Skip to content Skip to sidebar Skip to footer

მიკროპლასტმასა ადამიანის კანში, პეპლის ნეიროგენეზისი, ქოლესტერინი ღვიძლში… სამეცნიერო მოვლენების ამსახველი კადრები არამხოლოდ საინტერესო,  ლამაზიც შეიძლება იყოს. sciencefocus.com – ზე გამოქვეყნებულ სტატია  ჟურნალ wellcome-ის ფოტოკონკურსზე მიღებული მასალით მომზადდა და მიკროსკოპული სამყაროს სილამაზე ასახა.

კონკურსმა  განსხვავებული სფეროები მოიცვა –  ფსიქიკური ჯანმრთელობიდან  ფიზიკურ შესაძლებლობებამდე.

წლევანდელი შემოქმედებითი პაექრობა სამეცნიერო ესთეტიკითა და სამედიცინო მდგომარეობების გასაოცარი დეტალების აღწერით გამოირჩეოდა.

მოყვავილე ბარიერი – ავტორი: ლუსი ჰოლანდი

ფოტოზე გამოსახულია ჩვილის ორგანიზმიდან ამოკვეთილი ქსოვილის ნიმუში. ბავშვს ჰიშპრუნგის დაავადება აქვს, რომელიც ორგანიზმში უჯრედულ ცვლილებას იწვევს და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას უშლის ხელს.

 პეპლიდან ადამიანამდე – ავტორი: ამაია ალკადე ანტონი

პეპლის ტვინი მეტამორფოზის დროს, როცა ახალი ნეირონები იბადება. ამ პროცესს   ნეიროგენეზისი ჰქვია და  ბევრ სახეობაში  განვითარებისა და მოწიფულობის დროს ვითარდება. ნეიროგენეზისის  შესწავლას  ნერვული სისტემის ჩამოყალიბების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოცემა შეუძლია.

მიკროპლასტმასა ძუძუმწოვრის კანში – ავტორები: სტივენ პატრიკი და ოლუმიდ ოგუნლეიდი

პირველი წარმატებული არაინვაზიური სურათი, სადაც  ცოცხალი თაგვის კანის ღრმა ფენაში პლასტმასას ნაწილაკებიც ჩანს.  ფოტოაკუსტიკური სურათის შექმნის მეთოდი მკვლევარებმა ლაზერისა და ხმოვანი ტალღების გენერაციის საშუალებით შეიმუშავეს, რამაც  მიკროპლასტმასას ვიზუალიზაცია გახადა შესაძლებელი. ფოტოზე არსებული ფირუზისფერი ტონი მიკროპლასტმასაა.   

ქოლესტერინი ადამიანის ღვიძლში – ავტორი: სტივ გშმაისნერი

ფოტოზე ცისფერ ფერში გამოსახულია ქოლესტერინის კრისტალი, იასამნისფრად კი ლიპიდებით დატვირთული ღვიძლის უჯრედები, რომელიც ადამიანის ორგანიზმიდან არის ამოღებული.

წყალქვეშა ცხელება –  ავტორები: ჯანდერ მატოსი და ხოაკიმ ნასიმენტო

ფოტოზე ვხედავთ ეგვიპტური კოღოს კვერცხს, რომელიც ზიკასა და დენგეს ვირუსების გადამტანია. ყვითელი ბუსუსები მას  წყლის გარეშე გადარჩენასა და სხვადასხვა ზედაპირზე მიმაგრებაში ეხმარება.

ორგანოიდი – ავტორები: ფოტოგრაფი ოლივერ მეკესი და ბილოოგი ნიკოლ ოტავა

ფოტოზე ორგანოიდი ჩანს, რომელიც  საშვილოსნოს ლორწოვან გარსის ფორმას იმეორებს.

ჩუმი მკვლელიავტორი მარინა ვიტაგლიონი 

მარინა ვიტაგლიონის, მეცნიერ პოლ ჯონსონის, ლორა ბიუკენენის, სტეფანი რაიტის  და ჯოზეფ ლევერმორის კოლაბორაცია. ფოტოზე დაბინძურებული ჰაერის  ნაწილაკები ჩანს (ნაწილაკები გადიდებულია, მათი რეალური დიამეტრი 0.01 მმ ზე ნაკლებია).ფოტო გადაღებულია ბრიქსფტონის გზაზე, ციანოტიპის მეთოდით.

