Крупные выигрыши и хорошее настроение ждёт в casino Vavada! Для новых клиентов подготовлены специальные бонусы и условия – 100 бездепозитных спинов и 100% к первому депозиту. Заходи на лицензированный портал и поднимай кеш.

Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ირმის ნახტომის ცენტრიდან წამოსული განმეორებითი სიგნალები შესაძლებელია უცხოპლანეტელების მოსალმება იყოს, როგორც ახალი კვლევა ამტკიცებს.

არამიწიერი სიცოცხლის ახალი ძიების ფარგლებში მეცნიერებს
მოუწევთ, უფრო ღრმად – ჩვენი გალაქტიკის ცენტრისკენ მიმართონ
ყურადღება.

ჰიპოთეტური უცხოპლანეტელი ხომალდი კოსმოსში რადიოსიგნალებს გადასცემს. მეცნიერები
ნადირობენ მსგავს სიგნალებზე.

შესაძლებელია თუ არა ზეგანვითარებული უცხოპლანეტელები იმალებოდნენ
ირმის ნახტომის ცენტრში?
არამიწიერი სიცოცხლის ახალი ძიება მიზნად ისახავს ამ საკითხის გარკვევას, რაც
შესაძლებელია ჩვენი გალაქტიკის ცენტრიდან წამოსული რადიო იმპულსების
მოსმენით. ვიწრო სიხშირის იმპულსებს ბუნებრივად ასხივებენ ვარსკვლავები,
რომლებსაც პულსარები ჰქვია, თუმცა მათ ასევე გამიზნულად იყენებენ
ადამიანები ტექნოლოგიაში, როგორიცაა მაგ. რადარი. იმის გამო, რომ ეს
იმპულსები გამოირჩევიან კოსმოსის რადიო ხმაურის ფონზე, ისინი შორ
მანძილზე კომუნიკაციის ეფექტური საშუალება და მოსასმენად მიმზიდველი
სამიზნეა უცხო ცივილიზაციების ძიებისას.

მეცნიერებმა უცხოპლანეტელებზე ნადირობის სტრატეგია აღწერეს ახალ
კვლევაში, რომელიც გამოქვეყნდა 30 მაისს The Astronomical Journal-ში.
მკვლევარებმა, კორნელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული სტუდენტის –
აკშაი სურეშის ხელმძღვანელობით, შეიმუშავეს პროგრამული უზრუნველყოფა
ამ განმეორებადი სიხშირის შაბლონების აღმოსაჩენად და გამოსცადეს იგი უკვე
ცნობილ პულსარებზე, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ მას შეეძლო დაეჭირა
ვიწრო სიხშირეები. აღნიშნული სიხშირის დიაპაზონები ძალიან მცირეა,
ჩვეულებრივი FM რადიოსადგურის მიერ გამოყენებული სიხშირეების სიგანის
დაახლოებით მეათედს წარმოადგენს. შემდეგ მკვლევარებმა ამ მეთოდის
გამოყენებით მოძებნეს დასავლეთ ვირჯინიის Green Bank Telescope-ის
მონაცემები.
„აქამდე, რადიო SETI, თავის ძალისხმევას, ძირითადად, უწყვეტი სიგნალების
ძიებაზე ხარჯავდა“, – განაცხადა კვლევის თანაავტორმა ვიშალ გაჯარმა SETI
ინსტიტუტიდან – არაკომერციული ორგანიზაციიდან, რომლის საქმიანობაც
უკავშირდება სამყაროში არამიწიერი სიცოცხლის ძიებას. “ჩვენი კვლევა ნათელს
ჰფენს რიგი იმპულსების საოცარ ენერგოეფექტურობას, როგორც
ვარსკვლავთშორისი კომუნიკაციის საშუალებას უზარმაზარ დისტანციებზე.
აღსანიშნავია, რომ ეს კვლევა არის პირველი ყოვლისმომცველი მცდელობა ამ
სიგნალების სიღრმისეულად მოსაძიებლად.”
მკვლევარები უსმენენ ირმის ნახტომის შუაგულს, რადგან ის მკვრივია და
ვარსკვლავებითა და პოტენციურად სიცოცხლისუნარიანი ეგზოპლანეტებითაა
მოცული. უფრო მეტიც, თუ ირმის ნახტომის ცენტრში მყოფ არამიწიერ
ზეგანვითარებულ უცხოპლანეტელებს სურდათ გალაქტიკის დანარჩენ
ნაწილთან მიღწევა, მათ შეეძლოთ სიგნალების გაგზავნა პლანეტების ფართო
სპექტრზე, გალაქტიკის ცენტრში მათი პრივილეგირებული პოზიციის
გათვალისწინებით. ვიწრო გამტარუნარიანობის და განმეორებითი შაბლონების
გამოყენება უცხოპლანეტელებისთვის საკუთარი თავის გამოვლენის მთავარი
გზაა, რადგან ასეთი კომბინაცია წარმოუდგენელია, რომ ბუნებრივად მოხდეს,
თქვა ცალკე განცხადებაში კვლევის თანაავტორმა სტივ კროფტმა, Breakthrough
Listen პროგრამის მონაწილე მეცნიერმა.
აღნიშნული მეთოდი იყენებს ალგორითმს, რომელსაც შეუძლია მოძებნოს 1,5
მილიონი ტელესკოპის მონაცემთა ნიმუშები 30 წუთში. მიუხედავად იმისა, რომ
მკვლევარებმა პირველი ძიებისას ვერ იპოვეს რაიმე დამაჯერებელი ნიშანი, ისინი
ამბობენ, რომ ალგორითმის სიჩქარე მომავალში ძიების გაუმჯობესებას შეუწყობს
ხელს.

„Breakthrough Listen აგროვებს უზარმაზარი მოცულობის მონაცემებს და აქშაის
ტექნიკა გვთავაზობს ახალ მეთოდს, რომელიც დაგვეხმარება ამ ,,თივის გროვაში
ნემსების მოძიებაში“. ყოველივე ამან შეიძლება მოგვაწოდოს ზეგანვითარებული
არამიწიერი სიცოცხლის ფორმების ამაღელვებელი მტკიცებულება“, – განაცხადა
კროფტმა.

წყარო livescience.com

Leave a Reply

Как выбрать игровой автомат и играть на Вавада бесплатно. Вэлкомпак за активность, рейтинг лучших турниров. Программа лояльности, партнёрка, приложение для IOS и Android.

Что дает клиентам Вавада официальный Vavada casino. Как пройти регистрацию и вход, получить 100 фриспинов без депозита и выиграть машину. ТОП слотов, описание актуальных бонусов.