდესაც ორი სხეული
ერთმანეთს ჭიმავს, ისინი ქმნიან წინააღმდეგობას, რაც ანელებს ორივე ობიექტის
ბრუნვას. მაგალითად, „მთვარე იზიდავს ოკეანეს, ამიტომ ოკეანის ნაწილი
ცდილობს გავრცელდეს ისე, რომ იდეალურ შემთხვევაში შეიქმნას
ამობურცულობა, რომელიც ზუსტად მთვარის ქვეშ ჩერდება“, თქვა ტაილერმა.
მაგრამ „მოქცევა მიიწევს ზღვის ფსკერისკენ და ცდილობს კონტინენტების
შემოვლას“. მოქცევის გადაადგილებას ჩვენი პლანეტის გარშემო, მთვარის
მოძრაობის საპასუხოდ, დრო და ენერგია სჭირდება.
იგივე ხდება, როდესაც მთვარეზე კლდის ქანები დედამიწის მიზიდულობის
საპასუხოდ იცვლებიან. ,,კლდეები არ არის ელასტიური. როდესაც ისინი
მოიდრიკებიან, ენერგიის დახარჯვა მოხდება”, – განუცხადა Live Science-ს SETI
ინსტიტუტის ორბიტალურმა დინამიკოსმა მატია ჩუკმა. „ენერგია საიდღაციდან
უნდა მოდიოდეს, ამიტომ ის მოდის სხეულის ბრუნვისგან“.
მთვარის ბრუნვა დედამიწასთან შედარებით შენელდა. მთვარე ასევე ანელებს
დედამიწის ბრუნვას. ნახევარი მილიარდი წლის წინ დედამიწას შესაძლოა 21-
საათიანი დღე ჰქონოდა, თქვა ტაილერმა. მთვარეს საკმარისი დრო რომ ჰქონოდა,
საკმაოდ შეანელებდა ჩვენი პლანეტის ბრუნვას, მაგრამ ეს არ მოხდებოდა
მომდევნო 50 მილიარდი წლის განმავლობაში – მზის გარდაცვალებიდან დიდი
ხნის, დაახლოებით 5 მილიარდი წლის შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვერასოდეს დავინახავთ მთვარის მეორე მხარეს
უშუალოდ დედამიწიდან, კოსმოსურმა ხომალდებმა ის მაინც გადაიღეს.
საბჭოთა კოსმოსურმა ხომალდმა Luna 3-მა მთვარის შორეული მხარის პირველი
სურათები 1959 წელს გადაიღო. მას შემდეგ რამდენიმე სხვა კოსმოსურმა
ხომალდმა გადაიღო მთვარის აღნიშნული მხარის ფოტოები, მათ შორის NASA-ს
Lunar Reconnaissance Orbiter-მა და ჩინეთის Chang’e 4-მა, პირველმა კოსმოსურმა
ხომალდებმა, რომლებიც მთვარის მეორე მხარეს დაეშვნენ.

რამდენიმე კოსმოსური ხომალდი ეწვია მთვარის შორეულ მხარეს. (NASA/Goddard Space Flight
Center/Arizona State University).
გამოსახულებები აჩვენებს, რომ მთვარის მეორე შორეული მხარე დაფარულია
კრატერებით და აქვს ნაკლები დიდი, მუქი ლაქები, რომელსაც მარია ეწოდება
(ლათინური სიტყვა, რაც ზღვებს ნიშნავს), ვიდრე – ახლო მხარეს. მთვარის
შორეულ მხარეზე ნაკლები ზღვების არსებობის გამო, უფრო რთულია ისეთი
ფორმების გარჩევა, როგორიცაა სახე ან კურდღელი, მაგრამ სანახავი ჯერ კიდევ
ბევრია.

სტატიის ავტორი: Skyler Ware
იხილეთ სრულად : https://www.livescience.com/space/astronomy/why-cant-we-see-the-far-side-of-the-moon

Leave a Reply

Как выбрать игровой автомат и играть на Вавада бесплатно. Вэлкомпак за активность, рейтинг лучших турниров. Программа лояльности, партнёрка, приложение для IOS и Android.

Что дает клиентам Вавада официальный Vavada casino. Как пройти регистрацию и вход, получить 100 фриспинов без депозита и выиграть машину. ТОП слотов, описание актуальных бонусов.