Крупные выигрыши и хорошее настроение ждёт в casino Vavada! Для новых клиентов подготовлены специальные бонусы и условия – 100 бездепозитных спинов и 100% к первому депозиту. Заходи на лицензированный портал и поднимай кеш.

Skip to content Skip to sidebar Skip to footer

რეზიუმე:
გასული ცივი პერიოდები, როგორიცაა პატარა გამყინვარება, დაკავშირებული იყო
ჩრდილო ატლანტიკური დინებების დაქვეითებასთან და კარიბის ზღვის ზედაპირის
მარილიანობის ზრდასთან. ამას თან ახლდა ჩრდილოეთით მარილის განაწილების
დარღვევა, რამაც გამოიწვია უფრო გრძელი, ძლიერი გამყინვარების ფაზები
ჩრდილოეთ ნახევარსფეროში.
ოკეანის დინებებით მარილის განაწილება გადამწყვეტ როლს თამაშობს
გლობალური კლიმატის რეგულირებაში. ეს არის ის, რაც ახალი კვლევის შედეგად
აღმოაჩინეს კანადის დალჰოუზის უნივერსიტეტის, ქალაქ კიელის (GEOMAR)
ჰელმჰოლცის სახელობის ოკეანის კვლევის ცენტრის, ალფრედ ვეგენერის
ინსტიტუტის, ჰელმჰოლცის პოლარული და საზღვაო კვლევის ცენტრის (AWI) და
MARUM – ბრემენის უნივერსიტეტის საზღვაო გარემოსდაცვითი მეცნიერებების
ცენტრის მკვლევარებმა. მათ შეისწავლეს ბუნებრივი კლიმატის ანომალიები, მათ
შორის ე.წ. პატარა გამყინვარება. ამ ცივმა პერიოდმა მე-15-დან მე-19 საუკუნის
შუა ხანებამდე გამოიწვია მოსავლის სიმცირე, შიმშილი და დაავადებები
ევროპაში. მიუხედავად იმისა, რომ პატარა გამყინვარება უახლეს ისტორიაში
ერთ-ერთი ყველაზე შესწავლილი პერიოდია, მის საფუძვლად არსებული
ძირითადი კლიმატური მექანიზმები კვლავ საკამათოა.
„ბოლოდროინდელი, ბუნებრივი კლიმატის ანომალიების შესწავლა გვეხმარება იმ
პროცესებისა და მექანიზმების გარკვევაში, რომლებიც ადამიანის მიერ
გამოწვეული გლობალური დათბობით შეიძლება პროვოცირდეს“, – აცხადებს
დოქტორი ანასტასია ჟურავლიოვა, კვლევის წამყვანი ავტორი. ის იყო GEOMAR-
ის დოქტორანტი და 2019 წელს დისერტაციისთვის ანეტ ბარტელტის პრიზი
მიიღო. შემდეგ იგი მუშაობდა მეცნიერ-თანამშრომლად GEOMAR-სა და
დალჰაუზის უნივერსიტეტებში, სადაც დასრულდა კვლევა.
„მკვლევარები ხშირად განიხილავენ ზღვის ყინულის მოცულობის ზრდას და
ჩრდილო ატლანტიკის ოკეანის სუბპოლარული არეალის გამტკნარებას, როგორც
გასული ცივი პერიოდების შესაძლო გამომწვევ ფაქტორებს, მაგრამ პროცესები
ტროპიკულ ატლანტიკაში, როგორც ჩანს, თანაბრად მნიშვნელოვანია“, – ამბობს

