Skip to content Skip to sidebar Skip to footer

მზე ყველაზე ახლოდან – მსოფლიოში უძლიერესი ტელესკოპის დახმარებით, მეცნიერება მზის აქამდე უცნობი დეტალები აღბეჭდეს.  ინუეის ტელესკოპის მაღალი რეზოლუციის გამოსახულებით, შესაძლებელი გახდა დედამიწის მნათობზე მიმდინარე აქტივობებზე დაკვირვება, რამაც ცხადყო, რომ მზის ზედაპირზე რეგულარულად გენერირდება გრიგალური სტრუქტურები, რასაც კელვინ-ჰელმჰოლცის არასტაბილურობა ეწოდება.

ეს მოძრაობა მორევს ჰგავს და ქმნის კოსმოსურ ამინდს, რომელსაც დედამიწის ელექტროქსელებისა თანამგზავრების დაზიანება შეულიძლია, მეტიც , ასტრონავტების ჯანმრთელობაზეც კი აქვს გავლენა. კოსმოსური ამინდის წინასარმეტყველებისთვის კი მზის ფიზიკური ბუნების უმცირეს დეტალებამდე შესწავლაა საჭირო.

7fd59800 90de 11f1 bad1 37f8e0c246e3.jpg

ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული ამ კვლევის თანაავტორი ქართველი ასტროფიზიკოსი, აშშ-ის მზის ეროვნული ობსერვატორიის (NSO) თანამშრომელი დავით ქურიძეა.

მკვკევრის განამრტებით, მზის ზედაპირზე გენერირებული გრიგალისებრი სტრუქტურები მაგნიტურ ენერგიას წარმოქმნის და მასშტაბურ აფეთქებებს იწვევს.

პარალელურად, NSO-ს კიდევ ერთმა მკვლევარმა, დოქტორმა ფრიდრიხ ვოგერმა განაცხადა, რომ მზის ზედაპირზე ამ მოვლენის აღმოჩენამ არა მხოლოდ კოსმოსური ამინდის დინამიკა ახსნა, არამედ ისიც, თუ რატომ არის ამ ვარსკვავის ზედაპირი ასე ცხელი.

ცნობისთვის, ინუიეს მზის ტელესკოპი ჰავაიზე მდებარეობს, იქ სადაც ლურჯი ცა მტვრისგან გაწმენდილია.