ყინულისა და ცეცხლის ქორნიკები – ავტორები: ინგრიდ ავგუსტო, კილდარ როჩა დე მირანდა და ვანია და სილვა ვიეირა

ტრიპანოსომა კრუზის პარაზიტი, რომელიც ჩაგასის დაავადებას იწვევს. პარაზიტი  ორგანიზმში  მწერის ნაკბენით ან დაბინძურებული საკვებით ხვდება და დროთა განმავლობაში  გულის დაზიანება ან  საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების გამოწვევა შეუძლია, განსაკუთრებით მაშინ, თუ პაციენტი არ მკურნალობს.

ნემოს ბაღი –  ავტორი: ჯაკომო ორლანდო

„ნემოს ბაღი“ მსოფლიოს პირველი სასათბურე სისტემაა, რომელიც  ლიგურიაში, იტალიაში მდებარეობს და  ფერმერული პრობლემების გადაჭრის მიზნით, განსაკუთრებით კი მომავალი სირთულეების საკვლევად შეიქმნა. ფოტოზე ასახულია  მცენარეთა ანტიოქსიდანტური შემადგენლობების კვლევა.

ოცნება წყლის განკურნებაზე ავტორი: კირილ ჯაზბეკი

კორდილერა ბლანკას მთებზე სწრაფად მდნობი მყინვარების გავლენა საფრთხეს უქმნის წყალს და მას მძიმე მეტალებით აბინძურებს. პერუში მსოფლიოს ტროპიკული მყინვარების უდიდესი ნაწილია თავმოყრილი და სასიცოცხოდ მნიშვნელოვან წყლის მარაგს ფლობს. კლიმატის ცვლილების გამო, 1970 წლის  შემდეგ  ზედაპირის 40 % განადგურდა.

სტერეო ელექტროენცეფალოგრამა – ავტოპორტრეტი,  ავტორი: მუირ ვიდლერი

ფოტო – გადაღებულია ტვინში ელექტროდების იმპლანტაციის მიზნით ჩატარებული ქირურგიული პროცედურის შემდეგ, რომელსაც იმ სახის ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებს უტარებენ, რაც მედიკამენტით ვერ კონტროლდება. იმპლანტი ტვინის იმ უბნის სურათის ასახვისთვის  გამოიყენება, რომელიც შეტევას იწვევს. ვიდლერმა ფოტო ელექტროდების შეყვანის პირველ დღეს გადაიღო და შემდეგ კიდევ 7 დღე უნდა ჰქონოდა მოთავსებული.

სიცოცხლის ძიება – ავტორი: – სენდიპანი ჩატოპედი 

ფოტოზე ვხედავთ ადგილობრივებს, რომლებიც  ინდოეთში, დასავლეთ ბენგალის რაიონში პურულიას მდინარის კალაპოტიდან წყალს აგროვებენ.

კლიმატის ცვლილების გამო, მუსონების სეზონი უფრო არარეგულარული ხდება, რაც მდინარეების დაშრობას და სასმელი წყლის დეფიციტს იწვევს.

ეს არის ენდომეტრიოზი – ავტოპორტრეტი  5 წლის შემდეგ – ავტორი: ჯორჯი ვილემანი

ავტოპორტრეტი გადაიღო ბრიტანელმა ფოტოგრაფმა, რომელზეც მისი ენდომეტრიოზის გამო გაკეთებული ქირურგიული ოპერაციების შედეგად დატოვებულ ნაიარევებს ვხედავთ. ენდომეტრიოზი მსოფლიოში ათიდან ერთ ქალს აწუხებს  და ამ მდგომარეობას ხშირად  „მტკივნეულ მენსტრუაციას“ უწოდებენ, თუმცა ენდომეტრიოზი  ბევრად რთული დაავადებაა და მრავალი ტიპის დაზიანების გამოწვევაც შეუძლია. 

ლამაზი კატასტროფა –   ავტორი: ალექსანდრუ პოპესკუ

ეს საჰაერო ფოტო რუმინეთში, ტრანსილვანიაში, ყოფილ სოფელ გემანას ასახავს.

1977 წელს,  პრეზიდენტმა ჩაუშესკუმ  1000 მოსახლის ევაკუაციის ბრძანება გასცა, რათა   როსია პოიენის სპილენძის მაღაროების ტოქსიკური ნარჩენების შესანახი ტბის დაგუბება შეძლებოდა. ტბა, რომელიც წელიწადში 100 სმ-ით იზრდება, დიდ გავლენას ახდენს ადგილობრივი მიწისქვეშა წყლების ხარისხზე დიდ გავლენას ახდენს.