Skip to content Skip to sidebar Skip to footer

„ნაცნობობის ჰალუცინაცია“  ისეთი შეგრძნებაა, როცა უკვე მომხდარს კიდევ ერთხელ განვიცდით. მეტიც, წინასწარ ვიცით  ჩვენი თანამოსაუბრე წინადადებას როგორ დაასრულებს – ამ ფენომენს დეჟავუს – (უკვე ნანახი) სახელით ვიცნობით.

ტერმინის  განიმარტება ფრანგ ფილოსოფოსსა და პარაფსიქოლოგს, ემილ ბოირაკს უკავშირდება, რომელმაც 1870 წელს გამოცემულ წიგნში, „მომავლის ფიზიოლოგია“ უკვე დამკვიდრებული სიტყვათშეთანხმება პირველად გამოიყენა.  

ბოლომდე გამოუკვლეველი საგანი ინტერპრეტაციის სივრცეს ტოვებს. ,,უკვე ნანახიც“ არაა გამონაკლისი, რადგან მასზე ბევრი ზებუნებრივი ვარიაცია არსებობს. მაგალითად, ნათელმხილველობა და მისტიკა. დეჟავუს სამეცნიერო ახსნაც არ ყოფილა სწორხაზოვანი, ერთ-ერთი სამეცნიერო ჰიპოთეზით, ერთი თვალის ნეირონული სიგნალი მეორემდე გვიან აღწევდა.

ცდისპირთა გამოცდილებით, დეჟა ვუ 5 წლის ასაკიდან იწყება, ახალგაზრდობის წლებში აქტიურდება, შუა ასაკში კი იკლებს.

დეჟავუს შესახებ კვლევები კვლავ გრძელდება. BBC-სთან საუბარში კოგნიტური ფსიქოლოგიის მკვლევარმა, აკირა ო’კონორმა განმარტა, რომ დეჟავუ ნაცნობობის მცდარი განცდაა, იმის მიმართ, რაც ვიცით, რომ უცხოა.

მისი განმარტებით, საფეთქლის მედიალურ წილში მოგონებების უბნებია, შუბლის პრეფრონტალურ ქერქში კი მაღალი კოგნიტური პროცესები მიმდინარეობს  (მსჯელობა, გადაწყვეტილების მიღება). თუ საფეთქლის წილის მედიალური ნაწილის მუშაობაში შეფერხება გაჩნდა, ადამიანს უჩნდება უკვე განცდილის შეგრძნება, თითქოს ამ ადგილას უკვე ვიყავით, ეს შეგრძნება უკვე განვიცადეთ ან ეს სიტყვები უკვე გვითხრეს. რამდენიმე წამში შუბლის ქერქი გვიგზანის სიგნალს, რომ ეს  განცდა მცდარი იყო და დეჟავუც ამით სრულდება.

Ebsco-ზე დაყრდნობით, მაშინ როცა დეჟავუ სამედიცინო მდგომარეობას არ უკავშირდება,  ის შეიძლება ყურადღების გაფანტვით აიხსნას. როცა საქმე უგულისყურო ან რუტინულია, (სარეცხის დაკეცვა, ჭურჭლის რეცხვა) დეჟავუს შეგრძნება ხშირად ჩნდება.

I can't believe it's taken me this long to notice the apple... : r/fringe

დოქტორი ოკონერი გვეუბნება, რომ დეჟავუ დადებითი მოვლენაა და იმაზე მიანიშნებს, რომ ტვინი კარგად მუშაობს.

დეჟავუ იმის შეგრძნებაცაა, რომ  მომავალი გვახსოვს. ეს საინტერესო და უცნაური ფენომენია, რომელიც ფილმებმა და ლიტერატურამ საინტერესოდ გამოიყენა. მაგალითად, სერიალ Fringe თემა პარალელურ სამყაროებად გაიშალა. როგორ უოლტერ ბიშოპი (შოუს პერსონაჟი, პროფესორი) ამბობს, დეჟავუ იმ ალტერნატიული გზის წამიერი გაელვება შეიძლება იყოს, რომელიც სხვა რეალობაში განვიცადეთ. თითქოს სადაც ახლა ვართ უკვე ვიყავით, რადგან ეს პარალელურ რეალობაში მართლაც მოხდა, და როგორც ამ სერიის სათაური გვეუბნება, იქნებ ეს ის გზაა, რომელიც არ აგვირჩევია?

მთავარ ფოტოდ გამოყენებულია სემ აილენდის ილუსტრაცია

წყაროები:

It’s déjà vu all over again

https://www.ebsco.com/research-starters/health-and-medicine/deja-vu/

The Road Not Taken