Крупные выигрыши и хорошее настроение ждёт в casino Vavada! Для новых клиентов подготовлены специальные бонусы и условия – 100 бездепозитных спинов и 100% к первому депозиту. Заходи на лицензированный портал и поднимай кеш.

Skip to content Skip to sidebar Skip to footer

უძველესი ვარსკვლავთა ჯგუფის – M92-ს ასაკის დადგენა დაგეხმარებათ,
ამოხსნათ თავსატეხი კოსმოსური ევოლუციის შესახებ
ავტორი: Lisa Grossman
23 ივნისი, 2023წ.
სამყაროს ერთ-ერთი უძველესი ცნობილი ობიექტი ირმის ნახტომის გარშემო
ხეტიალობს.
ვარსკვლავური ჯგუფი – M92, ვარსკვლავების მჭიდროდ შეკრული ბურთი,
დედამიწიდან დაახლოებით 27000 სინათლის წლის მანძილზეა და დაახლოებით
13,8 მილიარდი წლისაა, იტყობინებიან მკვლევარები 3 ივნისს arXiv.org-ზე
წარმოდგენილ ნაშრომში. ამჯერად დაზუსტებული ასაკის მიხედვით,
ვარსკვლავების ეს ჯგუფი თითქმის სამყაროს ხნისაა.

M92-ის მსგავსი კლასტერების ასაკის დაზუსტებას შეუძლია განსაზღვროს თავად
სამყაროს ასაკი. მას ასევე შეუძლია ხელი შეუწყოს კოსმოსური თავსატეხების
ამოხსნას იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდა სამყარო.
ვარსკვლავთა კლასტერების ასაკი “სამყაროს ასაკის ზღვარზეა, როგორც ამას სხვა
ჯგუფები აფასებენ”, – ამბობს ასტრონომი მარტინ იინგი დარტმუთის
კოლეჯიდან. „ის გვეხმარება სამყაროს ასაკის ქვედა ზღვარის დადგენაში. ჩვენ არ
ველით იმის დადგენას, რომ M92 გაჩნდა სამყაროს შექმნამდე, ასე არ არის?
ბურთის ფორმის ვარსკვლავთა ჯგუფი – M92, არის ვარსკვლავების მჭიდრო
კვანძები, რომლებიც, როგორც ვარაუდობენ, ყველა ერთდროულად ჩამოყალიბდა.
ეს ასტრონომებს უადვილებს ვარსკვლავების ასაკის დადგენას (SN: 7/23/21).
სხვადასხვა მასით დაბადებულ ვარსკვლავებს განსხვავებული ბედი აქვთ:
მსხვილი ვარსკვლავები სწრაფად ხარჯავენ საწვავს და კვდებიან ახალგაზრდები,
ხოლო უფრო პატარები დიდხანს ძლებენ. იმის გარკვევა, თუ რამდენი
ვარსკვლავი დაბერდა ვარსკვლავთა ჯგუფიდან უმეტესწილად საწვავის წვის
პერიოდში, იძლევა იმის წარმოდგენას, თუ როდის გაჩნდა მთელი ჯგუფი.
მაგრამ ეს შეფასებები ეყრდნობა ვარაუდებს, თუ როგორ ფუნქციონირებს
ვარსკვლავური ევოლუცია. Ying-ს და კოლეგებს სურდათ ეპოვათ ასაკობრივი
საზომი, რომელიც გვერდს აუვლიდა ამ ვარაუდებს.
კომპიუტერის გამოყენებით მეცნიერთა გუნდმა შექმნა M92-ის 20000
ხელოვნური ვარსკვლავური პოპულაცია, რომელთაგან თითოეული მათგანი
ვარსკვლავური ჯგუფის შესაძლო ასაკს შეესაბამება. შემდეგ ჰაბლის კოსმოსური
ტელესკოპის მეშვეობით შეადარეს თითოეული ჯგუფის ფერები და სიკაშკაშე და
გამოთვალეს მათი სავარაუდო ასაკი.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასტრონომებმა M92-ის ასაკი გაზომეს,
მაგრამ წინა შეფასებები ეყრდნობოდა ვარსკვლავების მხოლოდ ერთ ხელოვნურ
ჯგუფს. ათასობით მათგანის შედარებამ შეამცირა გაურკვევლობა თითოეულ
მათგანში გამოვლენილი ვარაუდებით. ახალმა ტექნიკამ კლასტერის ასაკის
გაურკვევლობა დაახლოებით 50 პროცენტით შეამცირა, როგორც იინგი აცხადებს.
ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ კლასტერი 13,8 მილიარდი წლისაა, 750 მილიონი წლით
მეტი, ან ნაკლები. ეს საოცრად ახლოსაა სამყაროს ასაკის უზუსტეს
შეფასებასთან: 13,8 მილიარდი წელზე სულ მცირედით მეტი ხნის, პლუს-მინუს
24 მილიონი წელი, პლანკის თანამგზავრის მიერ დიდი აფეთქების შემდეგ
გამოსხივებული პირველი სინათლის გაზომვის მიხედვით (SN: 12/20/). 13).
M92 – ვარსკვლავთა ჯგუფის ასაკი მნიშვნელოვანია ნაწილობრივ იმის გამო, რომ
იზრდება დაძაბულობა სამყარო სწრაფ ზრდასთან დაკავშირებით. ასტრონომებმა