დოქტორი ჟურავლიოვა. ”სინამდვილეში, ჩრდილოეთ და შუა განედებისგან
განსხვავებით, მცირე ინფორმაცია არსებობს ამ ბოლოდროინდელი კლიმატური
მოვლენების შესახებ სუბტროპიკული და ტროპიკული ატლანტიკიდან, ასევე
მათი გავლენის შესახებ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს რეგიონებზე,” – დასძენს
კვლევის თანაინიციატორი და თანაავტორი, AWI-სა და GEOMAR-ის
პალეოკლიმატოლოგი, დოქტორი ჰენინგ ბაუხი. “სწორედ აქამდეა მისული ჩვენი
კვლევა.”
მაშ, რა მოხდა ტროპიკულ ატლანტიკაში ისტორიული კლიმატის ანომალიების
დროს და როგორ შეეძლო იქ მომხდარ პოტენციურ ცვლილებებს გავლენა
მოეხდინა ოკეანის ცირკულაციაზე და კლიმატზე ბევრად უფრო ჩრდილოეთით?
ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, ჯგუფი მუშაობდა სამხრეთ კარიბის ზღვის
დანალექის პროფილზე და აღადგინა ბოლო 1700 წლის განმავლობაში არსებული
ზედაპირული წყლის მარილიანობისა და ტემპერატურის მოდელი. სხვა
საკითხებთან ერთად, მკვლევარებმა დაადგინეს პლანქტონის კირქოვანი
გარსების იზოტოპური და ელემენტარული შემადგენლობა.
შედეგები აჩვენებს დაახლოებით 1°C აციებას პატარა გამყინვარების ხანაში. “ეს
არის მნიშვნელოვანი ტემპერატურის ცვლილება ამ რეგიონისთვის”, – აცხადებს
კვლევის თანაავტორი და MARUM-ის დაბალი გრძედის კლიმატის ცვალებადობის
შემსწავლელი ჯგუფის ხელმძღვანელი, დოქტორი მაჰიარ მოჰტადი.
,,განსაკუთრებით საყურადღებოა კიდევ ერთი გამოხატული აციების შემთხვევა
მე-8 დამე-9 საუკუნეებში. უფრო ცივმა ტემპერატურამ თბილ ტროპიკულ
ოკეანეში გამოიწვია რეგიონალური ნალექის შემცირება, რაც დაემთხვა ძლიერ
გვალვებს იუკატანის ნახევარკუნძულზე და კლასიკური მაიას კულტურის
დაცემას.”
გარდა ამისა, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ცივი კლიმატის ანომალიებს
სუბპოლარულ ჩრდილო ატლანტიკასა და ევროპაში თან ახლდა ოკეანის სუსტი
ცირკულაცია და გაზრდილი მარილიანობა კარიბის ზღვის აუზში. „ადვექცია, ანუ
ტროპიკული მარილის გადაადგილება ჩრდილოეთის მაღალ განედებზე,
აუცილებელია სუბპოლარულ ჩრდილო ატლანტიკაში ზედაპირული სიმკვრივის
შესანარჩუნებლად. ეს არის წინაპირობა ოკეანის ფართომასშტაბიანი
ცირკულაციის საერთო სტაბილურობისა, მათ შორის გოლფსტრიმის (გოლსტრიმი თბილ დინებათა მძლავრი სისტემა ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში)
წყლის ნაკადის გადაცემისა, რომელიც პასუხისმგებელია რბილ ტემპერატურაზე
ევროპაში“, – აცხადებს დოქტორი ბაუხი.
ამგვარად, ისტორიული წარსულის მონაცემები იძლევა ჩრდილო ატლანტიკის
გასწვრივ არსებული კავშირის რეკონსტრუქციის საშუალებას. თავდაპირველი
გაგრილება შეიძლება გამოწვეული იყოს ვულკანური ამოფრქვევებით, მზის
დაბალი აქტივობით და ჩრდილოეთით მდებარე ზღვის ყინულსა და ოკეანეს შორის უკუკავშირით. ახალი კვლევა უზრუნველყოფს მტკიცებულებას, რომ მარილის გადაადგილების შემცირება ჩრდილოეთის მაღალ განედებზე გააძლიერებს და გაახანგრძლივებს ამ კლიმატურ მოვლენებს. პირიქით კი, ტროპიკებიდან დადებითი მარილიანობის ანომალიების ნელი გადაადგილება საბოლოოდ გაზრდის სიმკვრივეს ჩრდილო ატლანტიკური სუბპოლარული ოკეანის ზედაპირზე. აღნიშნულმა გარემოებამ შეიძლება ხელი შეუწყოს ოკეანის დინებით სითბოს გადატანას ჩრდილოეთით, რაც გამოიწვევს უფრო რბილ ტემპერატურას ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ასეთი მარილიანობის უკუკავშირი ცნობილია მოდელებიდან და პატარა გამყინვარების ხანისთვისაა ნავარაუდევი. თუმცა, ტროპიკული ოკეანის მონაცემების არარსებობის გამო, ეს ვარაუდები დაფუძნებულია ნაკლებ პირდაპირ ჩანაწერებზე ნალექის შესახებ”, – აცხადებს დოქტორი ჟურავლიოვა. არსებობს მტკიცებულება, რომ გოლფსტრიმი სუსტდება და სავარაუდო მიზეზი ადამიანის მიერ გამოწვეული დათბობაა. ცხადია, რომ ამ ცვლილების შედეგები გლობალური იქნება. ის, თუ რამდენად ურთიერთქმედებენ კლიმატის სხვადასხვა მექანიზმები, ღია კითხვად რჩება. ეს კვლევა, ამჟამად, ადასტურებს, რომ მარილის სამხრეთიდან ჩრდილოეთით ტრანსპორტირება გვევლინება ძირითად ფაქტორად მიმდინარე პროცესებში.

იხილეთ სრულად: https://www.sciencedaily.com/releases/2023/11/231103170642.htm

Leave a Reply

Как выбрать игровой автомат и играть на Вавада бесплатно. Вэлкомпак за активность, рейтинг лучших турниров. Программа лояльности, партнёрка, приложение для IOS и Android.

Что дает клиентам Вавада официальный Vavada casino. Как пройти регистрацию и вход, получить 100 фриспинов без депозита и выиграть машину. ТОП слотов, описание актуальных бонусов.