Крупные выигрыши и хорошее настроение ждёт в casino Vavada! Для новых клиентов подготовлены специальные бонусы и условия – 100 бездепозитных спинов и 100% к первому депозиту. Заходи на лицензированный портал и поднимай кеш.

Skip to content Skip to sidebar Skip to footer

კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გააერთიანეს ფსიქიატრიული ონლაინ შეფასება
და სისხლის ანალიზი ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზის დასაზუსტებლად. ეს
ინოვაციური მიდგომა, ბიპოლარული აშლილობისა და დიდი დეპრესიული აშლილობის
დიფერენცირების მიზნით, იყენებს ბიომარკერებს, რაც აგვარებს საყოველთაოდ
გავრცელებული არასწორი დიაგნოზირების პრობლემას. კვლევა ხაზს უსვამს სისხლის
ანალიზის პოტენციალს, დააჩქაროს და დახვეწოს დიაგნოსტიკური პროცესი, რაც გვთავაზობს
პერსპექტიულ ინსტრუმენტს ფსიქიკური ჯანმრთელობის დიაგნოსტიკაში.
კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეიმუშავეს ახალი მიდგომა
ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზის დასაზუსტებლად. ეს მეთოდი აერთიანებს
ონლაინ ფსიქიატრიულ შეფასებას და სისხლის ანალიზს, რათა აღმოაჩინოს
ფსიქიკურ აშლილობასთან დაკავშირებული ბიომარკერები.
მკვლევარები ამბობენ, რომ სისხლის ანალიზს დამოუკიდებლად შეუძლია
ბიპოლარული აშლილობის მქონე 30%-მდე პაციენტის დიაგნოსტირება, მაგრამ
კიდევ უფრო ეფექტურია ფსიქიკური ჯანმრთელობის ციფრულ შეფასებასთან
კომბინაციაში.

ბიომარკერების ტესტირების ჩართვა შეიძლება დაეხმაროს ექიმებს, განასხვავონ
დიდი დეპრესიული აშლილობა და ბიპოლარული აშლილობა, რომლებსაც აქვთ
მსგავსი სიმპტომები, მაგრამ საჭიროებენ განსხვავებულ ფარმაკოლოგიურ
მკურნალობას.
მიუხედავად იმისა, რომ სისხლის ანალიზი ჯერ ისევ კონცეფციის
მტკიცებულებას წარმოადგენს, მკვლევარები ამბობენ, რომ ის შეიძლება იყოს
ეფექტური დანამატი არსებული ფსიქიატრიული დიაგნოზისთვის, რაც
დაეხმარება მკვლევარებს ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის
ბიოლოგიური წარმოშობის გაგებაში. შედეგები წარმოდგენილია ჟურნალში –
“JAMA Psychiatry”.

ბიპოლარული აშლილობის დიაგნოსტირების გამოწვევა
ბიპოლარული აშლილობა აწუხებს მოსახლეობის დაახლოებით ერთ პროცენტს –
დაახლოებით 80 მილიონ ადამიანს მთელ მსოფლიოში – მაგრამ პაციენტების
თითქმის 40%-ში არასწორად არის დიაგნოზირებული, როგორც დიდი
დეპრესიული აშლილობა.
„ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანებს აქვთ პერიოდები, როდესაც ცუდ
ხასიათზე, ან პირიქით – ძალიან ამაღლებულ განწყობაზე არიან, ან სულაც მანიით
არიან შეპყრობილები“, – განაცხადა პირველმა ავტორმა დოქტორ ჯაკუბ
ტომასიკმა, კემბრიჯის ქიმიური ინჟინერიისა და ბიოტექნოლოგიის
დეპარტამენტიდან. ,,მაგრამ პაციენტები ხშირად მიმართავენ ექიმს მხოლოდ
მაშინ, როდესაც ცუდ განწყობაზე არიან, რის გამოც ბიპოლარული აშლილობა
ხშირად არასწორად არის დიაგნოზირებული, როგორც დიდი დეპრესიული
აშლილობა.”
„როდესაც ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანი დაქვეითებულ გუნება-
განწყობაზეა, ექიმის აზრით, მისი მდგომარეობა შეიძლება ძალიან ჰგავდეს დიდ
დეპრესიულ აშლილობას“, – თქვა პროფესორმა საბინე ბანმა, რომელიც
ხელმძღვანელობდა კვლევას. „თუმცა, ამ ორ მდგომარეობასთან საჭიროა
განსხვავებული მიდგომა: თუ ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანს
დაუნიშნავენ ანტიდეპრესანტებს განწყობის სტაბილიზატორის დამატების
გარეშე, ეს შეიძლება გახდეს მანიაკალური ეპიზოდის მაპროვოცირებელი.
ყველაზე ეფექტური გზა ბიპოლარული აშლილობის ზუსტი დიაგნოზის
დასადგენად არის სრული ფსიქიატრიული შეფასება. თუმცა, პაციენტები ხშირად

დიდხანს ელოდებიან მის შედეგებს, რადგან აღნიშნული შეფასებების წარმოებას
დრო სჭირდება.
„ფსიქიატრიული შეფასებები ძალზე ეფექტურია, მაგრამ ბიპოლარული
აშლილობის დიაგნოსტიკამ სისხლის მარტივი ანალიზით შეიძლება
უზრუნველყოს ის გარემოება, რომ პაციენტებმა პირველად მიიღონ სწორი
მკურნალობა, რაც შეამსუბუქებს დატვირთვას სამედიცინო პერსონალზე“, –
განაცხადა ტომასიკმა.

