Крупные выигрыши и хорошее настроение ждёт в casino Vavada! Для новых клиентов подготовлены специальные бонусы и условия – 100 бездепозитных спинов и 100% к первому депозиту. Заходи на лицензированный портал и поднимай кеш.

Skip to content Skip to sidebar Skip to footer

აღმოჩენებმა „სრულად შეარყია“ ის მოსაზრებები, რაც ვიცით გალაქტიკების
წარმოქმნის შესახებ.

შავი ხვრელები არა მხოლოდ დროის გარიჟრაჟზე არსებობდნენ,
არამედ უფრო მეტიც – მათ დაბადეს ახალი ვარსკვლავები და
გააძლიერეს გალაქტიკების ფორმირება, როგორც ჯეიმს უების
კოსმოსური ტელესკოპის მონაცემების ახალი ანალიზი
გვიჩვენებს.

აღმოჩენები თავდაყირა აყენებს თეორიებს იმის შესახებ, თუ როგორ აყალიბებენ
შავი ხვრელები კოსმოსს, რაც ეჭვქვეშ აყენებს კლასიკურ გაგებას, რომ ისინი
ჩამოყალიბდნენ პირველი ვარსკვლავებისა და გალაქტიკების გაჩენის შემდეგ.
ნაცვლად ამისა, შავ ხვრელებს შესაძლოა მკვეთრად დაეჩქარებინათ ახალი
ვარსკვლავების დაბადება სამყაროს არსებობიდან პირველი 50 მილიონი წლის
განმავლობაში – მოკლე პერიოდში მისი 13,8 მილიარდი წლიანი ისტორიის
განმავლობაში.
„ჩვენ ვიცით, რომ ეს ,,ურჩხული“ შავი ხვრელები გალაქტიკების ცენტრში
არსებობენ, ჩვენი ირმის ნახტომის მახლობლად, თუმცა, ამჟამად, დიდ
სიურპრიზს წარმოადგენს ის, რომ ისინი სამყაროს დასაწყისშიც არსებობდნენ და
ადრეული გალაქტიკების სამშენებლო ბლოკებს, ან გასაღვივებელ თესლს
წარმოადგენდნენ“, – განაცხადა წამყვანმა ავტორმა ჯოზეფ სილკიმ, ჯონს
ჰოპკინსის უნივერსიტეტის და პარიზის, სორბონის უნივერსიტეტის
ასტროფიზიკის ინსტიტუტის ფიზიკისა და ასტრონომიის პროფესორმა.
„მათ მართლაც გააძლიერეს ყველაფერი, როგორც ვარსკვლავების ფორმირების
გიგანტურმა გამაძლიერებლებმა, რამაც მთლიანად შემოაბრუნა ჩვენი ადრინდელი შეხედულება – ამ ყოველივემ კი შესაძლებელია მთლიანად შეარყიოს
ჩვენი გაგება გალაქტიკების წარმოქმნის შესახებ.
ნაშრომი ახალი გამოქვეყნებულია Astrophysical Journal Letters-ში.
ვებ-ტელესკოპით დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომ ადრეული სამყაროს
შორეული გალაქტიკები ბევრად უფრო კაშკაშაა, ვიდრე მეცნიერები
წინასწარმეტყველებდნენ და მოიცავენ უჩვეულოდ დიდი რაოდენობით
ახალგაზრდა ვარსკვლავებსა და სუპერმასიურ შავ ხვრელებს, თქვა სილკმა.
ტრადიციული შეხედულებით, შავი ხვრელები წარმოიქმნა სუპერმასიური
ვარსკვლავების დაშლის შემდეგ, ხოლო გალაქტიკები წარმოიქმნა მას შემდეგ,
რაც პირველმა ვარსკვლავებმა გაანათეს ბნელი ადრეული სამყარო.
მაგრამ სილქის გუნდის ანალიზი აჩვენებს, რომ შავი ხვრელები და გალაქტიკები
თანაარსებობდნენ და გავლენას ახდენდნენ ერთმანეთის ბედზე პირველი 100
მილიონი წლის განმავლობაში.
სამყაროს მთელი ისტორია 12-თვიანი კალენდარი რომ ყოფილიყო, ეს წლები
იანვრის პირველი დღეების მსგავსი იქნებოდა, თქვა სილკმა.
„ჩვენ ვამტკიცებთ, რომ შავი ხვრელი გამოტყორცნის ხოლმე დანაწევრებულ
გაზის ღრუბლებს, მათ ვარსკვლავებად აქცევს და ამავე დროს მნიშვნელოვნად
აჩქარებს ვარსკვლავების წარმოქმნის სიჩქარეს“, – თქვა სილკმა.
“სხვაგვარად, ძალიან რთულია იმის გაგება, საიდან გაჩნდა ეს კაშკაშა
გალაქტიკები, რადგან ისინი, როგორც წესი, უფრო პატარები არიან ადრეულ
სამყაროში. ასე სწრაფად როგორ უნდა ქმნიდნენ ისინი ვარსკვლავებს?”
შავი ხვრელები სივრცეში ის ადგილებია, სადაც გრავიტაცია იმდენად ძლიერია,
