Skip to content Skip to sidebar Skip to footer

7 სექტემბერი ლურჯი ცისა და სუფთა ჰაერის საერთაშორისო დღეა, რომელიც ალაგ-ალაგ ლურჯი ცით, სმოგითა და საზოგადოებრივი  პასუხისმგებლობებითაა სავსე.

გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის წლევანდელი კამპანია კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის ეკონომიკურ სარგებელს ეხმიანება, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ეკონომიკურ კეთილდღეობის გაუმჯობესების გზაზე გადის. ლოზუნგიც შესაბამისია – მოქმედება სუფთა ჰაერისთვის, ჯანმრთელი სიცოცხლისა და კეთილდღეობისთვის.

2025 წლის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურება 6.4 მილიონი ნაადრევი სიკვდილის გამომწვევი გახდა. საყოფაცხოვრებო ჰაერის დაბინძურებამ კი დამატებით  2 მილიონამდე ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, რომელთაგან 300 000 არასრულწლოვანი იყო.

გასულ წელს 5.5 მილიონამდე ბავშვთა ასთმის ახალი შემთხვევაც გამოვლინდა. თითქმის დადასტურებულია, რომ დაბინძურებული ჰაერს გულის შეტევის, ფილტვის დაზიანების, დიაბეტის,  ინსულტისა და  ფილტვის კიბოს რისკსაც ზრდის. ბოლო დროს კი ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას დემენციის ახალი შემთხვევებსაც უკავშირებენ.

კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევების თანახმად, წვრილი მყარი ნაწილაკებით (PM2.5) ჰაერის დაბინძურება თავის ტვინისა და კოგნიტიური ფუნქციის დარღვევას იწვევს, თუმცა საერთაშორისო  კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები, რომლებიც თავის ტვინის ფუნქციის დარღვევასა და დაბინძურებულ ჰაერს შორის უტყუარ კავშირს დაადასტურებს, ჯერ კიდევ მწირია.

ამისთვის თმის ღერი უნდა წარმოიდგინოთ, რომელიც ზომაში 20-ჯერ მცირეა. ეს პატარა ნაწილაკი სატრანსპორტო საშუალებებისა და ელექტროსადგურების გამონაბოლქვის შედეგად წარმოიქმნება, 2,5 მიკრომეტრზე ნაკლებია და ადამიანის ორგანიზმში სასუნთქი გზების ანომალიებს, ნეიროდეგენერაციულ დაავადებებსა და კოგნიტური  ფუნქციების შეუქცევად რღვევას იწვევს.

მოზარდობის პერიოდი ტვინის განვითარების კრიტიკული ეტაპია, რომელიც თეთრი ნივთიერების (WM) მომწიფების დაჩქარებული პროცესითა და ქსოვილის მიკროსტრუქტურული ცვლილებებით ხასიათდება. სწორედ ამიტომ, PM2.5-ის ზემოქმედება მოზარდებზე განსაკუთრებით საგანგაშოა.

ნეიროგანვითარების ცვლილებების პარალელურად, მოზარდობის პერიოდი რისკის შემცველი ქცევების მიმართ მომატებული მოწყვლადობითაც ხასიათდება. მათ შორის პირველი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებაა. თუმცა იმ კვლევებზე წვდომა, რომლებიც ჰაერის დაბინძურებასა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებას  შორის კავშირს სწავლობს შეზღუდულია,  ახალი მტკიცებულებები მაინც  PM2.5-ის ზემოქმედებასა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებულ გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში მიმართვიანობას შორის შესაძლო კორელაციას ხედავს.  

მოსახლეობის დიდ ჯგუფებზე ჩატარებულმა კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ჰაერის დაბინძურების ზემოქმედება დემენციის არმქონე პირებში კოგნიტიურ ფუნქციებს აუარესებს. ნეიროგამოსახვითმა კვლევებმა კი მტკიცება გაამყარა და გამოავლინა კავშირი PM-ის ზემოქმედებასა და თავის ტვინის ქერქის სისქის შემცირებას შორის, რაც ალცჰაიმერის დაავადების სუბკლინიკურ მარკერად მიიჩნევა.

ზოგიერთი პატარა ნაწილაკი, რომელსაც დაბინძურებულ ჰაერთან ერთად ვსუნთქავთ, შესაძლოა ორგანიზმში ანთებით პროცესებსაც იწვევდეს. მეცნიერები ასევე იკვლევენ, შეუძლია თუ არა გარკვეულ ნაწილაკებს ნერვული სისტემისკენ ყნოსვის გზით გადაადგილება.

ამგვარად, ჯანსაღი გარემო ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელად ფუნქციონირების ძირითადი ფაქტორია,  ამიტომ როცა შემდეგ ჯერზე ლურჯ ცას შევხედავთ, ალბათ ღირს დაფიქრება იმაზეც, რას ვხედავთ ან ვერ ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ ხოლმე.

https://www.unep.org/events/un-day/international-day-clean-air-blue-skies-2026

https://news.un.org/en/story/2026/09/1168283

https://www.cambridge.org/core/journals/psychological-medicine/article/cognitive-reserve-and-effects-of-air-pollution-mixture-on-cognitive-function-in-dementiafree-adults/2DAB8D70A3206796620A6E97C3F6DAB6?utm_source=chatgpt.com&utm_id=97757_v0_s00_e0_tv0&fbclid=IwY2xjawULTBFwZG9mBWV4dG4DYWVtAjEwAGJyaWQRMTl3Z09Zakg5YTluYTB4TW5zcnRjBmFwcF9pZBAyMjIwMzkxNzg4MjAwODkyAAEeaebc5lTBUo-fNdi_rT0G5Vcvs7qCofI4Ar56FE-EoHnEZetX9oLUTsO06qw_aem_Je_VJWDGvbYs-ucoArjM_A

https://www.cambridge.org/core/journals/development-and-psychopathology/article/longitudinal-impacts-of-childhood-neighborhood-air-pollution-exposure-on-white-matter-integrity-and-cognition-during-childhood-to-early-adolescence/0EBBE6D6596CB2D3CE5B1E36F9CE891B?utm_source=chatgpt.com&utm_id=97757_v0_s00_e0_tv0&fbclid=IwY2xjawULS8twZG9mBWV4dG4DYWVtAjEwAGJyaWQRMTl3Z09Zakg5YTluYTB4TW5zcnRjBmFwcF9pZBAyMjIwMzkxNzg4MjAwODkyAAEeOZ3I5X5R6BbQRPDwEscrRUo5Ha7AVRo1NH_dnyAfw6Ttc0BJey4NQYolU8I_aem_R9tuuRJqt3GefkbFttIRAQ