1990-იანი წლებიდან იცოდნენ, რომ სამყარო ფართოვდება მუდმივად მზარდი
ტემპით, იდუმალი ენერგიის წყალობით, რომელსაც ბნელი ენერგია ჰქვია (SN:
8/25/22). მაგრამ გაფართოების სიჩქარის ბოლო გაზომვის შედეგები და ციფრი,
რომელსაც ჰაბლის მუდმივა ეწოდება, არ ეთანხმება ერთმანეთს (SN: 7/30/19).
ამ დაძაბულობის გადაჭრის ერთ-ერთი გზა არის სამყაროს განსხვავებული ასაკის
მიღება, ამბობს კოსმოლოგი და კვლევის თანაავტორი მაიკ ბოილან-კოლჩინი
ტეხასის უნივერსიტეტიდან.
„ჩვენ ხშირად ვფიქრობთ ამაზე, როგორც მოსეზე, რომელიც ჩამოვიდა სინაის
მთიდან, ხოლო რაღაც დაფებზე დაწერილი იყო „13,8 მილიარდი წელი“, მაგრამ ეს
მთლად ასე არ არის“, – აცხადებს იგი. „თუ ვინმე სერიოზულად აღიქვამს ,,ჰაბლის
დაძაბულობას”, მაშინ ასევე უნდა ითქვას, რომ სამყაროს ასაკი არც ისე კარგად
ვიცით“.
სწორედ აქ გვეხმარება M92. სანამ კოსმოსური ხომალდი გაზომავდა კოსმოსის
ადრეულ შუქს, გლობულური გროვის ასაკი საუკეთესო გზა იყო სამყაროს ასაკის
გასარკვევად. ეს პრაქტიკა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოდიდან
გამოვიდა, ამბობს ჩიკაგოს უნივერსიტეტის კოსმოლოგი ვენდი ფრიდმანი,
რომელიც არ იყო ჩართული ახალ სამუშაოში.
მაგრამ კომპიუტერების განვითარების, თეორიისა და M92-ის მსგავს
კლასტერებამდე მანძილების გაზომვის გაუმჯობესების გამო ღირს კვლავ ცდა.
„ჰაბლის დაძაბულობა თავისთავად მართლაც რთული გამოწვევაა“, ამბობს
ფრიდმანი. მხოლოდ ეს გაზომვა არ არის საკმარისად ზუსტი იმისათვის, რომ
მოხსნას დებატები. მაგრამ “რაც მეტი სახის შეზღუდვები გვაქვს, მით უკეთესი”, –
ამბობს ის. ”ეს აჩვენებს გზას მომავლისთვის.”

წყარო: ScienceNews.

Leave a Reply

Как выбрать игровой автомат и играть на Вавада бесплатно. Вэлкомпак за активность, рейтинг лучших турниров. Программа лояльности, партнёрка, приложение для IOS и Android.

Что дает клиентам Вавада официальный Vavada casino. Как пройти регистрацию и вход, получить 100 фриспинов без депозита и выиграть машину. ТОП слотов, описание актуальных бонусов.