Skip to content Skip to footer
Loading Events

« All Events

  • This event has passed.

,,წიგნები მეტი მკითხველისთვის”

მარტი 12

 12 მარტს, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის წარმომადგენლები პროექტის ფარგლებში – „წიგნები მეტი მკითხველისთვის“ ესტუმრნენ დუშეთის მთავარ ბიბლიოთეკას და საჩუქრად გადასცეს სხვადასხვა სფეროს საინტერესო გამოცემები.
 ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის პროექტის – „წიგნები მეტი მკითხველისთვის“ მიზანია ცოდნისა და განათლების ხელშეწყობა, ამიტომ მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია გავზარდოთ წიგნებზე ხელმისაწვდომობა.
  განსაკუთრებული მადლობა დუშეთის ბიბლიოთეკას და მის დირექტორს ქალბატონ ნაირა თეთრუაშვილს გულთბილი მიღებისთვის! თქვენი სტუმართმოყვარეობა, სიყვარულით სავსე გარემო და თბილი დახვედრა ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა.
 ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი წიგნები ბევრ მკითხველს გაახარებს და კიდევ უფრო გაამდიდრებს დუშეთის ბიბლიოთეკის რესურსებს!

Details

Date:
მარტი 12
Event Categories:
,