Крупные выигрыши и хорошее настроение ждёт в casino Vavada! Для новых клиентов подготовлены специальные бонусы и условия – 100 бездепозитных спинов и 100% к первому депозиту. Заходи на лицензированный портал и поднимай кеш.

Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ახლომდებარე ბალკანეთის ნახევარკუნძულზე რომის იმპერიის ფართო
სამხედრო და კულტურული ზეგავლენის მიუხედავად, იმ პირთა დნმ-ის
ანალიზმა, რომლებიც აღნიშნულ რეგიონში ჩვენი წელთაღრიცხვით 1
ათასწლეულში ცხოვრობდნენ, რკინის ხანის იტალიური წარმოშობის არავითარი
მტკიცებულება არ აჩვენა. ნაცვლად ამისა, 7 დეკემბერს ჟურნალ Cell-ში
გამოქვეყნებულმა კვლევამ გამოავლინა იმპერიის მეფობის დროს მიგრაციის
თანმიმდევრული ტალღები დასავლეთ ანატოლიიდან, ცენტრალური და
ჩრდილოეთ ევროპიდან და პონტიურ-ყაზახური სტეპიდან.
ახალი წელთაღრიცხვით VII საუკუნიდან მოყოლებული, (ემთხვევა დასავლეთ
რომის იმპერიის დაცემას), ადამიანების დიდი რაოდენობა ემიგრირდა
აღმოსავლეთ ევროპიდან, რაც, სავარაუდოდ, დაკავშირებული იყო
სლავურენოვანი მოსახლეობის მოსვლასთან. შედეგად დღევანდელი
ბალკანეთის მოსახლეობის 30%-60% სლავური წარმომავლობისაა.
„სლავური მიგრაციის ასეთი გენეტიკური სიგნალი ვიპოვეთ მთელს
ბალკანეთში“, – ამბობს კარლეს ლალუეზა-ფოქსი, უფროსი ავტორი და
პალეოგენომიკოსი ევოლუციური ბიოლოგიის ინსტიტუტიდან და ბარსელონას
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მუზეუმიდან (Museu de Ciències Naturals).
„აღნიშნულ ფაქტს შეიძლება ჰქონოდა მნიშვნელოვანი სოციალური და
პოლიტიკური შედეგები, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ბალკანეთს
გააჩნდა კონფლიქტების ხანგრძლივი ისტორია, რომელიც დაკავშირებული იყო
მათ მიერ აღქმულ იდენტობებთან“.
უძველესი დნმ-ის კვლევების უმეტესობა ყურადღებას ამახვილებს წერილობით
ჩანაწერებამდე არსებულ პრეისტორიაზე, მაგრამ უძველესი დნმ-ის მეთოდებს
ასევე შეუძლიათ, წარმოდგენა შეგვიქმნან უახლესი ისტორიული პერიოდების
შესახებ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ისტორიულ და არქეოლოგიურ
ინფორმაციასთან ერთად იქნება გამოყენებული.

