აღწერა
ჩვენს ბიბლიოთეკას წილად ხვდა პატივი, მიეღო საჩუქარი – კომიქსების წიგნი „ღმერთთა სიყვარულის, ცრემლისა და გამბედაობის ამბავი“ (2 ეგზემპლარი).
“კოჯიკის კომიქსი” ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცა, 2025 წლის 27 თებერვალს, იაპონიის საელჩოში გამართულ მისი უდიდებულესობის იაპონიის იმპერატორის დაბადების დღის აღსანიშნავ მიღებაზე, რომელსაც უმასპინძლეს საქართველოში იაპონიის სრულუფლებიანმა ელჩმა მისმა უმაღლესობა იშიზუკა ჰიდეკიმ და ქალბატონმა იშიზუკა ჩიეკომ.
ჩვენს ბიბლიოთეკაში იაპონური კუთხე უკვე წლებია არსებობს და აქტიურად ვცდილობთ ჩვენი მკითხველი იაპონურ კულტურას ვაზიაროთ. მიღებული საჩუქარი ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის არა მხოლოდ გაამდიდრებს იაპონური კუთხის კოლექციას, არამედ ხელს შეუწყობს ჩვენს საქმიანობას იაპონური კულტურის პოპულარიზაციის მიმართულებით. ეს წიგნი ჩვენთვის ღირსეული შენაძენია და საშუალებას გვაძლევ, გავაგრძელოთ ჩვენი მკითხველისთვის იაპონური კულტურის საინტერესო სამყაროს გაცნობა.
გულწრფელ მადლობას ვუხდით იაპონიის საელჩოს შესანიშნავი საჩუქრისთვის!