Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, 6 ნოემბერს, ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – ქართულ-გერმნული ლიტერატურული და კულტურული ურთიერთობები: ისტორია და პერსპექტივები გაიმართა.

კონფერენცია მიეძღვნა საქართველოსა და გერმანულენოვან სამყაროს შორის არსებულ მრავალმხრივი აკადემიური და კულტურული ურთიერთობების კვლევას, მათი ისტორიული განვითარების გააზრებასა და თანამედროვე სამეცნიერო პერსპექტივებს.

ლიტერატურის სექცია ატარებს ცნობილი ქართველი გერმანისტისა და მთარგმნელის, რევაზ (ბუბა) ყარალაშვილის სახელს, რითაც პატივს მიაგებს მის განსაკუთრებულ წვლილს ქართულ-გერმანული კულტურული და სამეცნიერო ურთიერთობების განვითარებაში.

წლევანდელი კონფერენცია მიეძღვნა ორ გამოჩენილი მეცნიერს – ივანე ჯავახიშვილსა და ადოლფ ფონ ჰარნაკს. 2026 წელს აღინიშნება ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150-ე და ადოლფ ფონ ჰარნაკის – 175-ე წელი. ორივე მეცნიერმა განსაკუთრებული კვალი დატოვა ქართულ-გერმანული ურთიერთობების  განვითარებაში.

კონფერენციაში მონაწილეობა შეეძლოთ უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულებების აკადემიურ პერსონალს, დოქტორანტებს, ახალგაზრდა მეცნიერებს (მკვლევრებს, რომელთაც დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი მიენიჭა 2019 წლის შემდეგ).