რომ მათი მიზიდულობის ძალას ვერაფერი გაექცევა, სინათლეც კი.
ამ ძალის გამო, ისინი წარმოქმნიან მძლავრ მაგნიტურ ველებს, რომლებიც ქმნიან
ძლიერ ქარიშხლებს, გამოდევნიან ტურბულენტურ პლაზმას და საბოლოოდ
მოქმედებენ, როგორც უზარმაზარი ნაწილაკების ამაჩქარებლები, თქვა სილკმა
მისი თქმით, სავარაუდოა, რომ სწორედ ამ პროცესის გამო დააფიქსირეს ვების
დეტექტორებმა უფრო მეტი შავი ხვრელები და კაშკაშა გალაქტიკები, ვიდრე
მეცნიერები მოელოდნენ.
”ჩვენ ვერ ვხედავთ ამ ძლიერ ქარებს ან ნაკადებს შორ მანძილზე, მაგრამ ვიცით,
რომ ისინი უნდა არსებობდნენ, რადგან როგორც ვხედავთ, სამყაროს ადრეულ
ეტაპებზე ბევრი შავი ხვრელი არსებობდა”, – განმარტა სილკმა.
„შავი ხვრელებისგან მომდინარე ეს უზარმაზარი ქარები ანაწევრებს
ახლომდებარე გაზის ღრუბლებს და მათ ვარსკვლავებად აქცევს. ეს არის ის ამონახსნი, რომელიც განმარტავს, თუ რატომ არიან პირველი გალაქტიკები
ბევრად უფრო კაშკაშა, ვიდრე მოველოდით“.
სილკის გუნდი ვარაუდობს, რომ ახალგაზრდა სამყაროს ორი ფაზა ჰქონდა.
პირველ ფაზაში შავი ხვრელებიდან გაზის ღრუბლების მაღალი სიჩქარით
გამოტყორცნამ ვარსკვლავის ფორმირება დააჩქარა, შემდეგ კი, მეორე ფაზაში,
გადინება შენელდა.
დიდი აფეთქებიდან რამდენიმე ასეული მილიონი წლის შემდეგ, გაზის
ღრუბლები დაიშალა სუპერმასიური შავი ხვრელის მაგნიტური ქარიშხლების
გამო და ახალი ვარსკვლავები დაიბადნენ იმ სიჩქარით, რომელიც ბევრად
აღემატებოდა მილიარდობით წლის შემდეგ ნორმალურ გალაქტიკებში
დაფიქსირებულ შემთხვევებს, ამბობს სილკი.
მისი თქმით, ვარსკვლავების შექმნა შენელდა, რადგან ეს მძლავრი გადინება
გადავიდა ენერგიის კონსერვაციის მდგომარეობაში, რაც ამცირებს გალაქტიკებში
ვარსკვლავების ფორმირებისთვის საჭირო გაზის რაოდენობას.
“ჩვენ ვფიქრობდით, რომ თავიდან გალაქტიკები წარმოიქმნა გიგანტური გაზის
ღრუბლის დაშლის შედეგად”, – განმარტა სილკმა.
“დიდი სიურპრიზი ის არის, რომ ღრუბლის შუაში იყო თესლი – დიდი შავი
ხვრელი – და ამან ხელი შეუწყო ამ ღრუბლის შიდა ნაწილის ვარსკვლავებად
გადაქცევას ბევრად უფრო დიდი სიჩქარით, ვიდრე ოდესმე ველოდით. ​​ასე რომ,
პირველი გალაქტიკები წარმოუდგენლად კაშკაშაა.”
გუნდი მოელის, რომ მომავალი ვებ-ტელესკოპით დაკვირვებები, ადრეული
სამყაროს ვარსკვლავებისა და სუპერმასიური შავი ხვრელების უფრო ზუსტი
დათვლა დაეხმარება მათ გამოთვლებს.
სილკი მოელის, რომ ეს დაკვირვებები ასევე დაეხმარება მეცნიერებს სამყაროს
ევოლუციის შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.
“მთავარი კითხვაა ისაა, თუ როგორი იყო ჩვენი დასაწყისი? მზე არის 100
მილიარდიდან ერთი ვარსკვლავი ირმის ნახტომის გალაქტიკაში და მასიური შავი
ხვრელიც შუაში ზის. რა კავშირია ამ ორს შორის?” – განაცხადა მან.
“ერთი წლის განმავლობაში ჩვენ გვექნება ბევრად უკეთესი მონაცემები და ჩვენ
ბევრ კითხვას პასუხიც ექნება.”

იხილეთ სრულად : https://www.sciencedaily.com/releases/2024/02/240206144917.htm

Leave a Reply

Как выбрать игровой автомат и играть на Вавада бесплатно. Вэлкомпак за активность, рейтинг лучших турниров. Программа лояльности, партнёрка, приложение для IOS и Android.

Что дает клиентам Вавада официальный Vavada casino. Как пройти регистрацию и вход, получить 100 фриспинов без депозита и выиграть машину. ТОП слотов, описание актуальных бонусов.