- This event has passed.
„ტფილისური ბოჰემა“ – კონფერენცია ესბ-ში
მარტი 24 @ 08:00 - 17:00

15 მაისს, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, იოსებ გრიშაშვილის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია – ,ტფილისური ბოჰემა – XVIII-XX საუკუნეების ქალაქის ისტორიები ლიტერატურასა და ხელოვნებაში“ ჩატარდება.
იოსებ გრიშაშვილი 1889 წლის 24 აპრილს დაიბადა მისი შემოქმედებითი ცხოვრება ღრმად უკავშირდება თბილისს, ქალაქური კოლორიტის ასახვას, რაც თანამედროვე ლიტერატურისა და ხელოვნებისთვისაც შთამაგონებელ თემას წარმოადგენს.
სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ პროფესორებსა და მკვლევრებს.
საკონფერენციო თემა უნდა ეხებოდეს ლიტერატურის, ისტორიისა და ხელოვნების კვლევებს, კულტურული სივრცეების ახლებურ ინტერპრეტაციებს, ისტორიული და სოციალური კონტექსტის გააზრებას, ამავე კონტექსტში ჩაწერილი ქალაქის მრავალფეროვან იდენტობებს, ენასა და შემოქმედებით დინამიკას. სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების თანამშრომლებს. თეზისების წარდგენა შესაძლებელია სარეგისტრაციო ბმულზე: https://forms.gle/eWSifjBfJ4BEvJj96
სარეგისტრაციო ბმულის ბოლო გრაფაში შესაძლებელია თეზისის ატვირთვა.
თეზისების გაფორმების წესი: თეზისებს მიენიჭება DOI
გაერთიანებულ დოკუმენტში (MS Word ) გთხოვთ შეიტანოთ შემდეგი მონაცემები:
1. ავტორის სახელი და გვარი ქართულად და ინგლისურად;
2. თეზისების სათაური ქართულად და ინგლისურად;
3. ორგანიზაციის დასახელება ქართულად და ინგლისურად;
4. ფაკულტეტის დასახელება ქართულად და ინგლისურად;
5. თეზისების ძირითადი ტექსტი ქართულად და ინგლისურად;
6. 3-5 საკვანძო სიტყვა ქართულად და ინგლისურად;
7. ფორმატი — A4
8. შრიფტი — UNICODE (Sylfaen)
9. თეზისების ტექსტი დაიწყეთ მომდევნო, ახალი
გვერდიდან, 12 ზომის შრიფტით.
10. ფოტოების და სხვა გრაფიკული გამოსახულების კომპიუტერული ვარიანტი
შესრულებული უნდა იყოს JPG ფორმატში.
11. თეზისის მოცულობა: 300-300 სიტყვა.

თავფურცელი გააფორმეთ შემდეგი თანმიმდევრობით:
ავტორ(ებ)ი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
სათაური — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
ორგანიზაცია, მაგ., ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში; საკვანძო სიტყვები.
სათაური — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
ორგანიზაცია, მაგ., ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში; საკვანძო სიტყვები.
თეზისების ძირითადი ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე –12 ზომის შრიფტით.
რეგისტრაციის ველი ღიაა 30 აპრილის ჩათვლით. 30 აპრილის შემდეგ შედეგებს ელ-ფოსტაზე გაცნობებთ.
თეზისების ელექტრონული კრებული განთავსდება და გამოქვეყნდება ღია წვდომის პლატფორმაზე- openjournals.ge, ასევე სამეცნიერო პორტალზე openscience.ge, რომელიც ინტეგრირებულია ღია მეცნიერების ღრუბელში (EOSC).