- This event has passed.
ქაღალდის ინჟინერია ესბ-ში
ივნისი 15 @ 08:00 - 17:00

ქაღალდის ინჟინერია და 3D წიგნის ტექნიკები – 10 ივნისს, ეროვნულმა სამეცნიერო ბიბლიოთეკამ, წიგნის მოყვარულებს ვორქშოპით უმასპინძლა.
ვორქშოპს წიგნის ხელოვნების ცენტრის დამფუძნებელი, ოთარ ყარალაშვილი უძღვებოდა.
3D წიგნის ტექნიკა სამგანზომილებიანი კონსტრუქციების შექმნის მეთოდია, რომლებიც წიგნის გახსნისას მოცულობით ფორმებად იშლება. ზუსტად ამოჭრილი ქაღალდის ელემენტების კეცვით და ერთმანეთთან დაკავშირებით შესაძლებელია რთული მოძრავი კონსტრუქციების შექმნა. 3D წიგნის ტექნიკა გამოიყენება წიგნების, მისალოცი ბარათებისა და ქაღალდის სხვა ნამუშევრების შექმნისას.
მონაწილეები გაეცნენ ქაღალდის ინჟინერიაში გამოყენებულ ინსტრუმენტებსა და მასალებს, ქაღალდის ჭრის, კეცვისა და დაწებების მეთოდებს. შეისწავლეს სხვადასხვა 3D ტექნიკა და ელემენტი — მარტივი საბაზისო ფორმებიდან რთულ და მრავალფუნქციურ მოდულებამდე.
ვორქშოპის ბოლოს, ყოველმა მონაწილემ შექმნა საკუთარ 3D წიგნი, კურსის ფარგლებში შესწავლილი ყველა ტექნიკით.
ესბ კიდევ მრავალ სიურპრიზს შემოგთავაზებთ.
