მეცნიერების დარგში ყოველ დღე სიახლეებია – დაწყებული ჯანდაცვის
ეროვნული სამსახურის (NHS) ისტორიებით, დამთავრებული –
პრობლემებით, რომლებიც დაკავშირებულია კლიმატის ცვლილებებთან,
აღმოჩენებთან, ბუნებასთან და მზის სისტემასთან.
მეცნიერებას სარგებელი მოაქვს ჩვენთვის, რადგან გვეხმარება,
გავაუმჯობესოთ ჩვენი ცხოვრების წესი და ხარისხი, ასევე დავეხმაროთ
სხვებს. მისი აუცილებლობა გულისხმობს იმას, რომ ის სავალდებულოა
დაწყებითი სკოლებიდან საშუალო განათლების ატესტატის მოპოვებამდე.
იმისათვის, რომ ექიმი გახდეთ, სპეციალობის მიღებამდე საჭიროა თითქმის
14 წლიანი სწავლება.
ამ უპრეცედენტო დროში, მეცნიერება არასოდეს არის ყურადღების
ცენტრის მიღმა და მიუხედავად იმისა, თუ რომელი დარგით ხართ
დაინტერესებული – ქიმიით, ბიოლოგიით, თუ ფიზიკით – ეს
დაუჯერებელი სამეცნიერო ფაქტები გაგაოცებთ.
1. მსოფლიოს ჟანგბადის 50%-ს ზღვა წარმოქმნის: პირველ რიგში შეიძლება
მოვიაზროთ ტროპიკული ტყე. იცოდით, რომ მსოფლიოში ჟანგბადის
ნახევარი რეალურად წარმოიქმნება პლანქტონის, ზღვის წყალმცენარეების
და სხვა, ოკეანეზე დაფუძნებული ფოტოსინთეზის შედეგად.
2. ადამიანის კუჭი ჩვეულებრივ ფასდება 1.0-2.0-ით, რაც
ნიშნავს რომ ის უცდომლად ძლიერია.
3: ცხოველები იყენებენ მაგნიტურ ველს იმის გასაგებად, თუ სად
იმყოფებიან: აშშ-ს გეოლოგიური კვლევის თანახმად, „მტკიცებულებები
ვარაუდობენ, რომ ზოგიერთ ცხოველს (მათ შორის ზღვის კუს) აქვს
დედამიწის მაგნიტური ველის შეცნობისა და ამ გრძნობის გამოყენების
უნარი ნავიგაციისთვის“.
4: პლანეტაზე უფრო მეტი ხეა, ვიდრე ვარსკვლავი მზის სისტემაში: NASA-
ს ექსპერტების აზრით, ირმის ნახტომის გალაქტიკაში 400 მილიარდამდე
ვარსკვლავია – ხოლო დედამიწაზე ხეების რაოდენობა, გამოთვლის
მიხედვით, 3 ტრილიონზე მეტია.
5: ქიმიურ ელემენტთა პერიოდულ სისტემაში ერთი ასო არ არსებობს: თუ
თქვენ სწავლობდით მეცნიერებას დაწყებითებში, დიდი ალბათობით,
შეგხვდებოდათ პერიოდული სისტემა, რომელიც შეიცავს ელემენტებთან
ასოცირებული ანბანური ასოების დიდ რაოდენობას (ან მრავალ ასო-
ნიშანს), თუმცა ერთი ანბანური ასო აკლია: ესაა – “J”.
6: წყალს შეუძლია ერთდროულად ადუღდეს და გაიყინოს: მეცნიერებაში
ცნობილია ე. წ. “სამმაგი წერტილი”, რომელიც მაშინ არსებობს, როდესაც
ტემპერატურა და წნევა შეესაბამება ნივთიერების სამი ფაზის (გაზის,
თხევადი და მყარი) თანაარსებობას თერმოდინამიკურ წონასწორობაში.
7. კოსმოსური ხომალდები ჩვენი მზის სისტემის კიდესკენ მიისწრაფიან:
New Horizons-ის ზონდი (რომელიც უკვე გაფრინდა პლუტონთან) 36,000
მილი/სთ სიჩქარით მოძრაობს. SR-71 Blackbird (ყველაზე სწრაფი
თვითმფრინავი დედამიწაზე) მოძრაობს 2,700 მილი/სთ სიჩქარით.
8. თუ ბურთს გადაგდების დროს დაატრიალებთ, ის გაფრინდება:
მაგნუსის ეფექტი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც მბრუნავი ობიექტის წინა
მხარეს ჰაერი ბზრიალის მიმართულებით მოძრაობს.
9. ბავშვებს უფრო მეტი ძვალი აქვთ, ვიდრე მოზრდილებს: ბავშვებს
დაბადებისას დაახლოებით 300 ძვალი აქვთ. ეს დამატებითი მოქნილობა
დაბადებიდან მოყვებათ და სწრაფ ზრდას უზრუნველყოფენ. ასაკთან
ერთად, ბევრი ძვალი ერთმანეთს შეეზრდება ხოლმე, რის შედეგადაც
მოზრდილების უმეტესობის ჩონჩხი 206 ძვლისაგან შედგება.
10. ეიფელის კოშკის მოცულობა იზრდება ზაფხულში: როდესაც
ნივთიერებები თბება, ნაწილაკები უფრო მეტად მოძრაობენ და უფრო დიდ
მოცულობას იკავებენ. ეს ეფექტი ყველაზე შესამჩნევი აირებშია, მაგრამ ის
ასევე მოქმედებს სითხეებსა და მყარ სხეულებზე. სწორედ ამ მიზეზით,
ზღვის ხიდები შენდება გაფართოების წერტილების გათვალისწინებით.
