Skip to content Skip to footer

თეზისები – ქართულ-გერმნული ლიტერატურული და კულტურული ურთიერთობები

კატეგორია: Product ID: 56079

აღწერა

ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, 6 ნოემბერს, ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – ქართულ-გერმნული ლიტერატურული და კულტურული ურთიერთობები: ისტორია და პერსპექტივები გაიმართა.

კონფერენცია მიეძღვნა საქართველოსა და გერმანულენოვან სამყაროს შორის არსებულ მრავალმხრივი აკადემიური და კულტურული ურთიერთობების კვლევას, მათი ისტორიული განვითარების გააზრებასა და თანამედროვე სამეცნიერო პერსპექტივებს.

 

ჩამოტვირთეთ წიგნი: თეზისები – ქართულ-გერმნული ლიტერატურული და კულტურული ურთიერთობები: ისტორია და პერსპექტივები

 

ლიტერატურის სექცია ატარებს ცნობილი ქართველი გერმანისტისა და მთარგმნელის, რევაზ (ბუბა) ყარალაშვილის სახელს, რითაც პატივს მიაგებს მის განსაკუთრებულ წვლილს ქართულ-გერმანული კულტურული და სამეცნიერო ურთიერთობების განვითარებაში.

წლევანდელი კონფერენცია მიეძღვნა ორ გამოჩენილი მეცნიერს – ივანე ჯავახიშვილსა და ადოლფ ფონ ჰარნაკს. 2026 წელს აღინიშნება ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150-ე და ადოლფ ფონ ჰარნაკის – 175-ე წელი. ორივე მეცნიერმა განსაკუთრებული კვალი დატოვა ქართულ-გერმანული ურთიერთობების  განვითარებაში.

კონფერენციაში მონაწილეობა შეეძლოთ უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულებების აკადემიურ პერსონალს, დოქტორანტებს, ახალგაზრდა მეცნიერებს (მკვლევრებს, რომელთაც დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი მიენიჭა 2019 წლის შემდეგ).