Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ამ პროექტის კოორდინატორი კი ქართველი მეცნიერი, ჟენევის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ეკატერინე ბერიშვილია.

მნიშვნელოვანია, რომ პირველი ტიპის დიაბეტი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ამ ეტაპზე განუკურნებელია და პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ინსულინის მიღებით იმართება.

ინსულინის  ინექციების გარდა, აქამდეც არსებობდა მკურნალობის სხვა მეთოდი – პანკრეასის უჯრედების გადანერგვა, თუმცა დონორთა რიცხვი მცირეა, პაციენტები კი იმუნოსუპრესანტებზე ხდებიან დამოკიდებულნი.

VANGUARD-ის ცოცხალი იმპლანტი იმით გამოირჩევა, რომ ორგანიზმს სისხლში შაქრის დონის დამოუკიდებლად დარეგულირების უნარს დონორზე მუდმივი დამოკიდებულების გარეშე უბრუნებს.

„ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა ბიოხელოვნური პანკრეასი, კონსტრუქცია, რომელიც ინსულინის მწარმოებელ უჯრედებს შეიცავს და აღადგენს სისხლში შაქრის ნორმალურ დონეს ისე, რომ პაციენტი არ გახდეს დამოკიდებული დონორის ორგანოზე და არც მისი იმუნური სისტემის დათქგუნვა იყოს საჭირო“. – განაცხადა ეკატერინე ბერიშვილმა.

პროექტზე მუშაობისას, შექმნეს ადამიანისა და ღორის სისხლძარღვებით გამდიდრებული ორგანოიდების კლასტერების 3D მოდელები – რის საფუძველზეც შესაძლებელია ბიოხელოვნური პანკრეასის კონსტრუქციის შექმნა.

განსხვავებულ სახეობებს შორის ორგანოების გადანერგვის ანუ ქსენოტრანსპლანტაცის მეთოდი  დონორთა სიმცირის პრობლემას აგვარებს და პირველი ტიპის დიაბეტისა თუ სხვა დაავადებების მკურნალობის შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ზრდის.

წყარო: New Generation Cell Therapy: Bioartificial Pancreas to Cure Type 1 Diabetes