Крупные выигрыши и хорошее настроение ждёт в casino Vavada! Для новых клиентов подготовлены специальные бонусы и условия – 100 бездепозитных спинов и 100% к первому депозиту. Заходи на лицензированный портал и поднимай кеш.

Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ასტროფიზიკოსები ხაზს უსვამენ არსებულ კავშირებს ატმოსფერულ ჟანგბადსა და
შორეულ პლანეტებზე მოწინავე ტექნოლოგიების პოტენციურ ზრდას შორის.
დედამიწის მიღმა სიცოცხლის პოტენციალის გასაგებად, მკვლევარები
აფართოებენ ძიებას, რათა ჩართონ არა მხოლოდ ბიოლოგიური მარკერები,
არამედ ტექნოლოგიურიც. მიუხედავად იმისა, რომ ასტრობიოლოგები დიდი
ხანია აღიარებენ ჟანგბადის მნიშვნელობას სიცოცხლისთვის, ჟანგბადი ასევე
შეიძლება იყოს პლანეტარული მასშტაბის მოწინავე ტექნოლოგიების გასაღები.
Nature Astronomy-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში, ადამ ფრანკი, ჰელენ ფ. და
ფრედ ჰ. გოუენი როჩესტერის უნივერსიტეტის ფიზიკისა და ასტრონომიის
პროფესორი და უცხოპლანეტელების შესახებ პატარა წიგნის ავტორი (ჰარპერი,
2023) და ამედეო ბალბი, ასტრონომიისა და ასტროფიზიკის ასოცირებული
პროფესორი იტალიის Roma Tor Vergata-ს უნივერსიტეტში, ასახავს კავშირებს
ატმოსფერულ ჟანგბადსა და შორეულ პლანეტებზე მოწინავე ტექნოლოგიების
პოტენციურ ზრდას შორის.
“ჩვენ მზად ვართ ვიპოვოთ სიცოცხლის ნიშნები უცხო სამყაროში”, – ამბობს
ფრენკი.
„მაგრამ პლანეტაზე არსებული პირობები რას გვეუბნება ინტელექტუალური,
ტექნოლოგიების წარმომქმნელი სიცოცხლის შესაძლებლობებზე?
„ჩვენს ნაშრომში ვიკვლევთ, შეესაბამება თუ არა ატმოსფერული შემადგენლობა
მოწინავე ტექნოლოგიების არსებობას“, – ამბობს ბალბი.
„ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ატმოსფერული მოთხოვნები შეიძლება საკმაოდ მკაცრი
იყოს“.
კოსმოსური ტექნოსფეროების ანთება

ფრენკი და ბალბი ამტკიცებენ, რომ მრავალუჯრედულ ორგანიზმებში სუნთქვისა
და მეტაბოლიზმის აუცილებლობის გარდა, ჟანგბადს გადამწყვეტი მნიშვნელობა
აქვს ცეცხლის განვითარებისთვის – ცეცხლი კი ტექნოლოგიური ცივილიზაციის
დამახასიათებელი ნიშანია.
ისინი უღრმავდებიან „ტექნოსფეროს“ კონცეფციას, მოწინავე ტექნოლოგიების
ვრცელ სფეროებს, რომლებიც ასხივებენ არამიწიერი ინტელექტის მნიშვნელოვან
სიგნალებს – სახელწოდებით „ტექნომარკერები“.
დედამიწაზე ტექნოლოგიის განვითარება მოითხოვდა მარტივ წვდომას ღია ცის
ქვეშ წვის პროცესზე, რაც გულისხმობს ცეცხლის შუაგულში რაღაცის წვას
საწვავის და ოქსიდანტის, კერძოდ კი, ჟანგბადის კომბინაციით.
საჭმლის მომზადება იქნებოდა ეს, თუ კონსტრუქციებისთვის ლითონების
გამობრძმედა, მასალების დამზადება სახლისთვის, თუ საწვავის წვის შედეგად
ენერგიის გამოყენება, წვა ინდუსტრიული საზოგადოებების მამოძრავებელი
ძალას წარმოადგენდა.
დედამიწის ისტორიის მოკვლევით, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ცეცხლის
კონტროლირებადი გამოყენება და შემდგომი მეტალურგიული წინსვლა
შესაძლებელი იყო მხოლოდ მაშინ, როდესაც ატმოსფეროში ჟანგბადის დონე
აღწევდა ან აღემატებოდა 18 პროცენტს.
ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ჟანგბადის მნიშვნელოვანი კონცენტრაციის მქონე
პლანეტები შეძლებენ, განავითარონ მოწინავე ტექნოსფეროები და, შესაბამისად,
დატოვონ შესამჩნევი ტექნომარკერები.
ჟანგბადის „ბოთლიმაგვარი ვიწრო ყელი“
ჟანგბადის დონე, რომელიც საჭიროა ბიოლოგიურად რთული სიცოცხლის და
ინტელექტის შესანარჩუნებლად, არ არის ისეთი მაღალი, როგორც
ტექნოლოგიისთვის საჭირო დონეები, ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ
სამყაროში რაიმე სახეობა შეიძლება წარმოიშვას ჟანგბადის გარეშე,
მკვლევარების მოსაზრებით, ის ვერ გახდება ტექნოლოგიური სახეობა.
„სამყაროში, სადაც არ არის ჟანგბადი, შესაძლებელია ბიოლოგიური არსების
მიღება, ინტელექტუალური არსებების მიღებაც კი – ამბობს ფრენკი, „მაგრამ
ცეცხლის მზა წყაროს გარეშე, თქვენ ვერასოდეს განავითარებთ უმაღლეს
ტექნოლოგიას, რადგან უმაღლესი ტექნოლოგია მოითხოვს საწვავს და დნობას.”
მოიძიეთ განმარტება – ჟანგბადის „ბოთლიმაგვარი ვიწრო ყელი“ – ეს არის
მკვლევარების მიერ გამოგონილი ტერმინი იმ კრიტიკული ზღურბლის
აღსაწერად, რომელიც სხვებისგან გამოყოფს სამყაროებს, რომლებსაც შეუძლიათ
ხელი შეუწყონ ტექნოლოგიური ცივილიზაციების განვითარებას.

ანუ, ჟანგბადის დონეები წარმოადგენენ ვიწრო გასასვლელს, რომელიც
აბრკოლებს მოწინავე ტექნოლოგიების აღმოცენებას.
„ატმოსფეროში ჟანგბადის მაღალი შემცველობის არსებობა წარმოადგენს
ბოთლისმაგვარ ვიწრო გასასვლელს, რომელიც უნდა გაიაროთ იმისათვის, რომ
შექმნათ ტექნოლოგიური სახეობა“, – ამბობს ფრენკი.
„დანარჩენი ყველაფერი შეიძლება მოგვარდეს, მაგრამ თუ ატმოსფეროში
ჟანგბადი არ გაქვთ, ტექნოლოგიური სახეობაც არ გექნებათ“.
არამიწიერ ცხელ წერტილებზე აქცენტირება
კვლევა, რომელიც ეხება მაღალგანვითარებული სიცოცხლის კოსმოსური ძიების
პროცესში ადრე შეუსწავლელ ასპექტს, ხაზს უსვამს ჟანგბადის მაღალი დონის
მქონე პლანეტებისთვის პრიორიტეტის მინიჭების აუცილებლობას არამიწიერი
ტექნომარკერების ძიებისას.
„ჟანგბადის მაღალი დონის მქონე პლანეტებზე აქცენტირება პრიორიტეტული
უნდა იყოს, რადგან ეგზოპლანეტების ატმოსფეროში ჟანგბადის მაღალი დონის
არსებობა ან არარსებობა შეიძლება იყოს მთავარი მინიშნება პოტენციური
ტექნოლოგიური მარკერების მოსაძებნად“, ამბობს ფრენკი.
„სხვა პლანეტაზე მაღალგანვითარებული, ტექნოლოგიური სიცოცხლის
აღმოჩენის შედეგები უზარმაზარი იქნება“, დასძენს ბალბი.
“ამიტომ, ჩვენ უკიდურესად ფრთხილად უნდა ვიყოთ შესაძლო აღმოჩენების
ინტერპრეტაციაში. ჩვენი კვლევა ვარაუდობს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ
სკეპტიკურად განწყობილი პოტენციური ტექნოლოგიური მარკერების მიმართ,
რომლებიც არასაკმარისი ატმოსფერული ჟანგბადის მქონე პლანეტაზე
არსებობს.”
ეს კვლევა ნაწილობრივ NASA-ს გრანტით დაფინანსდა.

იხილეთ სრულად : https://www.sciencedaily.com/releases/2024/01/240102174047.htm

Leave a Reply

Как выбрать игровой автомат и играть на Вавада бесплатно. Вэлкомпак за активность, рейтинг лучших турниров. Программа лояльности, партнёрка, приложение для IOS и Android.

Что дает клиентам Вавада официальный Vavada casino. Как пройти регистрацию и вход, получить 100 фриспинов без депозита и выиграть машину. ТОП слотов, описание актуальных бонусов.