Крупные выигрыши и хорошее настроение ждёт в casino Vavada! Для новых клиентов подготовлены специальные бонусы и условия – 100 бездепозитных спинов и 100% к первому депозиту. Заходи на лицензированный портал и поднимай кеш.

Skip to content Skip to sidebar Skip to footer

სიცოცხლის შეცნობა საკმაოდ მარტივია. ის მოძრაობს, იზრდება, იკვებება,
ნივთიერებებს გამოყოფს, მრავლდება. მის აღსაწერად ბიოლოგიაში მკვლევარები
ხშირად იყენებენ აკრონიმს “MRSGREN”. ეს ნიშნავს მოძრაობას, სუნთქვას,
მგრძნობელობას, ზრდას, რეპროდუქციას, ექსკრეციას და კვებას.
მაგრამ ჰელენ შარმანმა, ბრიტანეთის პირველმა ასტრონავტმა და ლონდონის
საიმპერატორო კოლეჯის ქიმიკოსმა, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ჩვენს შორის
შეიძლება ცხოვრობდნენ უცხოპლანეტელი სიცოცხლის ფორმები, რომელთა
შემჩნევაც შეუძლებელია. რამდენად სწორია ეს მოსაზრება?
მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება შეიძლება ადვილად ამოსაცნობი იყოს,
სინამდვილეში მისი განსაზღვრა უკიდურესად რთულია და მეცნიერები და
ფილოსოფოსები მის გარშემო კამათობდნენ საუკუნეების, თუ უფრო მეტი –
ათასწლეულების, განმავლობაში. მაგალითად, 3D პრინტერს შეუძლია საკუთარი
თავის რეპროდუცირება, მაგრამ ჩვენ მას ცოცხალს არ ვუწოდებთ. სხვა შემთხვევა
რომ განვიხილოთ, ჯორი ცნობილია, როგორც სტერილური, მაგრამ ჩვენ
ვერასდროს ვიტყვით, რომ ის არ ცოცხლობს.
კონსენსუსამდე ვერავინ მიდის, რადგან არსებობს 100-ზე მეტი განმარტება, თუ
რა არის სიცოცხლე. ალტერნატიული (მაგრამ არასრულყოფილი) მიდგომა აღწერს
სიცოცხლეს, როგორც „დამოუკიდებელ ქიმიურ სისტემას, რომელსაც შეუძლია
დარვინის ევოლუცია“, ეს მოსაზრება კი ამართლებს ბევრ იმ შემთხვევაში,
რომლის აღწერაც გვინდა.
როდესაც საქმე ეხება კოსმოსში სიცოცხლის ძიებას, განმარტების ნაკლებობა
უზარმაზარ პრობლემას წარმოადგენს. ის, რომ არ შეგვიძლია სიცოცხლის
სხვაგვარად განსაზღვრა, გარდა ასეთი განმარტებისა – „მაშინ შევიცნობთ, როცა
დავინახავთ“, ნიშნავს, რომ ჩვენ ნამდვილად შემოვიფარგლებით გეოცენტრული,
შესაძლოა ანთროპოცენტრული იდეებით იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია
სიცოცხლე. როდესაც უცხოპლანეტელებზე ვფიქრობთ, ხშირად წარმოვიდგენთ
ჰუმანოიდ არსებას. მაგრამ ზეგანვითარებული სიცოცხლე, რომელსაც ჩვენ
ვეძებთ, აუცილებელი არ არის, ჰუმანოიდი იყოს.

სიცოცხლე, მაგრამ არა ისეთი, როგორიც ჩვენთვის არის ცნობილი
შარმანი ამბობს, რომ მას სჯერა უცხოპლანეტელების არსებობის და “ამაში ორი
აზრი არ არსებობს”. გარდა ამისა, მას აინტერესებს: „ისინი ისეთები იქნებიან,
როგორებიც მე და თქვენ ვართ – ნახშირბადისა და აზოტის შემადგენლები?
შესაძლებელია – არა. შეიძლება, ისინი ეხლა აქ არიან და ჩვენ უბრალოდ ვერ
ვხედავთ მათ.”
ასეთი სიცოცხლე იარსებებდა “ჩრდილოვან ბიოსფეროში”. ამით მე ვგულისხმობ
არა მოჩვენებათა სამყაროს, არამედ – შეუმჩნველ არსებებს, ალბათ,
განსხვავებული ბიოქიმიით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ შევისწავლით, ან ვერც კი
ვამჩნევთ მათ, რადგან ისინი ჩვენი აღქმის მიღმა არიან. თუ ვივარაუდებთ, რომ
ასეთი ჩრდილოვანი ბიოსფერო არსებობს, ალბათ ის მიკროსკოპული იქნება.
მაშ, რატომ ვერ ვიპოვეთ ასეთი სამყარო? ჩვენ გვაქვს შეზღუდული გზები
მიკროსკოპული სამყაროს შესასწავლად, რადგან მიკრობების მხოლოდ მცირე
პროცენტი შეიძლება კულტივირებული იყოს ლაბორატორიაში. ეს შეიძლება
ნიშნავდეს, რომ მართლაც შეიძლება არსებობდეს მრავალი სიცოცხლის ფორმა,
რომელიც ჯერ არ შეგვინიშნავს. ამჟამად გაგვაჩნია მიკრობების დაუმუშავებელი
შტამების დნმ-ის თანმიმდევრობის დადგენის უნარი, მაგრამ ამით მხოლოდ
ჩვენთვის ცნობილი სიცოცხლის აღმოჩენა შეგვიძლია – რომელიც შეიცავს დნმ-ს.
თუმცა, თუ ჩვენ ვიპოვით ასეთ ბიოსფეროს, გაურკვეველია, უნდა ვუწოდოთ თუ
არა მას არამიწიერი. ეს დამოკიდებულია იმაზე, „არამიწიერ წარმოშობას“
ვგულისხმობთ, თუ უბრალოდ „უცნობს“.

სილიკონზე დაფუძნებული სიცოცხლე
ალტერნატიული ბიოქიმია გვთავაზობს პოპულარულ სილიკონს და არა
ნახშირბადს, რაც ლოგიკურია, თუნდაც გეოცენტრული თვალსაზრისით.
დედამიწის დაახლოებით 90% შედგება სილიციუმის, რკინის, მაგნიუმის და
ჟანგბადისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ მრავალი შესაძლებლობა არსებობს
პოტენციური სიცოცხლის შესაქმნელად.

მხატვრის წარმოდგენა სილიკონზე დაფუძნებული სიცოცხლის ფორმაზე.
სილიციუმი, იგივე – სილიკონი, ნახშირბადის მსგავსია. მას აქვს ოთხი
ელექტრონი, რომელიც სხვა ატომებთან კავშირების შესაქმნელადაა საჭირო.
მაგრამ სილიციუმი უფრო მძიმეა, რადგან შედგება 14 პროტონისგან (პროტონები
ქმნიან ატომის ბირთვს ნეიტრონების მეშვეობით) ნახშირბადისგან განსხვავებით,
რომლის ბირთვიც ექვს პროტონს შეიცავს. მაშინ როდესაც ნახშირბადს შეუძლია
ძლიერი ორმაგი და სამმაგი ბმების ფორმირება გრძელი ჯაჭვების შესაქმნელად,
რომლებიც სასარგებლოა მრავალი ფუნქციისთვის, მაგ. უჯრედის კედლების
შენება, სილიკონისთვის ეს ბევრად უფრო რთულია. ის მთელი ძალით ცდილობს
ძლიერი ბმების შექმნას, ამიტომ გრძელი ჯაჭვის მოლეკულები გაცილებით უფრო
ნაკლებად სტაბილურია.
უფრო მეტიც, ჩვეულებრივი სილიციუმის ნაერთები, როგორიცაა სილიციკონის
დიოქსიდი (ან სილიციუმი), ზოგადად მყარია ხმელეთის ტემპერატურაზე, წყალში
კი – უხსნადია. მაგალითად, თუ შევადარებთ მას უაღრესად ხსნად
ნახშირორჟანგს, ჩვენ დავინახავთ, რომ ნახშირბადი უფრო მოქნილია და უფრო
მეტ მოლეკულურ შესაძლებლობას გვთავაზობს.
დედამიწაზე სიცოცხლე ძირეულად განსხვავდება მისი ძირითადი
შემადგენლობისგან. კიდევ ერთი არგუმენტი სილიკონზე დაფუძნებული
ჩრდილოვანი ბიოსფეროს წინააღმდეგ არის ის, რომ ძალიან ბევრი სილიციუმია
ჩაკეტილი კლდის ქანებში. სინამდვილეში, დედამიწაზე სიცოცხლის ქიმიური
შემადგენლობა მიახლოებით კორელაციაში იმყოფება მზის ქიმიურ
შემადგენლობასთან. ბიოლოგიაში ატომების 98% შედგება წყალბადის,
ჟანგბადისა და ნახშირბადისგან. ასე რომ, თუ აქ იარსებებდა სიცოცხლისუნარიანი