„უძველეს დნმ-ს შეუძლია ისტორიული პერიოდების შესახებ ბევრი წარმოდგენა
შეგვიქმნას, განსაკუთრებით იმ რეგიონებზე, სადაც ისტორიული წყაროები
მწირია, ან როდესაც არ ვიცით, წყაროები მიკერძოებულია თუ არა“, – აცხადებს
ინიგო ოლალდე, პირველი ავტორი და პოპულაციის გენეტიკოსი ბასკეთის
უნივერსიტეტიდან. „მაგალითად, ბალკანეთის ისტორიული წყაროების
უმეტესობა რომაელების მიერ არის დაწერილი, რადგან სლავ ხალხს იმ დროს
დამწერლობა არ ჰქონდა.”
წინა კვლევების დროს შეისწავლეს იმ ადამიანების წინაპრები, რომლებიც
ცხოვრობდნენ იტალიასა და ინგლისში რომის იმპერიის დაცემის დროს და მის
შემდეგ, მაგრამ ცოტა რამ არის ცნობილი იმ დროის ბალკანეთის დემოგრაფიისა
და წინაპრების შესახებ. ”ეს რეგიონი იყო რომის იმპერიის ერთ-ერთი შორეული
საზღვარი, რაც საინტერესოს ხდის კვლევას, რადგან აშკარად ის ადგილია, სადაც
როგორც მოსალოდნელია, მოსახლეობა კონტაქტში შევიდოდა იმპერიის გარეთ
მყოფ ადამიანებთან, ასე რომ შეგიძლიათ გლობალიზაციის საკითხიც
განიხილოთ“- ამბობს ოლალდე.
ბალკანეთის მოსახლეობის ისტორიისა და რომის იმპერიის აღზევება-დაცემის
გავლენის შესასწავლად, მკვლევარებმა გამოიკვლიეს 136 უძველესი ადამიანის
დნმ-ი, რომლებიც მოიპოვეს ბალკანეთის ტერიტორიაზე 20 სხვადასხვა ადგილზე
გათხრების შედეგად. ბალკანეთი არის რეგიონი, რომელიც ესაზღვრება
ადრიატიკის, ცენტრალურ ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვებს, შუა და ქვედა
დუნაისა და მდინარე სავას. ეს ადგილები მოიცავდა დიდ რომაულ ქალაქებს,
სამხედრო ციხესიმაგრეებს, პატარა სოფლებსა და დაბებს. გუნდმა ყურადღება
გაამახვილა სამ პერიოდზე: რომის იმპერიის გაფართოებისა და აღმავლობის
პერიოდი (ახ. წ. 1-250), გვიანი იმპერიისა (დაახლოებით ახ. წ. 250-550 წწ.) და
დასავლეთის იმპერიის დაშლის შემდგომი პერიოდი (ახ. წ. 550-1000 წწ).
გენეტიკური მონაცემების კულტურული და ისტორიული კონტექსტის
უზრუნველსაყოფად, გუნდი თანამშრომლობდა ადგილობრივ არქეოლოგებთან
და ისტორიკოსებთან. მათ დოკუმენტურად აღწერეს თითოეული სამარხის ტიპი,
ისევე როგორც ცალკეული პირების გვერდით დამარხული საგნები – მონეტები,
სამკაულები, ჭურჭელი, ხელსაწყოები და იარაღი. მკვლევარებმა ასევე
გამოიყენეს რადიოკარბონული დათარიღება, რათა დაედასტურებინათ უძველესი
დროის ადამიანების ასაკი. შედეგად მიიღეს იზოტოპური მონაცემები,
რომლებმაც წარმოდგენა შექმნა ამ ადამიანების რაციონის შესახებ.
მკვლევარები გაოცებულნი იყვნენ, რომ რომის იმპერიის ზეობის პერიოდში
ბალკანეთის მოსახლეობაში ვერ იპოვეს მტკიცებულება რკინის ხანის იტალიური
წარმომავლობის შესახებ. სამაგიეროდ, მათ აჩვენეს, რომ იმ პერიოდში ადგილი
ჰქონდა ხალხის ნაკადის შემოსვლას რომის იმპერიის სხვა ნაწილიდან –
დასავლეთ ანატოლიიდან. მათ ასევე აღმოაჩინეს მტკიცებულება ინდივიდუალური მიგრაციის შესახებ ბალკანეთში, როგორც რომის იმპერიის
შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. აღსანიშნავია, რომ 16 წლის მამაკაცი,
რომელიც დიდ რომაულ ქალაქში ნეკროპოლისიდან ამოიყვანეს, 100%
აღმოსავლეთ აფრიკული წარმომავლობის იყო. ის დაკრძალული იყო ნავთის
ლამპასთან ერთად, რომელიც ასახავდა იუპიტერთან დაკავშირებულ არწივის
