Skip to content
-
- სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის უფლება აქვთ აკრედიტირებულ,
ეროვნულ სამეცნიერო სასწავლებლის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და
დოქტორანტურის სტუდენტებს.
- სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის თემატიკა არის მიკრობული სამყარო,
მისით გამოწვეული დაავადებები, დიაგნოსტირება, მკურნალობა და პრევენციის
გზები.
- კონფერენციაში მონაწილოებისთვის დაიშვებიან სტუდენტები, რომელთა
მოხსენებას აქვს სამეცნიერო ხელმძღვანელის დადებითი შეფასება.
- მოხსენებაში წარმოადგენილი უნდა იყოს მონაწილის კვლევა და კვლევის
შედეგები.
- აუცილებელია, კონფერენციას ესწრებოდეს ხელმძღვანელი და/ან
თანახელმძღვანელი, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას მოსხენების
ავთენტურობასა და ეთიკურობაზე.
- მონაწილეობა ხდება ინდივიდუალურად, თუმცა რეფერატს შეიძლება ჰყავდეს
რამდენიმე თანაავტორი.
- რეფერატის წარდგენის წესი:
მოხსენების მოცულობა – 10-15 გვერდი (A4 ფორმატი), შრიფტი Sylfaen; ზომა 11;
ინტერვალი 1.15.
- რეფერატი უნდა გამოიგზავნოს არაუგვიანეს 11 დეკემბრისა. კონფერენციის
საორგანიზაციო კომიისისგან დადებითი პასუხის შემთხვევაში, გეცნობებათ
მეილზე და პრეზენტაცია უნდა მოგვაწოდოთ 16 დეკემბრის ჩათვლით.
- საკონფერენციო ნაშრომისა და ზეპირი პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმებია:
ა) თემის აქტუალობის წარმოჩენა;
ბ) მიღებული შედეგების ინტერპრეტირება და დასაბუთება;
გ) ნაშრომის აკადემიური და ტექნიკური შეფასება (მათ შორის, დაცულია თუ არა
ციტირება, მონაცემთა ანალიზის წესები).
- კონფერენციის მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ 10-15 წუთიანი მოხსენებები,
ზეპირი გამოსვლის სახით (შესაძლებელი იქნება Power Point-ის გამოყენება).
- სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება 26 დეკემბერს, დღის წესრიგი
და პროგრამა მონაწილეებს დამატებით ეცნობებათ წინასწარ, ელფოსტის
მეშვეობით.
- მონაწილეების რეფერატები აიკინძება და ელექტრონულად დაიდება
https://openjournals.ge-ზე.