სილიკონის სიცოცხლის ფორმები, ისინი შესაძლოა, სხვაგან
განვითარებულიყვნენ.
მიუხედავად ზემოთ თქმულისა, არსებობს არგუმენტები სილიკონზე
დაფუძნებული სიცოცხლის სასარგებლოდ დედამიწაზე. ბუნება ადაპტირებადია.
რამდენიმე წლის წინ, კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა
შეძლეს ბაქტერიული ცილის გამოყვანა, რომელიც ქმნიდა კავშირებს
სილიკონთან, რითაც ფაქტობრივად სილიკონს აცოცხლებდა. ასე რომ,
მიუხედავად იმისა, რომ სილიციუმი ნახშირბადთან შედარებით მოუქნელია, მას
შეეძლო ცოცხალ ორგანიზმებად გადაქცევის გზების პოვნა, პოტენციურად
ნახშირბადის შემოერთებითაც.
როდესაც საქმე ეხება კოსმოსის სხვა ადგილებს, როგორიცაა სატურნის მთვარე,
ტიტანი ან პლანეტები, რომლებიც სხვა ვარსკვლავების გარშემო ბრუნავენ, ჩვენ
ნამდვილად არ გამოვრიცხავთ სილიკონზე დაფუძნებული სიცოცხლის
შესაძლებლობას.
მის საპოვნელად, ჩვენ როგორღაც უნდა გავიდეთ დედამიწის ბიოლოგიის
ჩარჩოებიდან და გამოვიკვლიოთ სიცოცხლის ფორმების ამოცნობის გზები,
რომლებიც ფუნდამენტურად განსხვავდება ნახშირბადზე დაფუძნებული
ფორმისგან. არსებობს უამრავი ექსპერიმენტი, რომელიც ამოწმებს ამ
ალტერნატიულ ბიოქიმიას, ერთ-ერთი – მაგალითად, კალიფორნიის
ტექნოლოგიურ ინსტიტუტში წარმოებული.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრს სწამს სამყაროში სიცოცხლის სხვაგან არსებობაც,
ჩვენ ამის არანაირი მტკიცებულება არ გვაქვს. დედამიწაზე არსებობს ერთადერთი
ცნობილი სიცოცხლე სამყაროში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ იგი ძვირფასად
მივიჩნიოთ, განურჩევლად მისი ზომისა, რაოდენობისა თუ მდებარეობისა. არ აქვს
მნიშვნელობა, რა ფორმით შეიძლება იყოს სიცოცხლე მზის სისტემაში ან
სამყაროში, დედამიწაზე არსებული სიცოცხლე არის ის, თუ არამიწიერი უცხო
სიცოცხლის ფორმები – ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ მავნე
დაბინძურებისგან.
ამგვარად, შესაძლებელია, თუ არა, უცხოპლანეტელები ჩვენს შორის იყვნენ?
ჩემთვის დაუჯერებელია, რომ რაიმე სიცოცხლის ფორმა გვესტუმრა
ტექნოლოგიით, რომელიც კოსმოსის უზარმაზარ დისტანციებზე
მოგზაურობისთვისაა განკუთვნილი. მაგრამ ჩვენ გვაქვს მტკიცებულება
სიცოცხლის წარმომქმნელი, ნახშირბადზე დაფუძნებული მოლეკულების
შესახებ, რომლებმაც დედამიწაზე მეტეორიტების მეშვეობით მოაღწიეს. ასე რომ,
აღნიშნული მტკიცებულება, რასაკვირველია, არ გამორიცხავს სიცოცხლის უცნობი
ფორმების არსებობის მსგავს შესაძლებლობას.

იხილეთ სრულად: https://theconversation.com/could-invisible-aliens-really-exist-among-us-an-astrobiologist-explains- 129419

Leave a Reply

Как выбрать игровой автомат и играть на Вавада бесплатно. Вэлкомпак за активность, рейтинг лучших турниров. Программа лояльности, партнёрка, приложение для IOS и Android.

Что дает клиентам Вавада официальный Vavada casino. Как пройти регистрацию и вход, получить 100 фриспинов без депозита и выиграть машину. ТОП слотов, описание актуальных бонусов.