Loading Events

« All Events

წიგნის საჯაროდ კითხვა ნატო დავითაშვილთან ერთად

თებერვალი 4 @ 08:00 - 17:00

ეროვნულმა სამეცნიერო ბიბლიოთეკამ კვირა წიგნის საჯარო კითხვით დაიწყო – 2 თებერვალს, ფანტასტმა ავტორმა, ნატო დავითაშვილმა აუდიტორიას აფხაზური მითოსით შთაგონებული ლიტერატურული ნაწარმოები ,,ზილხა“ წაუკითხა.

მწერალმა ​აწანებთან ერთად აფხაზური მითოლოგიიდან ფენტეზის ჟანრში წაგვიყვანა სამოგზაუროდ, რამაც მითოსსა და თანამედროვე ლიტერატურას შორის გამართული დიალოგის მოწმე გაგვხადა.

როგორც ნატო დავითაშვილმა შეხვედრის დასაწყისში აღნიშნა, ხმამაღლა კითხვის დროს ავტორიც კი დამატებით შინაარსობრივ დატვირთვას სძენს ტექსტს, როგორც ხმითა და ინტონაციით, ისე ემოციით.

შესაბამისად, საჯაროდ კითხვა მნიშვნელოვანი კულტურული გამოცდილებაა, რომელიც სიტყვით გადმოცემული ლიტერატურის ძალას დემონსტრირებს.

მადლობას ვუხდით ავტორს შემოქმედებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის, მკითხველებს კი ღონისძიებაზე სტუმრობისთვის და საინტერესო დისკუსიისთვის.

 

 

Details