Loading Events

« All Events

  • This event has passed.

წლის საუკეთესო მიღწევა

იანვარი 15 @ 08:00 - 17:00

2025 წლის 23 დეკემბერს ეროვნულმა  სამეცნიერო ბიბლიოთეკამ  სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებს უმასპინძლა შეხვედრაზე  – „წლის საუკეთესო მიღწევა“. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა აუდიტორიას 2025 წელს განხორციელებული მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიღწევები გააცნეს და დარბაზის კითხვებსაც უპასუხეს. შეხვედრა ინფორმაციით დატვირთული,  თბილი და ინტერაქციული გამოდგა.

ღონისძიების მიზანი სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროს თანამშრომლობის ხელშეწყობა და მათი ერთ სივრცეში შეკრება იყო, ღია მეცნიერების პრინციპების პოპულარიზაციისთვის.

რადგან ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ღია მეცნიერების აქტიურ მხარდამჭერად პოზიციონირებს, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომ კვლევით პრაქტიკასაც ხელს უწყობს, შესაბამისად, მსგავსი პროექტების საშუალებით, ერთობლივი სამეცნიერო პროექტების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის საჭირო საერთო სივრცის შექმნას ცდილობს.