Крупные выигрыши и хорошее настроение ждёт в casino Vavada! Для новых клиентов подготовлены специальные бонусы и условия – 100 бездепозитных спинов и 100% к первому депозиту. Заходи на лицензированный портал и поднимай кеш.

Skip to content Skip to sidebar Skip to footer

იმის მიხედვით, თუ საითკენ ვუყურებთ, სამყარო სხვადასხვა სიჩქარით ფართოვდება. ამჟამად, მეცნიერებმა ჯეიმს ვების და ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპების გამოყენებით დაადასტურეს, რომ დაკვირვების დროს არასწორი გაზომვა გამოირიცხა.

ასტრონომებმა გამოიყენეს ჯეიმს ვების და ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპები ფიზიკაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავსატეხის დასადასტურებლად, რომ სამყარო, როგორც ჩანს, ფართოვდება საოცრად განსხვავებული სიჩქარით, იმისდა მიხედვით, თუ რა მიმართულებით ვიყურებით. აღნიშნულ პრობლემას, რომელიც ცნობილია ჰაბლის დაძაბულობის სახელით, აქვს პოტენციალი, რომ მთლიანად შეცვალოს, ან თუნდაც სრულიად თავდაყირა დააყენოს კოსმოლოგია. 2019 წელს ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის გაზომვებმა დაადასტურა, რომ თავსატეხი რეალური იყო; 2023 წელს ჯეიმს უების კოსმოსური ტელესკოპის (JWST) კიდევ უფრო ზუსტმა გაზომვებმა უფრო განამტკიცა შეუსაბამობა.

ახლა, ერთად მომუშავე ორივე ტელესკოპის სამმაგმა შემოწმებამ, როგორც ჩანს, სამუდამოდ გამორიცხა ნებისმიერი გაზომვის შეცდომის შესაძლებლობა. კვლევა,რომელიც 6 თებერვალს გამოქვეყნდა Astrophysical Journal Letters-ში, ვარაუდობს, რომ შესაძლოა რაღაც არასწორი იყოს სამყაროს შესახებ ჩვენს აღქმაში.„გაზომვის შეცდომების უარყოფით, რჩება რეალური და ამაღელვებელი შესაძლებლობა, რომ ჩვენ არასწორად აღვიქვით სამყარო“, – თქვა თავის განცხადებაში კვლევის წამყვანმა ავტორმა, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფიზიკისა და ასტრონომიის პროფესორმა – ადამ რისმა.

რეისმა, სოლ პერლმატერმა და ბრაიან პ. შმიდტმა 2011 წელს მიიღეს ნობელის
პრემია ფიზიკაში, 1998 წელს ბნელი ენერგიის აღმოჩენისთვის, რომელიც
წარმოადგენს სამყაროს აჩქარებული გაფართოების გამომწვევ იდუმალ ძალას.
ამჟამად, არსებობს „ოქროს სტანდარტის“ ორი მეთოდი ჰაბლის მუდმივის
გასარკვევად – მნიშვნელობისა, რომელიც აღწერს სამყაროს გაფართოების
სიჩქარეს. პირველი მოიცავს კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) მცირე
რყევების შესწავლას – სამყაროს პირველი სინათლის უძველესი რელიქვიისა,
რომელიც დიდი აფეთქებიდან მხოლოდ 380 000 წლის შემდეგ წარმოიქმნა.

2009-დან 2013 წლამდე, ასტრონომებმა ევროპის კოსმოსური სააგენტოს პლანკის
თანამგზავრის გამოყენებით შეადგინეს მიკროტალღური ნისლის რუკა, რათა
დაედგინათ ჰაბლის მუდმივი სიჩქარე – დაახლოებით 46,200 მილი საათში

მილიონ სინათლის წელიწადში, ანუ დაახლოებით 67 კმ/წმ მეგაპარსეკში 
(კმ/წმ/მპკ).
მეორე მეთოდი იყენებს პულსირებულ ვარსკვლავებს, რომლებსაც ცეფეიდის
ცვლადები ეწოდება. ცეფეიდების ვარსკვლავები კვდებიან და ჰელიუმის გაზის
შემცველი მათი გარე ფენები იზრდებიან და იკუმშებიან, რადგან ისინი
შთანთქავენ და ათავისუფლებენ ვარსკვლავის გამოსხივებას, რაც პერიოდულად
იწვევს მათ ციმციმს, შორეული სასიგნალო ნათურების მსგავსად.
როდესაც ცეფეიდები უფრო კაშკაშა ხდებიან, ისინი უფრო ნელა პულსირებენ,
რაც ასტრონომებს საშუალებას აძლევს, გაზომონ მათი აბსოლუტური სიკაშკაშე.
მათ თავდაპირველ სიკაშკაშესთან შედარების საფუძველზე, ასტრონომებს
შეუძლიათ ცეფეიდები დაუკავშირონ ე. წ. ,,კოსმოსური მანძილის კიბეს”, რათა
უფრო ღრმად ჩაიხედონ სამყაროს წარსულში. ამ კიბის მეშვეობით, ასტრონომებს
შეუძლიათ იპოვონ მისი გაფართოების ზუსტი რიცხვი იმის მიხედვით, თუ
როგორ გაიწელა ცეფეიდების სინათლე, ან წითელ ფერში გადავიდა.
მაგრამ საიდუმლოც სწორედ აქ იწყება. რისისა და მისი კოლეგების მიერ
წარმოებული ცეფეიდის ცვლადი გაზომვების მიხედვით, სამყაროს გაფართოების
სიჩქარე დაახლოებით 74 კმ/წმ/მფკ-ს შეადგენს: ეს არის წარმოუდგენლად
მაღალი მნიშვნელობა პლანკის გაზომვებთან შედარებით. კოსმოლოგია
ამოუცნობ ტერიტორიაზე აღმოჩნდა.
„ჩვენ ამას უფრო კრიზისს დავარქმევდით, ვიდრე დაძაბულობას ან პრობლემას“,

  • განაცხადა ნობელის პრემიის ლაურეატმა ასტრონომმა – დევიდ გროსმა, 2019
    წლის კონფერენციაზე კალიფორნიის კავლის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტში
    (KITP).
    თავდაპირველად, ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობდა, რომ განსხვავება შეიძლება
    ყოფილიყო გაზომვის შეცდომის შედეგი, რომელიც გამოწვეულია ჰაბლის
    აპერტურაში ცეფეიდების სხვა ვარსკვლავებთან შერევით. მაგრამ 2023 წელს
    მკვლევარებმა გამოიყენეს უფრო ზუსტი JWST, რათა დაედასტურებინათ, რომ
    კოსმოსური კიბის პირველი რამდენიმე „საფეხურისთვის“ ჰაბლის გაზომვები
    სწორი იყო.
    ამ პრობლემის გადასაჭრელად რისი და მისი კოლეგები, წინა გაზომვებზე
    დაყრდნობით, დააკვირდნენ ცეფეიდის კიდევ 1000 ვარსკვლავს ხუთ მასპინძელ
    გალაქტიკაში, დედამიწიდან 130 მილიონი სინათლის წლის მანძილზე. ჰაბლის
    მონაცემებთან შედარების შემდეგ, ასტრონომებმა დაადასტურეს ჰაბლის
    მუდმივის წინა გაზომვები.
  • „ახლა ჩვენ განვიხილეთ ჰაბლის დაკვირვების მთელი დიაპაზონი და სრულიად
  • დარწმუნებით შეგვიძლია გამოვრიცხოთ გაზომვის შეცდომა, როგორც ჰაბლის
  • დაძაბულობის მიზეზი“, – თქვა რისმა. “ვებისა და ჰაბლის შერწყმა გვაძლევს
  • სამყაროს საუკეთესო სურათს. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ჰაბლის გაზომვები კვლავ
  • საიმედო რჩება, როცა ე. წ. კოსმოსური მანძილის კიბეზე უფრო შორს ავდივართ.”

    იხილეთ სრულად : https://www.livescience.com/space/cosmology/james-webb-telescope-confirms-there-is-

Leave a Reply

Как выбрать игровой автомат и играть на Вавада бесплатно. Вэлкомпак за активность, рейтинг лучших турниров. Программа лояльности, партнёрка, приложение для IOS и Android.

Что дает клиентам Вавада официальный Vavada casino. Как пройти регистрацию и вход, получить 100 фриспинов без депозита и выиграть машину. ТОП слотов, описание актуальных бонусов.