11. ზოგიერთი ქიმიკატი ჟანგბადთან ვერ თანაარსებობს: კალიუმი,
ნატრიუმი და ლითიუმი იმდენად რეაქტიულია, რომ ჰაერთან შეხებისას
იჟანგება. ეს იმიტომ ხდება, რომ მათ აქვთ გარე ელექტრონული გარსი,
ხოლო ტუტე ლითონები ამ გარსში შეიცავენ მხოლოდ ერთ ელექტრონს,
რომელსაც ისინი პირველივე შესაძლებლობისთანავე გადასცემენ სხვა
ელემენტს ელემენტარული შეკავშირებით.
12. ჰავაი ყოველწლიურად უახლოვდება ალასკას: დედამიწის ქერქი იყოფა
სეგმენტებად, რომლებიც ცნობილია როგორც ტექტონიკური ფილები.
ცხელი, ნაკლებად მკვრივი კლდოვანი ქანები ზემოთ იწევს, შემდეგ
ცივდება და ისევ ქვემოთ ჩადის. ამის შედეგია კლდოვანი ქანის (მის
ზემოთ ნიადაგის) მდებარეობის უმნიშვნელო ცვლილება. წყნარი ოკეანის
ფილები ნელ-ნელა ჩრდილოეთით მიიწევს ჩრდილოეთ ამერიკის
ფილებისკენ. ეს ნიშნავს, რომ ის ყოველწლიურად 7,5 სმ-ით უფრო
უახლოვდება მას.
13. სიცოცხლე დედამიწაზე 2,3 მილიარდ წელიწადში ვერ იარსებებს
ტემპერატურის გამო: დედამიწის ტემპერატურა ყოველწლიურად
იზრდება, როგორც განხილულია ჩვენს ბოლო ბლოგ პოსტში კლიმატის
ცვლილების შესახებ. ამ პერიოდის განმავლობაში, ტემპერატურა
საკმარისად მაღალი იქნება ოკეანეების აორთქლებისთვის და დედამიწა
გადაიქცევა უზარმაზარ უდაბნოდ, დღევანდელი მარსის მსგავსად.
14. სინათლეს მოღწევას მზიდან დედამიწამდე რვა წუთი სჭირდება:
სინათლე წამში 300 000 კმ-ს გადის. ჩვენსა და მზეს შორის არის
დაახლოებით 150 მილიონი კილომეტრი, ასე რომ ეს უდრის დაახლოებით 8
წუთს, 19 წამს.
15. ინფრაწითელი კამერები პოლარულ დათვებზე ნამდვილად არ
მოქმედებენ: პოლარული დათვები სითბოს შენარჩუნების ექსპერტები
არიან. მათ აქვთ მრავალი ფენა, რათა ცივი არქტიკული დღის
განმავლობაში შეინარჩუნონ მყუდროება.
16. დედამიწა არის მაგნიტი: დედამიწის შიდა ბირთვი არის მყარი რკინის
სფერო. ტემპერატურისა და სიმკვრივის ცვალებადობა ამ რკინაში
წრმოქმნის ელექტრო დენს. დედამიწის ბრუნვასთან ერთად ეს ქმნის
მაგნიტურ ველს, რომელსაც იყენებენ კომპასის ნემსები მთელ
მსოფლიოში.
17. ვენერა ბრუნავს საათის ისრის მიმართულებით: პლანეტების
უმეტესობა, მათ შორის დედამიწაც, საათის ისრის საწინააღმდეგო
მიმართულებით მოძრაობს, თუ ზემოდან დახედავთ. თუმცა არსებობს ორი
გამონაკლისი: ურანი ტრიალებს გვერდულად თავისი ორბიტის
სიბრტყიდან 90 გრადუსიანი კუთხით, ხოლო ვენერა ბრუნავს საათის
ისრის მიმართულებით. ეს, სავარაუდოდ, შორეულ წარსულში გიგანტურმა
ასტეროიდებმა გამოიწვია.
18. რწყილს შეუძლია უფრო სწრაფად აჩქარება, ვიდრე – კოსმოსურ შატლს:
ხტომის დროს რწყილი აღწევს დაახლოებით 8 სმ სიმაღლეს მილიწამში.
აჩქარება არის ობიექტის სიჩქარის ცვლილება დროთა განმავლობაში, რაც
გამოწვეულია გრავიტაციით (იზომება g-ებში). რწყილები აღწევენ 100 გ
სიჩქარეს, ხოლო კოსმოსური შატლის პიკი დაახლოებით 5 გ-ია.
19. ათი ყველაზე მძიმე ადამიანიდან 9 ამერიკელია: ყველაზე მძიმე წონა
აღენიშნებოდა ჯონ ბრაუერ მინოხს, რომელიც დაიბადა 1941 წელს და
იწონიდა 636 კგ.-ს. სინამდვილეში, 250 წლით დათარიღებულ ჩანაწერებში,
ტოპ 10 ყველაზე მძიმე ადამიანიდან ცხრა შეერთებული შტატებიდან იყო.
ერთი კი – მანუელ ურიბე – მექსიკიდან.
20. ტორნადოების რაოდენობის მიხედვით, აშშ პირველ ადგილზეა: აშშ-ში
უფრო მეტი ტორნადოს შემთხვევებია, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ სხვა
ქვეყანაში, რადგან „შტატების“ ცენტრში არის ერთი ტერიტორია, რომელიც
ცნობილია როგორც ტორნადოს ველი.