![Loading Events](https://sciencelib.ge/wp-content/plugins/the-events-calendar/src/resources/images/tribe-loading.gif)
- This event has passed.
თეზისი სამ წუთში
თებერვალი 29 @ 8:00 am - 5:00 pm
![](https://sciencelib.ge/wp-content/uploads/2024/02/414694240_746367127523630_1741527824829244752_n.jpg)
ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ჩატარდა დოქტორანტების ნაშრომების კონკურსი: „თეზისი სამ წუთში”.
,,თეზისი სამ წუთში“ სამეცნიერო კვლევითი ნაშრომების კონკურსია, რომლის ფარგლებშიც მონაწილემ 3 წუთში ერთი სლაიდით უნდა შეძლოს კვლევითი ნაშრომის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტების პრეზენტაცია.
25 დეკემბერს გაიმართა კონკურსის დასკვნითი ღონისძიება, პრეზენტაციების წარდგენა და დაჯილდოება. ღონისძიებაზე პროექტში მონაწილე 40-მდე დოქტორანტმა 6 წევრისგან შემდგარი ჟიურის წინაშე წარადგინა თავიანთი სადოქტორო კვლევები.
პროექტის ფარგლებში გამოვლინდა 3 გამარჯვებული (ჟიურის გადაწყვეტილებით) და ბიბლიოთეკის რჩეული. გამარჯვებულ დოქტორანტებს გადაეცათ ფულადი პრიზები:
•
ადგილი: ზურაბ ოქროპირიძე – თემა: ” ქართული ენის მორფოსინტაქსურ და პროსოდიულ მახასიათებელთა ურთიერთმიმართების ანალიზი” – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
![1️⃣](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t7a/1/16/31_20e3.png)
•
ადგილი: თამარ კაპანაძე – თემა: ” ქართული გალობის სწავლების საკითხები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებით (1-6 კლასები) და საბაზო (7-9 კლასები) საფეხურზე” – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
![2️⃣](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t99/1/16/32_20e3.png)
•
ადგილი: ლია აბლოთია – თემა: ” სპეციალიზებული სასამართლოების შექმნის აუცილებლობა და დამკვიდრების პერსპექტივები საქართველოში” – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
![3️⃣](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tb8/1/16/33_20e3.png)
ბიბლიოთეკის რჩეული – გიორგი ჭოლაძე – თემა: “პრე და პოსტ COVID არითმული მდგომარეობები ქართველ პოპულაციაში” – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი