წვდომა ბიბლიოთეკიდან და დისტანციურად
ScienceDirect არის Elsevier-ის პლატფორმა ელექტრონული წვდომისთვის . მონაცემთა ბაზა მოიცავს 18 მილიონზე მეტ ჩანაწერს 4000-ზე მეტი აკადემიური ჟურნალიდან და 30000 სამეცნიერო ელექტრონული წიგნიდან. ჟურნალები დაჯგუფებულია ოთხ მთავარ განყოფილებად: ზუსტი მეცნიერებები და ინჟინერია; საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები და სამედიცინო, ჯანდაცვის მიმართულება. სტატიის სრულ ტექსტზე წვდომა შესაძლებელია PDF ან HTML ფორმატში. მანაცემთა ბაზაზე სრული წვდომა შესაძლებელია ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის კომპიუტერული ქსელიდან.
EBSCO Databases აერთიანებს სამედიცინო მიმართულების EBSCO-ს სხვადასხვა პაკეტს.
EBSCO Open Dissertations - EBSCO-ს ღია წვდომის დისერტაციები, ინსტიტუტებსა და სტუდენტებს სთავაზობს ინსტიტუციურ საცავებში დაცულ დისერტაციებსა და სამაგისტრო ნაშრომებზე ინოვაციურ წვდომას. OpenDissertations მუდმივად განახლებადი ბაზაა და მოიცავს ნაშრომებს მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დღემდე. ბაზა მკვლევრებს, ასევე, უზრუნველყოფს ციტირების ინდექსის ინსტრუმენტებით, რაც კვლევის ჩატარების დროს უფრო მარტივს ხდის.
Cambridge books Online - STM წიგნები საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიური და სამედიცინო თემატიკით; სახელმძღვანელოები და მონოგრაფიები მათემატიკის, ფიზიკისა და ასტრონომიის, ინჟინერიის, კომპიუტერულ მეცნიერებათა, ფსიქოლოგია-ფსიქიატრიის და სხვა მიმართულებით. მოცემულია 11 500-მდე წიგნის აკადემიური გამოცემა.
JSTOR e-books - მოიცავს 67000-ზე მეტ მაღალი ხარისხის ელ-წიგნების კოლექციას 100-ზე მეტი აკადემიური გამომცემლიდან. მათ შორისაა საუნივერსიტეტო გამომცემლობა, საჯარო პოლიტიკის ორგანიზაციები და დამოუკიდებელი გამომცემლობები. მიმართულებები: ანთროპოლოგია, ხელოვნების ისტორია, განათლება, ბიზნესი, ეკონომიკა, კინომცოდნეობა, ჯანდაცვა, ისტორია, ენა და ლიტერატურა, სამართალი, მუსიკა, ფილოსოფია, პოლიტიკური მეცნიერება, რელიგია და სოციოლოგია.
Edward Elgar Publishing Journals and Development Studies e-books - ჟურნალები ჰუმანიტარი და ეკონომიკური მიმართულებით. წიგნები საჯარო და სოციალური მმართველობის, კორპორაციული მართვის, მიგრაციის, ბიზნესისა და მენეჯმენტის, ინფრასტრუქტურის განვითარების, ინტელექტუალური საკუთრების კვლევათა შესახებ. წარმოდგენილია 1300-ზე მეტი წიგნი და 20-მდე სახელწოდების ჟურნალისერიული გამოცემა.
SAGE Premier - წარმოდგენილია სამეცნიერო, მაღალრეიტინგული ჟურნალები ჰუმანიტარული და სოციალურ მეცნიერებათა, ბიოლოგიურ, სამედიცინო და საინჟინრო ტექნოლოგიური სფეროებიდან. მოცემულია 1200-ზე მეტი დასახელების, სხვადასხვა წლების გამოცემული ნომრები.
e-Duke Journals Scholarly Collection - ჟურნალების გამოცემები მოიცავს ხელოვნების, ისტორიის, კულტუროლოგიის, პედაგოგიკის, ფილოსოფიის, სოციოლოგიის, გენდერის, რელიგიის საერთაშორისო და რეგიონალური მიმართულების კვლევების მიმართულებებს.
Royal Society Journals Collection - ჟურნალები ბიოლოგიური მეცნიერებების, ფიზიკის, მათემატიკის, ინჟინერიისა და მათი მომიჯნავე დისციპლინების შესახებ.
Cambridge Journals Online - ჟურნალები ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების, ისტორია, ენათმეცნიერება, ფილოსოფია, პოლიტიკა, სამართალი, მენეჯმენტის, აგრეთვე ასტრონომია, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ხელოვნება, მასმედია და კომუნიკაცია, გეოგრაფია და სხვა მრავალი მიმართულებით. წარმოდგენილია 530-ზე მეტი სახელწოდების ჟურნალს პერიოდული ნომრები.
Mathematical Sciences Publishers Journals - მოიცავს 17 რეფერირებად ჟურნალს მათემატიკისა და მისი მომიჯნავე დისციპლინების მიმართულებით. ძირითადი სფეროებია: სტატისტიკა, ანალიტიკა, ალგებრა, გეომეტრია, მექანიკა, ინჟინერია და სხვ.
ACM Digital Library - ბაზაში წარმოდგენილია ჟურნალები, საკონფერენციო მასალები, გაზეთები, ვებსაიტები და მულტიმედია ფაილები. აგრეთვე კომპიუტერული ლიტერატურის გზამკვლევები, და სხვა ციტირებულ ნაშრომები. ძირითადი მიმართულებაა საინფორმაციო ტექნოლოგიები, პროგრამული უზრუნველყოფა, მონაცემთა ანალიტიკა, ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება.
IMechE Journals - ჟურნალების ძირითადი მიმართულებაა მექანიკური ინჟინერია და სხვადასხვა საინჟინრო მიმართულება, მათ შორისაა: აეროკოსმოსური, საზღვაო, ნანოინჟინერიის, სამედიცინო, მანქანათმშენებლობის და სხვა დარგები. მოიცავს 20-მდე რეფერირებად ჟურნალს.
The Company of Biologists' Journals - სამეცნიერო ბაზა წარმოდგენილია ჟურნალით - უჯრედული მეცნიერების და ექსპერიმენტული ბიოლოგიის სფეროების შესახებ.
European Respiratory Journal - კლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინის მიმართულება - წარმოდგენილია სტატიები ბიოლოგიური, ეპიდემიოლოგიური, იმუნოლოგიური, ონკოლოგიური და სხვ. მიმართულებებით.
Openedition Journals - ძირითადად ფრანგულენოვანი ჟურნალების ბაზაა ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით. აბსტრაქტები მოცემულია სხვადასხვა ევროპულ ენებზე.
