Skip to content Skip to footer
Loading Events

« All Events

  • This event has passed.

კონფერენცია „ბიომრავალფეროვნება მეცნიერების ფოკუსში“

ივნისი 27 @ 08:00 - 17:00

კონფერენცია „ბიომრავალფეროვნება მეცნიერების ფოკუსში“
  1. სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის უფლება აქვთ აკრედიტირებული სასწავლებლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს, ახალგაზრდა მეცნიერებს (დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი მიენიჭა 2018 წლის 10 ნოემბრის შემდეგ)
  2. კონფერენციის თემატიკა მოიცავს ბიომრავალფეროვნების კვლევის თანამედროვე გზებს, ეკოსისტემების მნიშვნელობას, მათი დაცვის აუცილებლობას, გადაშენების პირას მყოფი სახეობების შენარჩუნების სტრატეგიებს, კლიმატის ცვლილებისა და ადამიანის ზემოქმედების გავლენას გარემოზე, ასევე ბიომრავალფეროვნების დაცვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ და სოციალურ საკითხებს.
  3. მოხსენებაში წარმოადგენილი უნდა იყოს მონაწილის კვლევა და კვლევის შედეგები.
  4. მონაწილეობა ხდება ინდივიდუალურად, თუმცა რეფერატს შეიძლება ჰყავდეს რამდენიმე თანაავტორი.
  5. აბსტრაქტის წარდგენის წესი:

აბსრტაქტის მოცულობა – არაუმეტეს 300 სიტყვა ქართულად, შრიფტი Sylfaen;  ზომა 11;  ინტერვალი 1.15. აბსტრაქტი წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზეც.

  1. კომპეტენტური ჟიურის მიერ მოხდება ნაშრომების გადარჩევა, საუკეთესო ნაშრომები შეირჩევა ზეპირი მოხსენებისთვის, ნაწილი ნაშრომებისა შერჩეული იქნება პოსტერული მოხსენებისთვის, დეტალები დამატებით გეცნობებათ მეილზე.
  2. საკონფერენციო ნაშრომისა და ზეპირი პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმებია:

ა) თემის აქტუალობის წარმოჩენა;

ბ) მიღებული შედეგების ინტერპრეტირება და დასაბუთება;

გ) ნაშრომის აკადემიური და ტექნიკური შეფასება (მათ შორის, დაცულია თუ არა ციტირების, მონაცემთა ანალიზის წესები).

  1. კონფერენციის მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ 10-15 წუთიანი მოხსენებები, ზეპირი გამოსვლის სახით (შესაძლებელი იქნება Power Point-ის გამოყენება) ან პოსტერული მოხსენება
  2. კონფერენციის თარიღებია:
  • რეგისტრაცის და აბსტრაქტების გამოგზავნის ვადა- არაუგვიანეს 20 ოქტომბრისა  ელ-ფოსტაზე- maka.l@sciencelib.ge
  • ჟიურის მიერ ნაშრომების შეფასების ვადა – 27 ოქტომბერი, შედეგები გეცნობებათ ელ-ფოსტაზე.
  • პრეზენტაციის გამოგზავნის ვადა – 3 ნოემბერი 18:00სთ
  • კონფერენციის პროგრამა გადმოგეგზავნებათ 5 ნოემბერს.
  • კონფერენცია ჩატარდება 10 ნოემბერს.
  1. ზეპირი მომხსნებელების რეფერატები აიკინძება  და ელექტრონულად დაიდება https://openjournals.ge-ზე.
  2. კომპედენტური ჟიურის მიერ შერჩეული 3 ნაშრომი გამოქვეყნდება openscience.ge, რომელიც ინტეგრირებულია ღია მეცნიერების ღრუბელში (EOSC).

Details

Date:
ივნისი 27
Time:
08:00 - 17:00
Event Category: