Крупные выигрыши и хорошее настроение ждёт в casino Vavada! Для новых клиентов подготовлены специальные бонусы и условия – 100 бездепозитных спинов и 100% к первому депозиту. Заходи на лицензированный портал и поднимай кеш.

Skip to content Skip to sidebar Skip to footer

Scientific American-სა და ჟურნალ American Anthropologist-ში
გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, პალეოლითის პერიოდში ქალებიც
მონადირეები იყვნენ.
ცნობილმა ნარატივმა, რომ კაცებს მონადირეების როლი ეკისრათ, ქალები კი
ძირითადად შემგროვებლები იყვნენ, გვაიძულა დაგვეჯერებინა, რომ როლები
სქესის მიხედვით იყო განსაზღვრული. ქალისა და მამაკაცის განსხვავებული ანატომია ხშირად ნადირობას ქალებისთვის რთულ ამოცანად აქცევდა.
შესაბამისად, ადამიანთა ევოლუციის განმავლობაში მონადირეების როლს
უპირატესად მამაკაცები ასრულებდნენ.
კაცების, როგორც მონადირეების და ქალების, როგორც შემგროვებლების თეორია
პირველად ცნობილი გახდა 1968 წელს, როდესაც ანთროპოლოგებმა რიჩარდ ბ. ლიმ
და ირვენ დევორმა გამოაქვეყნეს სამეცნიერო ნაშრომების კრებული – “Man the
Hunter” (მონადირე მამაკაცი), რომელიც სიმპოზიუმზე იყო წარმოდგენილი 1966
წელს. თუმცა, ნოტრ დამის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოიკვლიეს დაახლოებით
2,5 მილიონიდან 12000-მდე წლის წინანდელი პალეოლითის ეპოქის შრომის
დანაწილება სქესის მიხედვით. თანამედროვე არქეოლოგიური აღმოჩენებისა და
ლიტერატურის საფუძვლიანი შესწავლის შედეგად, მკვლევარებმა აღმოაჩინეს
გენდერული როლების ცნების შეზღუდული დასაბუთება.
გუნდმა ასევე დაწვრილებით შეისწავლა ქალის ფიზიოლოგია და დააფიქსირა, რომ
ქალები აჩვენებდნენ ნადირობისთვის შესაფერის ფიზიკურ შესაძლებლობებს და
გამოავლინა მწირი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებდნენ ნადირობის
საქმიანობიდან მათ გამორიცხვაზე.
მკვლევარებმა აღმოაჩინეს გენდერული თანასწორობის შემთხვევები უძველეს
არტეფაქტებში, დიეტურ პრაქტიკაში, მხატვრულ გამონათქვამებში, დაკრძალვის
წეს-ჩვეულებებში და ანატომიურ მახასიათებლებში. ,,მაგრამ, ჩვენს ხელთ
არსებული მტკიცებულებების მიხედვით, როგორც ჩანს, როლებში სქესობრივი
განსხვავებები თითქმის არ შეინიშნება”, – განაცხადა სარა ლეისიმ დელავერის
უნივერსიტეტიდან.
მკვლევარებს ასევე აინტერესებდათ, მამაკაცებსა და ქალებს შორის ანატომიური
და ფიზიოლოგიური განსხვავებები ზღუდავდა თუ არა ქალების ნადირობის
შესაძლებლობებს. მათმა გამოძიებამ აჩვენა, რომ მამაკაცებს ქალებთან შედარებით
უპირატესობა ჰქონდათ იმ საქმიანობებში, რომლებიც ითხოვდნენ სიჩქარეს და
ძალას, როგორიცაა სპრინტი და სროლა.
პირიქით, ქალები მამაკაცებთან შედარებით უპირატესობას ფლობდნენ იმ
საქმეებში, რაც მოითხოვს გამძლეობას, როგორიცაა შორ მანძილზე სირბილი. ამას
მხარს უჭერს ის ფაქტი, რომ ესტროგენს შეუძლია გაზარდოს ცხიმის
მეტაბოლიზმი, რაც კუნთებს უზრუნველყოფს ენერგიის ხანგრძლივი წყაროთი და
შეუძლია დაარეგულიროს კუნთების დაშლა, რითაც ხელს უშლის კუნთების განლევას. მეცნიერებმა აღმოაჩინეს ესტროგენის რეცეპტორები, პროტეინები,
რომლებიც მიმართავდნენ ჰორმონს სხეულის საჭირო ადგილას, ჯერ კიდევ 600
მილიონი წლის წინ.
„როდესაც ჩვენ უფრო ღრმად ვათვალიერებთ ანატომიას და თანამედროვე
ფიზიოლოგიას და შემდეგ რეალურად ვუყურებთ ძველი ადამიანების ჩონჩხის
ნაშთებს, ტრავმის ნიმუშებში არ არის განსხვავება მამაკაცებსა და ქალებს შორის,
რადგან ისინი ერთსა და იმავე აქტივობებს ასრულებენ“, – თქვა პროფესორმა
ლეისიმ.
კვლევა ასკვნის, რომ 3 მილიონი წლის განმავლობაში ქალები და მამაკაცები მეტ-
ნაკლებად მონაწილეობდნენ თავიანთი თემისთვის საარსებო წყაროს
შეგროვებაში, ხორცზე და ნადირობაზე კი ორივე სქესი ერთნაირად იყო
დამოკიდებული.

Leave a Reply

Как выбрать игровой автомат и играть на Вавада бесплатно. Вэлкомпак за активность, рейтинг лучших турниров. Программа лояльности, партнёрка, приложение для IOS и Android.

Что дает клиентам Вавада официальный Vavada casino. Как пройти регистрацию и вход, получить 100 фриспинов без депозита и выиграть машину. ТОП слотов, описание актуальных бонусов.