კვლევის მეთოდოლოგია და შედეგები
მკვლევარებმა გამოიყენეს დიდ ბრიტანეთში 2018 და 2020 წლებში ჩატარებული
დელტას კვლევის ნიმუშები და მონაცემები ბიპოლარული აშლილობის
გამოსავლენად პაციენტებში, რომლებსაც წინა ხუთი წლის განმავლობაში
დაუდგინდათ ძირითადი დეპრესიული აშლილობის დიაგნოზი და მიმდინარე
პერიოდში აღენიშნებოდათ დეპრესიის სიმპტომები. მონაწილეები
დაკომპლექტდნენ ონლაინ რეჟიმში ნებაყოფლობითი პასუხების შერჩევის გზით.
კვლევისთვის 3000-ზე მეტი მონაწილე შეირჩა და თითოეულმა მათგანმა გაიარა
ფსიქიკური ჯანმრთელობის ონლაინ შეფასება, რომელიც 600-ზე მეტი
კითხვისგან შედგებოდა. შეფასება მოიცავდა თემების მთელ რიგს, რომლებიც
შესაძლოა დაკავშირებული იყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის აშლილობასთან,
მათ შორის წარსულის ან მიმდინარე პერიოდის დეპრესიულ ეპიზოდებთან,
გენერალიზებულ შფოთვით აშლილობასთან, მანიის სიმპტომებთან, ოჯახურ
ისტორიასთან ან ფსიქოტროპული მედიკამენტების მიღებასთან.
მონაწილეთაგან, რომლებმაც გაიარეს ონლაინ შეფასება, დაახლოებით 1000
შეირჩა, რომლებსაც უნდა გაეგზავნათ თითიდან აღებული გამომშრალი სისხლის
ნიმუში, რომელიც მკვლევარებმა მასის სპექტრომეტრის გამოყენებით შეამოწმეს
600-ზე მეტ სხვადასხვა მეტაბოლიტზე. საერთაშორისო კომპლექსური
დიაგნოსტიკური ინტერვიუს დასრულების შემდეგ, რომლის დროსაც
გამოყენებულ იქნა სრულად სტრუქტურირებული და დადასტურებული
დიაგნოსტიკური ინსტრუმენტი გუნება-განწყობის აშლილობის დიაგნოზის
დასადგენად, კვლევაში ჩაერთო 241 მონაწილე.
მონაცემთა ანალიზმა აჩვენა ბიპოლარული აშლილობის მნიშვნელოვანი
ბიომარკერული სიგნალი, ისეთი დამაბნეველი ფაქტორების აღრიცხვის შემდეგაც
კი, როგორებიცაა მედიკამენტები. იდენტიფიცირებული ბიომარკერები,
უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებული იყო მანიაკალურ სიმპტომებთან და

დადასტურდა პაციენტების ცალკეულ ჯგუფში, რომლებსაც დაუდგინდათ დიდი
დეპრესიული აშლილობის ან ბიპოლარული აშლილობის ახალი კლინიკური
დიაგნოზი კვლევის შემდგომი ერთწლიანი პერიოდის განმავლობაში.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ პაციენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და
ბიომარკერის ტესტის ერთობლიობამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა
დიაგნოსტიკური შედეგები ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანებში,
განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომელთა დიაგნოზიც არ იყო გარკვეული.
,,ონლაინ შეფასება უფრო ეფექტური იყო მთლიანობაში, მაგრამ ბიომარკერის
ტესტი ბევრად უფრო სწრაფი და ეფექტურია”, – თქვა ბაჰნმა. ,,ორივე მიდგომის
კომბინაცია იდეალური იქნებოდა, რადგან ისინი ერთმანეთს ავსებენ.”
ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ზოგიერთმა პაციენტმა უპირატესობა მიანიჭა
ბიომარკერის ტესტს, რადგან ეს იყო ობიექტური შედეგი, რომლის დანახვაც მათ
შეეძლოთ“, – განაცხადა ტომასიკმა. „ფსიქიკურ დაავადებას აქვს ბიოლოგიური
საფუძველი და მნიშვნელოვანია პაციენტებმა იცოდნენ, რომ ის მათ გონებაში არ
არის. ეს არის დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს სხეულზე, როგორც სხვა
ნებისმიერი.”
„ბიომარკერების დიაგნოსტიკური შესაძლებლობების გარდა, ისინი ასევე
შეიძლება გამოყენებულ იქნას განწყობის აშლილობის სამკურნალო პოტენციური
სამიზნე მედიკამენტების იდენტიფიცირებისთვის, რამაც შეიძლება განაპირობოს
უკეთესი მკურნალობა. მართლაც ამაღელვებელი დროა, რადგან ამ დარგში
კვლევას ვაწარმოებთ”- განაცხადა ბაჰნმა.

იხილეთ სრულად https://scitechdaily.com/new-cambridge-research-simple-blood-test-can-help-diagnose-bipolar-disorder/

Leave a Reply

Как выбрать игровой автомат и играть на Вавада бесплатно. Вэлкомпак за активность, рейтинг лучших турниров. Программа лояльности, партнёрка, приложение для IOS и Android.

Что дает клиентам Вавада официальный Vavada casino. Как пройти регистрацию и вход, получить 100 фриспинов без депозита и выиграть машину. ТОП слотов, описание актуальных бонусов.