Skip to content Skip to footer
Loading Events

« All Events

  • This event has passed.

შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიში

ოქტომბერი 18, 2023 @ 12:00 - 17:00

შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი თსუ
რექტორთან, აკადემიკოს ჯაბა სამუშიასთან ერთად, თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, ადმინისტრაციისა და სამეცნიერო-
კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ერთად
უნივერსიტეტსა და უმაღლესი განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე
იმსჯელა.
შეხვედრის მონაწილეებმა საუნივერსიტეტო სიახლეებსა და უმაღლესი განათლების
მიმართულებით განსახორციელებელ ინიციატივებზე ისაუბრეს, არსებულ
გამოწვევებზე იმსჯელეს და მათი დაძლევის გზები განიხილეს.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ადამიანური კაპიტალის განვითარების
ხელშეწყობაზე და აღნიშნა, რომ ამ მიზნით სამინისტრო, კერძო სექტორის
ჩართულობით, აქტიურად აგრძელებს მუშაობას სხვადასხვა მიმართულებით.
შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. მინისტრმა უნივერსიტეტის პროფესორ-
მასწავლებლების მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხა და მათ უმაღლესი
განათლების მიმართულებით სხვადასხვა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით
მიაწოდა ინფორმაცია.
მინისტრთან შეხვედრას თსუ-ს აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს
(სენატი) წევრები, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების დირექტორები, შვიდივე
ფაკულტეტის დეკანები, ცენტრალური და ფაკულტეტების ადმინისტრაციის
წარმომადგენლები ესწრებოდნენ

Details

Date:
ოქტომბერი 18, 2023
Time:
12:00 - 17:00
Event Category: