- This event has passed.
ინფრასტრუქტურის განვითარება და ინტეგრაცია
ნოემბერი 18
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ორგანიზებით, გაიმართა პროექტის – „ინფრასტრუქტურის განვითარება და ინტეგრაცია “ საინფორმაციო შეხვედრა.
დისტანციურ ფორმატში გამართულ შეხვედრას დაესწრო საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და კვლევითი ინსტიტუტის 45-მდე წარმომადგენელი. მათ მიიღეს დეტალური ინფორმაცია პროექტის, თანამშრომლობის ფორმატსა და Openscience.ge პლატფორმის შესაძლებლობების შესახებ.
პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის Datacite Global Access Fund (GAF) – ის მიერ და ახორციელებს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა.
პროექტი ითვალისწინებს ეროვნული დონის სამეცნიერო ღია წვდომის ციფრული რეპოზიტორიუმის (Openscience.ge) განვითარებას, რომელიც გააერთიანებს საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვლევითი ინსტიტუტების მკვლევართა პროფილებს, მათ ნაშრომებსა და ინფორმაციას ორგანიზაციულ სტრუქტურულ ერთეულებზე.