Крупные выигрыши и хорошее настроение ждёт в casino Vavada! Для новых клиентов подготовлены специальные бонусы и условия – 100 бездепозитных спинов и 100% к первому депозиту. Заходи на лицензированный портал и поднимай кеш.

Skip to content Skip to footer
Loading Events

« All Events

  • This event has passed.

წლის საუკეთესო მიღწევა

დეკემბერი 18, 2023 @ 11:00 am - 6:00 pm

წლის საუკეთესო მიღწევა

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 2023 წლის 18 დეკემბერს  საქართველოს
სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა  და უმაღლესი სასწავლო
დაწესებულებებისთვის ატარებს რიგით მეხუთე შეხვედრას თემაზე –
„წლის საუკეთესო მიღწევა“.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ პრეზენტაცია
2023 წლის განმავლობაში განხორციელებული მხოლოდ ერთი
მნიშვნელოვანი მიღწევის შესახებ, რასაც ისინი განსაკუთრებულად მიიჩნევენ.
(სასწავლო დაწესებულებებმა თითოეული ფაკულტეტიდან უნდა წარმოადგინონ
მხოლოდ ერთი პრეზენტაცია!).
ღონისძიება ტარდება  საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
მხარდაჭერით!
შეხვედრის მიზანია, ხელი შეუწყოს სამეცნიერო და საგანმანათლებლო
საქმიანობაში ჩართულ პირებს შორის თანამშრომლობას, შეკრიბოს სხვადასხვა
ინსტიტუტის წარმომადგენლები ღია მეცნიერების პრინციპების
პოპულარიზაციისთვის.
ჩვენ, როგორც ღია მეცნიერების მხარდამჭერი ორგანიზაცია, ხელს ვუწყობთ
გამჭვირვალე და ხელმისაწვდომ კვლევით პრაქტიკას. ამ პროექტის საშუალებით
ჩვენ ვცდილობთ, შევქმნათ საერთო სივრცე ერთობლივი სამეცნიერო პროექტების
დაგეგმვისა და განხორციელებისთვის.
მონაწილეობის მიღებისთვის აუცილებელია რეგისტაციის გავლა ბმულზე:
https://shorturl.at/cLPTV
თქვენ მიერ მოწოდებული პრეზენტაცია უცვლელად  განთავსდება ეროვნული
სამეცნიერო ბიბლიოთეკის მიერ შექმნილ ელექტრონულ ჟურნალში.
მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ,  2023 წლის  4 დეკემბრამდე მოგვაწოდეთ
თქვენი პრეზენტაციის ელ.ვერსია. მასალა უნდა იყოს pdf. ფორმატში, არაუმეტეს  12
სლაიდისა, სადაც პირველ  სლაიდზე განთავსდება ინფორმაცია ორგანიზაციის
შესახებ და ასევე  სათაური წლის საუკეთესო მიღწევის.
ბოლო ერთ სლაიდზე – ორგანიზაციის რეკვიზიტები და  საკონტაქტო ინფორმაცია.
ხოლო, საპრეზენტაციო თემა უნდა შეადგენდეს 10 სლაიდს.
გთხოვთ, გაეცნოთ პრეზენტაციის რეგლამენტს:
·         10 წუთი პრეზენტაციის წარდგენა;
·         5 წუთი კითხვა- პასუხი.
ღონისძიების რეგლამენტის დაცვა სავალდებულოა!

პრეზენტაციის წარდგენა შეუძლია ორგანიზაციის ნებისმიერ თანამშრომელს, გარდა
ხელმძღვანელი პირისა.

ღონისძიებაში  მონაწილეთა რიგითობა განისაზღვრება მოწოდებული ინფორმაციის
თანმიმდევრობის მიხედვით.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
         ელ-ფოსტა: infopr@sciencelib.ge
         მობილური: 593 40-11-31 – თამარი ჩიხლაძე

Details

Date:
დეკემბერი 18, 2023
Time:
11:00 am - 6:00 pm
Event Categories:
,

Как выбрать игровой автомат и играть на Вавада бесплатно. Вэлкомпак за активность, рейтинг лучших турниров. Программа лояльности, партнёрка, приложение для IOS и Android.

Что дает клиентам Вавада официальный Vavada casino. Как пройти регистрацию и вход, получить 100 фриспинов без депозита и выиграть машину. ТОП слотов, описание актуальных бонусов.