იკონოგრაფიას, მაგრამ მისი კბილების იზოტოპურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ის
ბავშვობაში მოიხმარდა ზღვის ცილის წყაროებს. ამიტომ, სავარაუდოა, რომ
რომის იმპერიისგან მოშორებულ ადგილას გაიზარდა.
„ეს იყო ერთადერთი წმინდასისხლის აღმოსავლეთ აფრიკელი ინდივიდი,
რომელიც გამოვიკვლიეთ. კვებითი რაციონის თვალსაზრისით იგი აშკარად
გამოირჩეოდა იმავე ნეკროპოლისში დაკრძალული დანარჩენიადამიანებისგან,
რაც გვეუბნება, რომ ეს ინდივიდი აშკარად გაიზარდა რომის იმპერიის
საზღვრებს გარეთ.“ – ამბობს ლალუეზა-ფოქსი.
გვიანი იმპერიის პერიოდში, ახ. წ. 250-დან 550 წლამდე, მკვლევარებმა
აღმოაჩინეს შერეული წარმოშობის მქონე მიგრანტები ჩრდილოეთ ევროპიდან და
პონტიურ-ყაზახური სტეპიდან. „ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ამ ორ წინაპარში –
ცენტრალური/ჩრდილოეთ ევროპული და სარმატულ-სკვითური წარმომავლობის
ადამიანებში – შეინიშნებოდა გაერთიანების ტენდენცია, რაც იმაზე მეტყველებს,
რომ ისინი სავარაუდოდ წარმოადგენდნენ გადაადგილებული ადამიანების
მრავალეთნიკურ კონფედერაციებს“, – ამბობს დევიდ რაიხი, უფროსი ავტორი და
მოსახლეობის გენეტიკოსი ჰარვარდის უნივერსიტეტიდან.
თუმცა, წარმომავლობის ეს წყაროები ა. წ. 700 წლის შემდეგ გაქრა. 600 წლიდან,
დასავლეთ რომის იმპერიის დაცემიდან მალევე, აღმოსავლეთ ევროპიდან
ადამიანთა დიდი ნაკადი შემოვიდა. ჩვენი წელთაღრიცხვით 700 წლის შემდეგ,
ბალკანეთში მცხოვრებ ადამიანებს ჰყავდათ დღევანდელი ჯგუფების მსგავსი
წინაპრები რეგიონში, რაც ვარაუდობს, რომ ამ მიგრაციებმა გამოიწვია ბოლო
დიდი დემოგრაფიული ცვლილება ამ მხარეში. ეს მიგრაციები ემთხვევა
რეგისტრირებულ სლავურ მიგრაციას, მაგრამ დნმ-ის ანალიზი იძლევა
წარმოდგენას ამ მიგრაციების მასშტაბებზე, რომლის მოპოვებაც შეუძლებელია
ისტორიული წყაროებიდან.
„დებატები წარმოებდა იმის შესახებ, თუ რამდენად გავლენიანი იყო ეს
მიგრაციები და განპირობებული იყო თუ არა სლავური ენის გავრცელება
კულტურული გავლენით ან ხალხის გადაადგილებით, მაგრამ ჩვენი კვლევა
აჩვენებს, რომ ამ მიგრაციებს ჰქონდათ ღრმა დემოგრაფიული ეფექტი”, – ამბობს
რაიხი. „ამჟამად, ბალკანეთში მცხოვრები ხალხების ნახევარზე მეტი სლავური
მიგრაციების შედეგია. ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც დღეს სლავურ ენებზე არ
საუბრობენ, მაგ. საბერძნეთში დაახლოებით მესამედი სლავური
წარმომავლობისაა“.

ჯგუფი უკვე გეგმავს კვლევის ე. წ. „მეორე ვერსიას“, რომლის დროსაც
გამოყენებული იქნება დნმ-ის კვლევის გაუმჯობესებული ტექნოლოგიები.
„ამჯერად შევძლებთ ერთი და იგივე ადგილზე მცხოვრები ასობით ინდივიდის
თანმიმდევრულად შესწავლას. ასე რომ, შეგვიძლია კვლევის უფრო მაღალ
დონეზე გადასვლა, რათა უფრო მეტი გავიგოთ სხვადასხვა ინდივიდებს შორის
სოციალური ურთიერთქმედებებისა და ნათესაობის შესახებ“, – ამბობს ოლალდე.

Leave a Reply

Как выбрать игровой автомат и играть на Вавада бесплатно. Вэлкомпак за активность, рейтинг лучших турниров. Программа лояльности, партнёрка, приложение для IOS и Android.

Что дает клиентам Вавада официальный Vavada casino. Как пройти регистрацию и вход, получить 100 фриспинов без депозита и выиграть машину. ТОП слотов, описание актуальных бонусов.