- This event has passed.
ტრენინგი – სკოლის თანამედროვე ბიბლიოთეკარი
დეკემბერი 18, 2023 @ 10:00 - დეკემბერი 20, 2023 @ 16:00
18, 19 და 20 დეკემბერს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა აცხადებს ტრენინგს სკოლის ბიბლიოთეკარებისათვის
თანამედროვე სკოლაში ბიბლიოთეკას როგორც ცოდნის მიღების განსაკუთრებულ სივრცეს გამორჩეული ადგილი უკავია. ამ ადგილის უნიკალურობას სხვადასხვა რესურსებთან ერთად კვალიფიციური ბიბლიოთეკარი განაპრობებს, რომელიც თავისი საქმიანობით არის პედაგოგის თანამოაზრე და გულშემატკივარი, მოსწავლის კონსულტანტი და მშობლის მეგობარი. ეს ტრენინგიც სწორედ იმაზეა, თუ როგორ ჰყავდეს სკოლას ამ უნარების მქონე ბიბლიოთეკარი.
ტრენინგის მიზანია, მონაწილეებს მისცეს თანამედროვე ბიბლიოთეკის კვალიფიციური თანამშრომლის უნარები, მიაწოდოს აუცილებელი და უახლესი ინფორმაცია ინტერნეტში განთავსებული ელექტრონული რესურსების და სასწავლო მასალების გამოყენების, ფონდების, საბიბლიოთეკო პროგრამების, ეფექტური კომუნიკაციის და სხვადასხვა ინიციატივების და ღონისძიებების მართვის თაობაზე.
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილე თავისუფლად გამოიყენებს ინფორმაციული წიგნიერების მეთოდებს, ექნება უნარები დამოუკიდებლად შეძლოს უახლეს საბიბლიოთეკო სისტემაში მუშაობა, ქართულ და უცხოურ ელექტრონულ მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის მოძიება, საბიბლიოთეკო ერთეულების სწორი ორგანიზება, ბიბლიოთეკის სამოქმედო გეგმის, ბიუჯეტის და წლიური ანგარიშების მომზადება.
კურსის შინაარსი :
• შესავალი და მონაწილეთა გაცნობა;
• ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა OpenBiblio;
• ელექტრონული მონაცემთა ბაზები, ინფორმაციული წიგნიერება, RemoteXs;
• საბიბლიოთეკო მენეჯმენტი;
• კლასიკური საბიბლიოთეკო საქმე (ფონდების დაკომპლექტება, UDC, ფონდების მართვა);
• მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია, მომხმარებლის ჩართულობა ბიბლიოთეკაში;
• საბიბლიოთეკო სივრცის ორგანიზება და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვა და მართვა.
• შესავალი და მონაწილეთა გაცნობა;
• ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა OpenBiblio;
• ელექტრონული მონაცემთა ბაზები, ინფორმაციული წიგნიერება, RemoteXs;
• საბიბლიოთეკო მენეჯმენტი;
• კლასიკური საბიბლიოთეკო საქმე (ფონდების დაკომპლექტება, UDC, ფონდების მართვა);
• მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია, მომხმარებლის ჩართულობა ბიბლიოთეკაში;
• საბიბლიოთეკო სივრცის ორგანიზება და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვა და მართვა.
კურსის დასრულების შემდგომ მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.
ტრენინგის ხანგრძლივობაა 3 დღე (18, 19, 20 დეკემბერი), 16 აკადემიური საათი.
ტრენინგები ჩატარდება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში (მერაბ ალექსიძის II შესახვევი N3, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 15 დეკემბერი.
ღირებულება 100 ლარი.
რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს :https://forms.gle/B7pfnzYtpVeVPbpCA
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 557 29 22 10