Skip to content Skip to sidebar Skip to footer

მკითხველთა მომსახურება

მკითხველთა რეგისტრაცია

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკით სარგებლობის მიზნით, რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. პროცედურა უფასოა. ბიბლიოთეკის მკითხველის ბარათის მისაღებად წარდგენილ უნდა იქნეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (12 წლამდე მოზარდების მხრიდან – მეურვის პირადობის მოწმობა). რეგისტრაციის გავლის შემდეგ, 16 წლამდე ასაკის მოსწავლეებს და საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს, შეუძლიათ ისარგებლონ მხოლოდ სამკითხველო დარბაზის მომსახურებით.

შესაძლებელია პროცედურის ელექტრონულად გავლაც. ბიბლიოთეკაში რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: რეგისტრაცია

საბიბლიოთეკო დოკუმენტის გატანა და დაბრუნება

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკიდან წიგნები გაიცემა (გატანის უფლებით) ერთდროულად არაუმეტეს 5 ერთეულისა, 1 თვის ვადით. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ბიბლიოთეკის და მკითხველის ინტერესებიდან გამომდინარე, დირექციის (დირექტორი ან დირექტორის მოადგილე) ნებართვით, დასაშვებია 5- ზე მეტი საბიბლიოთეკო დოკუმენტის გაცემა; წიგნის დაბრუნების თარიღის გადავადება შესაძლებელია ერთხელ, ორი კვირის ვადით, თუ მასზე ჯავშანი არ ფიქსირდება. მკითხველების მიერ ხშირად მოთხოვნადი წიგნი გაიცემა ერთჯერადად, ორი კვირის ვადით (გადავადების უფლების გარეშე). წიგნის დაბრუნების თარიღის გადავადების საჭიროება, მკითხველმა უნდა დააფიქსიროს: ადგილზე მოსვლით ან დისტანციურად: ბიბლიოთეკის საკონტაქტო ელ.ფოსტაზე abon@sciencelib.ge, ან Facebook მესენჯერში facebook.com/NSLGeorgia ან ცხელ ხაზზე დარეკვით 2 21 27 68 ბიბლიოთეკიდან გატანას არ ექვემდებარება: რარიტეტი, პერიოდიკა, ენციკლოპედიები, ლექსიკონები, ცნობარები, აუდიო მასალა; ფოტო და ფონო დოკუმენტები; მიკროფირები, CD-დისკების, აუდიო ჩანაწერები, პატენტები, სტანდარტები, ხელნაწერები და მათი ასლები.

საბიბლიოთეკო ერთეულის დაჯავშნა

ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში შესაძლებელია საბიბლიოთეკო ფონდში არსებული მასალების დაჯავშნა. მოთხოვნის მომენტისათვის ადგილზე არსებული მასალის ჯავშანი მოქმედებს არაუმეტეს 48 საათისა. სხვა შემთხვევაში (თუკი მასალა ადგილზე არ ფიქსირდება) ჯავშანი მოქმედებს ბიბლიოთეკაში წიგნის დაბრუნებიდან 3 დღის განმავლობაში. დადგენილი დროის ამოწურვის შემდეგ ჯავშანი ავტომატურად იხსნება. წიგნის დაჯავშნა შესაძლებელია ადგილზე მოსვლით ან დისტანციურად: ბიბლიოთეკის საკონტაქტო ელ.ფოსტაზე abon@sciencelib.ge, ან Facebook მესენჯერში facebook.com/NSLGeorgia ან ცხელ ხაზზე დარეკვით 2 21 27 68.

სამკითხველო დარბაზებით სარგებლობა

ბიბლიოთეკაში ფუნქციონირებს 2 სამკითხველო დარბაზი (ბიბლიოთეკის პირველ და მეორე კორპუსებში) და სასწავლო-სადისკუსიო დარბაზი (პირველ კორპუსში); მკითხველის მიერ დარბაზის ფონდიდან საბიბლიოთეკო დოკუმენტის გატანა არ არის ნებადართული (გარდა, მხატვრული ლიტერატურისა). დარბაზში შესაძლებელია ბიბლიოთეკის საცავში დაცული იმ საბიბლიოთეკო დოკუმენტებით სარგებლობაც, რომლის გატანის უფლებაც შეზღუდულია. სასწავლო-სადისკუსიო დარბაზში დასაშვებია ჯგუფური მუშაობის, დისკუსიებისა და სემინარების, აკადემიური, სასწავლო და შემოქმედებითი აქტივობების გამართვა. ორივე დარბაზი აღჭურვილია კომპიუტერული ტექნიკით (კომპიუტერები, პლანშეტები), ინტერნეტით და სასწავლო-სამუშაო საქმიანობის განხორცილებისთვის საჭირო ყველა სხვა ინვენტარით.

ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტის სერვისი (ბშა)

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა (ესბ) ახორციელებს ურთიერთობას სხვა ბიბლიოთეკებთან, სამკითხველო დარბაზში მკითხველთა საბიბლიოთეკო ერთეულებით უზრუნველყოფის მიზნით. მომსახურების განხორციელება ხდება მკითხველის მიერ მოთხოვნილი რესურსის ესბ-ში არ არსებობის შემთხვევაში. სხვა ბიბლიოთეკებიდან მოტანილი ლიტერატურით სარგებლობა მომხმარებელს შეუძლია ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში მოქმედ სამკითხველო დარბაზებში. შეკვეთის განხორციელება შესაძლებელია ადგილზე მოსვლით ან დისტანციურად: ბიბლიოთეკის საკონტაქტო ელ.ფოსტაზე abon@sciencelib.ge ან Facebook მესენჯერში facebook.com/NSLGeorgia ან ცხელ ხაზზე დარეკვით 2 21 27 68.