- This event has passed.
ლევან გიგინეიშვილის საჯარო ლექცია
მაისი 23, 2023 @ 18:00 - 20:00
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ჩატარდა ლევან გიგინეიშვილის საჯარო ლექცია თემაზე – “კარლ პოპერის ღია საზოგადოება და პლატონი: დიდი წყალგამყოფი”
კარლ პოპერმა თავისი ცნობილი ნაშრომის „ღია საზოგადოება და მისი მტრები“ დიდი ნაწილი მიუძღვნა პლატონის მძაფრ კრიტიკას. პლატონური ხედვა სახელმწიფოზე და საერთოდ ადამიანთა საზოგადოებაზე, პოპერის აზრით, არის ანტიდემოკრატიული და ტოტალიტარული. საზოგადოების მოწყობის მოდელი, რომელსაც პლატონი ემხრობა და ამკვიდრებს თავის ნაშრომებში, არის ფუნდამენტურად ანტიჰუმანური, ანტიპროგრესული და, მეტიც, ანტიფილოსოფიური, რადგან ფილოსოფიის მთავარ იმპერატივს, ჭეშმარიტების ძიებას, ანაცვლებს საზოგადოების, პოლისის სტაბილურობის იმპერატივით.
ეს მოხსენება მიზნად ისახავს გაარკვიოს, არის თუ არა პლატონის კარლ პოპერისეული კრიტიკა ფილოსოფიურად გამართლებული და ობიექტური? ამ კითხვაზე მოხსენების პასუხი ბევრწილად უარყოფითია და აჩვენებს, რომ პოპერის კრიტიკა უმეტეს და უძირითადეს მომენტებში ტენდენციურია და აცდენილი პლატონის რეალურ მიზანდასახულობას. მეტიც, მოხსენებაში არის მცდელობა იმის ჩვენების, თუ რა ტიპის საფრთხეები – ანთროპოლოგიური და პოლიტიკური – შეიძლება ახლდეს პლატონის პოპერისეული „ეგზორციზმის“ მცდელობას.