- This event has passed.
ტრენინგი 3D მოდელირება და ბეჭდვა
სექტემბერი 14, 2023 @ 3:00 pm - 6:00 pm
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა მეშვიდე და მერვე კლასის სკოლის მოსწავლეებისთვის იწყებს სასწავლო ტრენინგს: „3D მოდელირება და ბეჭდვა”.
სასწავლო კურსის მონაწილეები შეისწავლიან 3D მოდელირების და ბეჭდვის საწყისებს.
3D პროგრამაში “Tinkercad” შექმნიან სხვადასხვა სირთულის და დანიშნულების მოდელებს, რომლებსაც შემდეგ 3D პრინტერზე დაბეჭდავენ.
კურსის შემადგენელი დავალებები და პროექტები მონაწილეებს დაეხმარებათ განავითარონ მათემატიკური აზროვნება და ვიზუალურ სივრცითი უნარები. 3D პრინტერთან ურთიერთობა კი საშუალებას მისცემთ შეისწავლონ მაღალტექნოლოგიური დანადგარის მუშაობის პრინციპები და გააუმჯობესონ მექანიკური უნარები.
ტრენინგზე დასწრება უფასოა. მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია და შეირჩევიან გასაუბრებისა და ტესტირების საფუძველზე.
სასწავლო კურსი მოიცავს 16 შეხვედრას
ტრენინგი ჩატარდება კვირაში ორჯერ (1 შეხვედრის ხანგრძლივობა: 1სთ)
პირველი ჯგუფი – სამშაბათი- 16:00 სთ,
პარასკევი – 15:00 სთ
მეორე ჯგუფი- სამშაბათი-17:00 სთ,
პარასკევი-16:00 სთ
ტრენერი: ივანე ნაზღაიძე – 3D დიზაინერი.
მსურველებმა 20 სექტემბრის ჩათვლით შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა:
https://forms.gle/kPaRLHpEJbVZmV84A
ტრენინგი ჩატარდება ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის შენობაში, მისამართი: მ. ალექსიძის II შესახვევი N3